GEO მაიდანი?

რაღაცეები მოვისმინე, ვნახე (ნეტა არ მენახა, მაგალითად ნოდარიკო მელაძის შოუ, აი რა მინდოდა…)
მაგრამ დამრჩა შეგრძნება რომ ამ დღეებში მკვლელობაა დაგეგმილი.
არ ვიცი ვინ მოკვდება, მაგრამ ასიანი ვიღაცის მოკვლაა გადაწყვეტილი.
ძირითადად მაიდნის სცენარით მაშინაც ვიღაც სირები ისროდნენ და ხალხი დახოცეს მშვიდობიანი. რასაც მერე დანარჩენი უკრაინელების აფეთქება მოყვა.
იდეა იგივეა.
ეს დღეები ნაც სირი ლიდერების გამოსვლებს რასაც ვუსმენ ირიბად ან პირდაპირ საუბრობენ მსხვერპლზე.
ძირითადად ვის მოკლავენ აბა თუ მიხვდებით?
აი იმ «გულწრფელი ახხხხალგაზრდებიდან» (ან ასე გამოთქმა რა უბედურებაა ბოლოს და ბოლოს) რომელიღაცას.
ნებისმიერ თქვენთაგანი ვინც კი იმ პროტესტებზე წახვალთ მიზანი გაქვთ მიხატული იცოდეთ ზურგიდან.
აუცილებლად იქნება მცდელობები რამდენიმე ობიექტზე ერთდროული თავდასხმისა, რომლის დროსაც ზურგიდან ვიღაცეები სროლას დაიწყებენ. ნუ მაიდანი ასე იყო.

მე რომ გითხრათ არ წახვიდეთო არავინ მომისმენთ ვიცი, არც ავტორიტეტი ვარ, არც კიდე არაფერი. პლიუს მაგდენი გაგება რომ გქონდეთ რა ტყუილების ზეობაშ გამყოფებენ დღეს მაგ სირობაზე არც კი დაისველებდით ენას. ისედაც არ დამჭირდებოდა არაფრის თქმა.

ამიტომაც უბრალოდ გეტყვით. როცა წახვალთ, იყავით ფრთხილად. თუ დაატყეთ ვიღაც პროვოკატორობს და გაქვს საშუალება აღკვეთოთ ფრთხილად აღკვეთეთ. თუ არა და უბრალოდ გაერიდეთ და რაც შეიძლება შორს.

მიიღებთ რჩევას მიიღეთ. არ მიიღებთ, ეს ქვეყანა მაინც არ აირევა მაგ სცენარით. თქვენს გარდა კიდე დანარჩენი მოსახლეობაც ვართ, რომელბი თქვენ არ გიჭერთ მხარს. ეგ სირები კიდე ვის დაძახილზეც დადიხართ, მთავრობაში ვერ მოვლენ შანსი არაა. სისხლი თუ დაიღვრება არაა აპრიორში გარანტირებული რომ გამარჯვებულები გამოვლენ ეგენი. ლომის წილით ვერ გაიმარჯვებენ. ბევრი დადებს თავს მაგათ წინააღმდეგ.

აუცილელბად გახსოვდეთ რომ ეს ქვეყანა თქვენი სამშობლოა და ყველა აქ მაცხოვრებელი თქვენი თანამოქალაქე და თუ სენ გაქვს რაღაც აზრის ქონის უფლება იმასაც აქვს მაგ აზრის ქონის უფლება. და თუ არ გეთანხმება რამეში ეს მისი უფლებაა. ამ უფლების წინააღმდეგ წასვლა არის ბოლშევიზმი, ფაშიზმი, უზურპატორობა და კიდე ყველანაირი სახის ტირანია. პლიუს კიდე ქვეყნის ორგანოების ნგრევას თუ მოგთხოვენ, იცოდეთ რომ ეგ ორგანოები თქვენიცაა და პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ გარე მტერს ემსახურებით საკუთარი სახელმწიფოს ჩამონგრევაში. ანუ მოღალატეები ხართ.

თან მიდის ფეიკ კამპანია რომ ურმე ვიღაცეებს მთავრობა ურეკავს და აბულინგებს…
ანუ რაც ეს ე.წ. არწაკითხული კანონის თემა დაიწყო, ნაცმოს ტროლბოტები დგანან და მთელ მოსახლეობას ატერორებენ, აბა ის თქვი აბა ესთქვი, არ იტყვი და გინების კორიანტელი. ჩემიანი არ ხარ მოსაკლავი ხარ (მარტო მაგიტომ არ უნდა დადგეთ მაგათ გვერდში). და ამ დროს თრმე ქიცები აბულინგებენ ვის? ნაცმოს აქტივისტებს?
რა დაბულინგება? იცით მაინც რომ ყველა ადამიანზე რომელიც თემაშია მინიმუმ 2 ან 3 პაპკაა თაროზე შემოდებული კანონდარღვევებით? იცით რომ თუ მაგ მიდგომიტ მოუნდებოდათ რამის გაკეთება აქამდე მაგ თაროებიდან გადმოიღებდნენ მაგ პაპკებს?
ხო აბრალებთ რომ რუსული სუსი გყავთ? ხო და შეგიკერავდნენ მაგ საქმეებს სათითაოდ და ახლა კაპეზეში ავტორიტეტების პარაშის გამზიდავებად იმუშავებდით. მთავრობას ეგ შეუძლია… მიშა ასე აკეთებდა, ედიკას დროსაც მასე კეთდებოდა ბევრი საქმე. გგონიათ პრობლემაა?
ეგ სირობა რომ ვიღაცა სადღაციდან გირეკავთ და რაღაცას გელაპრაკებათ იქ არის სუფთა ნაცმოძის გეგმის ნაწილი. გჯერათ? ესეიგი ადვილად მოწყვლადი და რუსული ტრაკონის მრევლი ხარ. იმ ხალხის რომლებისთვისაც სიმართლის თქმა პატოლოგიურად შეუძლებელია.
მოგატყუეს ყველაფერი აქამდე რაც ხდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი… და თქვენ მაინც მაგათი გჯერათ?
გამოდის რომ მაგათი მენტალური მონები ხართ.

ხო და რატომ? 21 საუკუნეში ვიღაცის არა ერტხელ ნათქვამ ტყუილს რომ დაიჯერებ… არ გრცხვენიათ

მეშინია… არა იმის ნაღდად არა რომ ქვეყანა ისე აირევა რომ რაღაც შეიცვალოს უარესობისკენ.
არა იმის მეშინია რომ სრულიად უდანაშაულო და გაბრიყვებულ ახალგაზრდას მოკლავენ თვითნვე. ასე ვთქვათ სატანას შეწირავენ მსხვერპლს რომ რამენაირად მთავრობა დაიკავონ… აი ამის მეშნია, იმ ბავშვის სიცოცხლე მეშინია.

ღმერთი გვფარავდეს ყველას.

არა რუსულ კანონს 2.

პირველივე ფრაზად ვიტყვი

ჩემი ერი მტკივა. სასტიკად მტკივა.

ეს დღეები ვაკვირდები სიტუაციას და ჩემი დაკვირვების სუბიექტურ შედეგს დავწერ. რა თქმა უნდა დიდი გამოვა და თუ ვინმეს დაგეზარებათ არ მიაქციოთ ყურადღება.

რასაც ვწერ არის ჩემი სუბიექტური აზრი, არ მაქვს პრეტენზია რომ ყველაფერი სიმართლე და რეალობაა. მე ვხედავ და ასე მგონია. ვცდები? ეგეც ჩემი პრობლემაა, არ ვცდები? წაიკთხეთ და გასააზრებლად გამოიყენეთ.

რა ხდება ახლა ქვეყანაში? აი მე მაგალთად მაქსიმალურად გვერდიდან ვცადე მომეხიდნა დაკვირვება სიტუაციისთვის. რამდენადაც ჩემი პიროვნების შესაძლებლობებშია ეს. ჯერ რომ იდენტურია იმ უაზრობის რაც შარშან მოხდა.

ანუ. ჯერ შარშან რა მოხდა თუ ვერ გაიგეთ ან პროპაგანდისტული არხებით გონება გქონდათ დაბნელებული. (თუმცა იგივე არხებია დღეს თვალებზე აფარებული და …)

შარშან, ხალხს წესიერად არ აუხსნეს რა კანონზე იყო საუბარი. არც კი მიიტანეს ხალხამდე თემა რომ მათ ეფიქრათ და მომეტნ მხარი დაეჭირათ ან პირიქით მართლა გაეპროტესტებინათ. ერთ დღეს აღმოვაჩინეთ რაღაც ხდება, ხალხი მომენტალურად გაიყო და ერთიმეორეს დაერია სოცქსლეში. რაც მთავარია მოწინააღმდეგეები იძახოდნენ რომ არ წაუკითხიათ და არც წაიკითხავენ… რაღაც აი ასე

წელსაც… იგივე ხალხი იგივენაირად. არაფერი შეცვლილა. არც ნელნელა არ შემოიტანეს, არც ოპონენტებმა არ წაიკითხეს. უცნაურად მიდის სიუჟეტი. მაგრამ მოდით თემას მივყვეთ დასაწყისიდან. ცნობისთვის ეს ამბები, ანუ არა რუსულ კანონს 2, ანუ გაუგებრებისთვის თემის მეორე ნაწილი, ახლა არ დაწყებულა. შარშან დაიწყო.

პირველი ქმედება

შარშანდელი მღელვარებების მერე, ზამთრის დასაწყისში მოგვცეს ევროსტატუსი.
ვაშა და დიდება ევროკავშირს.

თუ ვინმეს არ გახსოვთ 2023 წლის 15 დეკემბერს მოხდა ეს მოვლენა. შარშანდელი მარტის მღელვარებების მერე ოპოზიციად წოდებულმა ძალამ რო იტყვიან ყველაფერი გააკეთა, გაიხა ნაკერავზე რომ რამენაირად მთავრობა გაეშავებინა, დადიოდა კიდეც ევროპაში და უაზროდ ღალატობდა ქვეყანას. იქადნებოდნენ იმას ვიზავთ ამას ვიზავთ, ელოდებოდნენ რომ სტატუსს არ მოგვცემენო და დეკემბრის ბოლოს დიდი არეულობაც დაგეგმეს. მაგრამ მაგ სტატუსის მერე… აი რა უნდა ეთქვათ?
მოკეტეს.
ტექნიკურად რომ ვთქვათ ჩაიჯვეს.

მეორე ქმედება
სტატუსის მიღებიდან 2 კვირის თავზე, ანუ ზედ ახალი წლის წინ, 30 დეკემბერს, გვაუწყეს რომ «ბატონი» მობრუნდა. ანუ ბიძო მოტრიალდა მესამედ პოლიტიკაში. ერთგვარი შოკი და გაუგებრობა იყო ჩემთვის პირადად ეს ამბავი. მაგრამ მობრუნების მიზეზები რომ ილაპრაკეს კიდე მეტად დავიბენი.
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ პრემიერი ღარიბა იყო და ეგ თუ სხვა ქოცები იქადნებოდნენ რომ კონსტიტუციური უმრავლესობა გვეჭყანება მოავალ პარმალენტშო.
ამ დროს მობრუნდა ბიძო. პირველი რაც ქნა ღარიბა მოაშორა და კობახიძე დასვა. თან საუბრებისას ქოც ლიდერები ამ მობრუნების მიზეზებში ერთ ერთ პუნქტად ოპოზიციის დასუსტებას ასახელებდნენ. აი სწორედ მაგან დამაბნია. კონტექსტი ისე გამოსდიოდათ რომ ოპოზიციის გაძლიერების მიზეზით მობრუნდა. აგერ ბმულზე იხილეთ მესამედ მოსვლა სადაც წერია.

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90/32760925.html

არა მაშინ ვიფიქრე რა თქმა უნდა რაღაცას მოიფიქრებენ და ნაცებს აღუდგენენ რეიტინგსთქო. მაგრამ რას მოიმოქმედებდნენ არ ვიცოდი.

მეოთხე ქმედება

ამ მოვლენების მერე პრაქტიკულად მარტის ბოლომდე სრული სიწყნარე იყო ქვეყანაში, არანაირი პოლიტიკური შეხლა შემოხლები. არც ბრძოლა არც ლანძღვა… არაფერი. ასეთი სიწყნარე კარგა ხანია არ მახსოვდა. ერთის მხრივ სასიხარულოც იყო, დამშვიდდა ქვეყანათქო. მაგრამ…

მამუკა მდინარაძემ მარტის ბოლოს დააინიცირა ელგებეტე პროპაგანდის აკრძალვის კანონის ინიცირება. თან ეს ქნეს ისეთი შემართებით და პათოსით რომ აშკარად ელოდებოდნენ რომ ოპოზიციიდან დიდი გამოხმაურება მოყვებოდა.

არა ხმა ამოიღო არასამთავრობოების ნაწილმა და ოპოზიციამაც. მაგრამ როგორც დიდი ნოდარა დუმბაძე იყოდა გლახად დატენილი ფილთა თოფივით გაისმა აქა იქა წამოსროლილი რამდენიმე საპროტესტო ფრაზა. ეგ იყო და ეგ. დიდად თავი არავინ გამოიჩინა.

მეხუთე ქმედება

მაგ კანონის დაინიცირების მერე დააცადეს გარკვეული პერიოდი. დააკვირდნენ სიტუაციას და რომ მიხვდნენ რომ ვერაფერი პროტესტი გამოდნა ელგებეტე თემით. ალბათ იფიქრეს ერთი თქვენი 3,14დარ100ტი დედაც მოვიკითხეო, ხმა როგორ არ ამოიღეთო და მოსცხეს ეს… ე.წ. «რუსული» კანონი.

ეს არანაირად არაა რუსული კანონი, არც არაფერი არაა. თუ ვინმე წაიკთხავდით… მიხვდებოდით რომ დიდი კვამლია და მეტი არაფერი.

აააააი ამ კანონის დაინიცირების მერე კიიი… იცოცხლე ხმა ამოიღეს. რო იტყვიან ცხედრად ქცეული ოპოზციური ფლანგი ფეხზე დადგა და მომხრეებიც მოიგროვა. ბოლოს და ბოლოს იმხელა ენჯეოები ყავთ რომლებსაც ეგ კანონი არ აწყობთ საკმაოდ შავი ფულის ტრიალის გამო და…

იცოდით რომ 31 000 ზე მეტი ენჯეო გვყოლია ქვეყანაში? საკაოდ ცოტა ხალხი გამოდის კანონის საპროტესტოთ ამ მოცემულობიდან გამომდიანრე თუ მკითხავთ.

თუ ვერ აღიქვით რასაც ვწერ აქამდე… არაფერი არ ხდებოდა და ამათ ძალად მოახდინეს!

მეექვსე ქმედება

საპროტესტო აქციები… უფრო ზუსტად ბოღმის, სიძულვილის და საკუთარი თანამოძმეების აბუჩად აგდების ნიაღვარი. აგრესიული ქმედება სხვანაირად მოაზროვნე ხალხის და საჯარო სამსახურის მოხელეების მიმართ.
რა დიდი სჯა ბაასი უნდოდა თემას რომ ეგრე იქნებოდა და უკეთესს არაფერს იზავდნენ. პირველივე დღიდან თითქოს ჯოჯოხეთი გაიხსნა სრულიად და ტარტაროზებმა გაავსეს ქალაქი თუ სოც ქსელი. უსმენ უყურებ და ამდენი როგორ და საიდან არიან გიჩნდება შეკთხვა.
პარალელურ რეჟიმში სოც ქსელებში მიდის პირზე ხელის დაფარების პოლიტიკა ე.წ. ოპოზიციური ნაწილის მხრიდან. ანუ ვინც ვერ გაიგეთ, აბსოლუტური უმცირესობის წარმომადგენლები სარგებლობენ თავისი თანამდებობით ბოროტად და უმრავლესობის აზრის გადასაფარად ინდივიდებს დასდევს, სოც ქსელში მათი გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები იშლება და იძირება. თავად ექაუნტებს ძირავენ რომ ასე ვთქვათ ამინდი არ შეიქმნას. ამ ამბებამდე მე პირადად თუ კი მინიმუმ 40 რეაგირება მქონდა ნებისმიერ პოსტზე. ამბების დაწყების მერე (მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკურ თემებზე არც ვწერ ბოლო დროს) ნახვებიც კი რამდენიმე აქვს პოსტებს 😀 ხო გასაგებია რომ ჩაძირულია ჩემი ექაუნტი, ისე რომ ფრენდებმა და უცხო ხალხმა ვერ ნახოს, ან ძალიან გვიან ნახოს?
ამ დროს ხელისუფალი რას აკეთებს?

არც არაფერს. პოლიციას თმენის ვალდებულება დააკისრა, ხალხსაც… წყნარად (თუ ასე შეიძლება ითქვას) აგრძელებს საქმიანობას.

მეშვიდე ქმედება

პროვოკაციები პარლამენტში. საპარალამენტო მოსმენებისას მდინარაძეს ჩააფეთა თავისი მუშტი ელისაშვილმა, მერე ელისაშვილი ძუყნეს დაახლოებით 5 მა დეპუტატმა და ისე გააპანღურეს დარბაზიდან.

შეხედავ თემას რა უნდა იყოს აქ განსაკუთრებული. არა და ისეთი ჩააფეთა კადრებში ელისაშვილმა მდინარაძეს, მინიმუმ ნოკაუტი უნდა მიეღო. პლიუს ჩასიებული და ჩალურჯებული თვალი უნდა ქონოდა მდინარაძეს და საერთოდაც იმ დღეს წესით ვეღარც უნდა გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა. აქ რა გვაქვს?

რა ეტყობა ნაცემის?
ან ტავად ელისაშვილს რა ეტყობა ცემის მას შემდეგ რაც მინიმუმ 5 სხვა დეპუტატი დაახლოებით რამდენიმე წუთის განმავლობაში წიხლავდა?

ოსკარი ეკუთვნით ჩემი აზრით.
შემდეგ დღეებშიც ამხანაგმა ალექსიმ განაგრძო პროვოკაციული ქმედებები. განგებ მიზან მიმართულად რომ იქცეოდა.

რა ვთქვათ სანახაობა დადგეს… მაგრამ რატომღაც ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა რომ ეს სიმართლეა. რატომღაც…

მერვე ქმედება

კანონი პირველი მოსმენით მიიღეს. მთელი ისტორია ამ მიღების. განხილვებში არ შედიან ნაც დეპუტატები, ცდილობენ ჩაშალონ სხდომა, იგინებიან იწყევლებიან ილანძღებიან. შემდეგ სპიკერი გარეთ ერეკება ეგეთებს და მარტო დარჩენილი ოცნება კიდევ კანონს იღებს. ანუ… ვინც ვერ გაიგეთ ამ ტექსტიდან რამე დაგიღეჭავთ.
ნაცები არაფერს არ აკეთებენ რომ ამ კანონს რამით მაინც კანონიერი მეთოდებით ხელი შეუშალოს. ან მინიმუმ წესიერი ფორმით შემუშავებაში მაინც მიიღონ მონაწილეობა. რომ ისეთი იყოს რომელზედაც პრეტენზიები არ იქნება. ბოლოს და ბოლოს კანონია, რომელიც ცნობისთვის ქოცებთან ერთად ნაცებისთვისაც გამოსადექი იქნება.

ისედაც და ასედაც ხომ ცნობილი ამბებია რომ გარედან ყაყანი, პროვოკაციების მოწყობა და შიგნით კიდე ისტერიკების დადგმა წესით არფერს არ ცვლის. შარშანდელი არ ითვლება ისევ და ისევ. ეჭვი მაქვს შარშანაც განგებ დადგმული იყო ეგ ყველაფერი დაინიცირება გაწვევის ჩათვლით.

ანუ ირიბად მაგრამ მაინც ნაცები ხმაურის მიუხედავად პრაქტიკულად ხელს უწყობენ რომ კანონი იმ სახით გავიდეს რასაც ქოცები წერენ.

მეცხრე ქმედება

ევროპარლამენტის და ამერიკელი სენატორების რეზოლუციები. რომელსაც რუსი დიპლომატების კომენტარებიც ერთვის თან. ისეთი არაფერი, დასავლეთმა გააკრიტიკა ოცნება კანონს რატომ იღებო, რუსებმა მოიწონეს. არ ვიცი რანაირად ხდება მაგრამ რატომღაც მუდამ ემთხვევა რუსების ქმედებები ნაცების ინტერესებს… ახლაც.
რაც შეეხება დასავლეთს კიდე რატომაა ეგ კანონი მათთვის მიუღებელი თუ კი ეს ხალხი სწორ საქმეს გვიკეთებენ?

მეათე ქმედება

გააუქმეს ალტინფო. განა არჩევნებში მონაწილეობა გაუუქმეს. მთლიანად პარტია გააუქმეს. სრულიად… არასწორად იყავით დარეგისტრირებულიო. შარშან რატომ არ უთხრეს? ან თუ უთხრეს ეგენიც სად ჯანდაბაში იყვნენ? ცნობისთვის ყველამ იცის (საიდან ოღონდ არვინ იცის ნამდვილი საბუთი არ უნახიათ არავის) რომ ეგ ორგანიზაცია პირდაპირ კრემლიდან ფინანსდება, არა ერთი ვოიაჟის სურათი დადეს თავად ამ პარტიულებმა მოსკოვში რომ იყვნენ. ასე ვთქვათ მოლაპრაკებებზე. საინტერესოა ერის მანდატის არ მქონეები ვისთან და ვისი სახელით იყვნენ მოსალაპარაკებლად? მაგრამ…
რატომ გააუქმეს? იმ დღეს ალტინფოელი ჟურნალისტი ეწიწკინებოდა ღარიბაშვილს თუ მდინარაძეს რომ ასე თქვა კობახიძემ თქვენ რუსეთ გაფინანსებთ და მაგიტომ გხურავთო.

რაო? რუსეთი გაფინანსებთ და მაგიტომ გხურავთო? მოიცა და აბა რუსულია ოცნება და რუსულ კანონებს იღებენ და რრრუუუსულ საქმეს აკეთებენ? პირდაპირ რუსული პარტია რატომ გააუქმა კაცო? რანაირად ეხამება ეს ყველაფერი ახლა?

ჩვენში დარჩეს ბოლოს და ბოლოს თუ კი რუსულია ეს იდიოტების ბრბო ოცნება, ამ ალტინფოს მოკავშირედ დაიყენებდა. თუ ვინმეს გგონიათ რომ მხარდამჭერები აკლიათ? მაგრად სცდებით. მინიმუმ 10% მაინც უჭერს ქვეყანაში მაგათ მხარს. და ეგეც მართლა ძალიან მინიმუმ. ამ ქმედებით ოცნებამ პრაქტიკულად გადაიმტერა ეგ ხალხი. ხო და რა ჯანდაბაა?

მეთერთმეტე ქმედება

მიუხედავად დიდი ისტერიკებისა, ეს პროტესტი მინავლდა ბოლო დღეები. უკვე ერთი მუჭა საყვირიანი ხალხიღა იდგა ხოლმე პარლამენტთან. ისეთი არაფერი, ცოტაც და დაიშლებოდა თემა. მეორე მოსმენისას ასიანი დიდი აქტივობა აღარ იყო მოსალოდნელი…

ამ დროს, ქოცებმა დაანონსეს და დღეს 29 აპრილს დაგეგმეს დიდი შეკრება ამ კანონის მხარდასაჭერად რუსთაველზე.

შედეგი…. გუშინ როდესაც არაფერი არ ხდებოდა, არც კანონს განიხილავდნენ არც არაფერს საერთოდ, დაახლოებით 70 000 მდე ადამიანი შეკრიბა ნაცმოძმა რესპუბლიკის მოედანზე, მერე დიდი მსვლელობა მოაწყო პარლამენტისკენ და მოინდომეს ქოცების აღმართული სცენის კონსტრუქციების დალეწვა. პოლიციას ცრემლსადენის გაშვებაც დაჭრიდა…

რო კითხო ზოგიერთს 170 000 კაცი მოვიდა. არა და რაც მართალია მართალია რესპუბლიკის მოედანზე იდგა ხალხი რომელიც პარლამენტისკენ დაიძრა. ამ მოედნის ფართობი 14 000 კვადრატულია, ხალხის გამოთვლის თემა შემდეგია, კვადრატულზე დაახლოებით 3 ადამიანს გულისხმობენ როცა მიჯრით დგანან. ელემენტარული არითმეტიკაა გაამრავლეთ 14 000კვმ — 3 ზე, დაახლოებით 45 000 ადამიანზეა საუბარი რომ მაგ მოედანზე დაეტეოდა. ნუ კარგი დრონის სურათებიდან კი ჩანს რომ იქეთ აქეთაც ივნენ გასულები და მოდი ვთქვათ რომ 70 000 კაცი იდგა იმ მოედანზე.

რატომ იდგა? რისთვის? კვირა დღე იყო და არანაირი საპარლამენტო ქმედებები არ იყო ხო? რის გამო შეკრიბეს ეგ ხალხი? ყველაზე მთავარი შეკთხვა ვისი ხალხი იყო?
მაგრამ ყველაზე მთავარი მანდ ისაა რომ თავად ეს ხალხი არც არაფერს არ აკეთებდა. სრულიად მშვიდობიანად იდგნენ. მანამ რატი ამაღლობელმა არ მოუწოდა იმ სცენაზე წავიდეთო. და თან იქვე რომ მელია გვარამია აისვეტნენ კიდე… რასაც მოყვა კიდეც ის ზემოთ ნათქვამი ცრემლსადენი გაზიც… ანუ თითქოს ვიღაცამ გადმოურეკათ რას ყრიხართ მანდ ბიჯო, მიდი გადააჯვით პარლამენტისკენ პილპილი აკლია სუფრასო.

ხო და თქვნი არ ვიცი მაგრამ…. მე პირადად მრჩება ამ ყვლაფრის გაფიქრების შემდეგ შეგრძნება რომ ეს ყველაფერი დადგმულია.

ჯერ იყო შარშანდელი რომ გავიხსენოთ, აშკარად ქართულმა ოცნებამ მოაწყო თემა ისე რომ კანონი არ მიღებულიყო, პირველ გაკუებაზე გაიწვიეს. არ ხდება მასე… კანონი დაარღვიეს სერიოზულად იქ მდგარმა ახხხხხხხხხხხალგაზრდებმა. წესიერ ქვეყანაში ყველას აყრიდნენ და კარგი მსხვილმასშტაბიანი ვადებით გადაანაწილებდნენ, მინიმუმ იძულებით სამუშაოებზე. მაქსიმუმ ნარების სათელად. არა მაშინ ოცნებამ დაიკიდა რატომღაც ერთი თვალებ ხატულა ბიჭუნა ჩასვეს მარტო. რომელიც მისსა პრეზიდენტამ შეიწყალა ამ დღეებში. პლიუს კანონი გაიწვიეს…

ახლა არ ვიცი რას იზავენ, არის ვარიანტი ბოლომდე არც ეს მივიდეს. ან შეიძლება მივიდეს კიდეც. რას გაიგებ?

არაფერი არ ხდებოდა საერთოდ გავიმეორებ. განგებ დაიწყეს პროტესტები.

არ ვიცი რას ემსახურება ეს სპექტაკლი, რამე გათვლა აქვთ რომელიც რაღაც შედეგამდე მიიყვანს ხალხს თუ ქვეყანას თუ რა ხდება ჩვენ სავარაუდოდ გავიგებთ მომავალში… ან ვერც გავიგებთ.

ქმედებები კიდევ იქნება. აუცილებლად იქნება. რას მოიმოქმედებენ გავმეორდები არ ვიცი.

აი რო დავფიქრდეთ რა შეიძლება იყოს, ვთქვათ და ბიძომ ეს მოაწყო იმისთვის რომ ნაცმოძს რეანიმაცია იყო საჭირო. ვთქვათ იგივე ამერიკიდან და დასავლეთიდან უთხრეს რომ ნაცები არ ჩაძიროო და რამე ქენიო. დავუშვათ…

რომ ვთქვათ გავს სიმართლეს. აგერ მთლად მიძინებული და არავისთვის საჭირო მატყუარების ბლოკი, დღითი დღე ინგრეოდა. ახლა აგეე, რამდენი ხალხი «გამოიყვანეს». ადრეც იყო მთელი კონსპირაციები რომ ეგ ორი ორგანიზაცია სინამდვილესი გარიგებული ხალხია და უბრალოდ ასე თამაშობენო. კიდეც იყო მომენტი როცა მდინარაძემ წამოაძახათ რომ ამ კანონის თემამდე ჩაჯმულები იყავითო და ახლა წინ ხართო.
მაშინ რატომ დაიჭრვა იგივე დასავლეთიდან მსგავსი უარყოფითი და ნეგატიური გამოხმაურება? გამოდის რომ ოცნებამ პირნათლად შეუსრულათ საქმე ხო? რაღატომ აკრიტიკებენ?

მეორე ვარიანტია ქოცუშიშროებამ იცოდა რომ არჩევნების შემდეგ რა შეიძ₾ება მომხდარიყო, იცოდნენ იმ თანხების შესახებ რასაც ე.წ. რევოლუციური სცენარისთვის დახარჯავდნენ შემოდგომაზე და ასე ვთქვათ წინასწარ ახარჯინებენ და ჩააჯმეინეს კიდეც ნაცებს… ითქვა ესეთი ვერსიაც.

მაშინ რანაირად მოხდებოდა რევოლუცია როცა რომ მართლა ჩასვრილი იყო მთელი ოპო სპექტრი. მარტის დასაწყისის სიტუაცია თუ კი იქნებოდა სექტემბრის ბოლოს, ლომის წილთ კონსტიტუციური უმრავლესობით შედიოდა ქოცნება პარლამენტში. ალბათ ელისაშვილის კვოტას თუ აიღებდა ნაცმოძი და ლელო და დანარჩენები კიდე ბორტს მიღმა ხვდებოდნენ.

ასეთი სიტუაციის დროს რა რევოლუციაზეა საუბარი?

მესამე ვარიანტია რომ ვიღაცამ დაავალა ეს საქმე ოცნებას. დავუშვათ… ვის ჭირდებოდა ესეთი რამე აქ? ამერიკელები, ევროპელები, რუსები თუ ჩინელები… გინდაც ირან თურქებიც, ყველა აქ ვიღაცას რაღაცაში აფინანსებს, გამჭვირვალობის კანონის მეშვეობით გარკვეულ წილად მაგათი საქმიანობა გამოვიდოდა ზედაპირზე. ეს კიდევ არავის აწყობს. ფარულად მარტივია წყლის ამღვრევა და მერე თევზაობა. ვთქვათ ჩამოთვლილთაგან დაპირისპირებულებიდან ერთ ერთმა გაწირა თავისი ინტერესები რომ დანარჩენებისთვის ჩაესვარა თეფშში. მაშინ რომელი იქნებოდა ეს თქვენი აზრით? რუსები თუ კი მაგას იზავენ, გარანტირებულად უამრავი ადამიანის გაწირვა მოუხდებათ აქ. ამერიკელები კიდევ ერთგვარ კონტროლს დაკარგავენ რეგიონზე, არა თუ ქვეყანაზე. თურქებსაც არ აწყობთ მსგავსი რამე. აჭარიდან დაწყებული აზერბაიჯანული დასახლებებით გაგრძელებული თუ ადგილობრივი ენჯეოებით დამთავრებული უამრავი დაფინანსებული პირი ყავთ. თავისი ინტერესების გაწირვა მათთვისაც უამრავი ადამიანის დანაკარგია. პლიუს გავლენების სიკვდილი.

აბა ვინ?

მომენტ ჩინეთი… ალბათ. არ ვიცი არ გამიგია აქ ვინმეს ოფიციალურად ჩინური ფინანსები ქონდეს. აზია ბანკს არ განვიხილავ. არის ვარიანტი რომ ჩინეთს აწყობდეს მომენტ ეს გამჭვირვალობა.

მეოთხე ვარიანტი. ვინც არა ხართ საქმის კურსში, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთთან რომ აირია ურთიერთობა უამრავ ქვეყანაში, გაჩნდა საჭიროება რომ ალტერნატიული გზა გამოჩნდეს, ჩინეთიდან ევროპამდე და უკან ტვირთების სატრანსპორტოდ. ხო და ჩვენი ქვეყანა სწორედ არის ამ ერთგვარი შუა დერეფნის ცენტრალური ნაწილი. რომ არა ჩვენი გზა, მოუწევს ჩინეთ ევროპას ინდოეთის ოკეანის გავლით იარონ ხმელთა შუაზღვამდე. ალბათ გახსოვთ ამასწინათ ევერგრინი რომ სუეცის არხში გაიჭედა

მაშნ დიდი ხნით გაჩერდა მიმოსვლა ამ მიმართულებით. რამაც კოლოსალური ზარალი მოუტანა ევროპას. რუსეთც რომ დაკეტილი ყოფილიყო, ეკონომიკურ კოლაპსამდე მივიდოდნენ. ხო და დაიწყეს ზრუნვა ევროპელებმა რომ შუა დერეფანი გაეჭრათ.

ხო და ვისაც როგორც გინდათ ისეთი ფიქრები გქონდეთ. ჩემი სუბიექტური აზრით ამ შუადერეფანში გავლენების მოპოვებაზე მიდის აქ ომი.

რუსეთს საერთოდ არ აწყობს რომ ეს დერეფანი იყოს. ამიტომაც მისთვის აქ ომი არეულობა და სისხლისღვრაა საჭირო რომ დერეფნის თემა სამუდამოდ თუ არა დიდი ხნით დაიკეტოს.
სიმართლე ვთქვათ არც ამერიკელებს აწყობთ ეს დერეფანი, იმიტომ რომ ამერიკას ევროპის დაცემა უნდა. მუშაობს ამაზე. ეს დერეფანი სწორედაც ყელში გაჩხერილი ძვალია მაგათთვის.
მაგრამ ეს დერეფანი აწყობს ჩინეთს, ევროკავშირს, თურქეთს და ყველაზე მთავარი ეს გვაწყობს ჩვენ.
ხო და ასეთ დროს სწორედაც გვჭირდება ძლიერი სუვერენტიტეტი. ისე რომ ჩვენს შიდა საქმეში ჩარევა ვერავინ ვერ მოახერხოს მარტივად.

დღეს რას აპროტესტებენ როდავფიქრდეთ? მოუსმინეთ იმ ახხხხხხალგაზრდებს ან გინდაც ბებერ ნაცმოძს?

მთელი მაგათი არგუმენტი, არ გვინდა ეს კანონი მხოლოდ იმიტომ რომ გარედან გვითხრეს ცუდიაო…

მიზეზი თუ რატომაა ცუდი ამას არავინ არ ლაპარაკობს. მიედ მოედებიან რაღაც კონტექსტიდან მოგლეჯილ სისულელეებს. მართლა რომ გინდოდეს დაფიქრება რატომ არის მიუღებელი, ვერ დაფიქრდები. იმიტომ რომ უაზრობებს გიწერენ და ლაპრაკობენ. (ესეც მაფიქრებს რომ ხელოვნურად არ განიხილავს ოპოზიცია ამ თემას, სავარაუდოდ გეგმის ნაწილიათქო.. იმედია)

ჩემი პირადი სუბიექტური აზრით, ეს კანონი გვჭირდება. ძალიან თან. და თან უფრო მკაცრი ფორმით ვიდრე იყო ან არის. ყველაფერი რაც სუვერენიტეტის გაძლიერებას დაეხმარება მისაღები უნდა იყოს წესით ყველასთვის. მაგრამ გავიმეორებ პირიქით ითხოვენ…

გავიმეორებ ისევ რომ ეს ყველაფერი აშკარად რაღაც თამაშია. არ ვიცი რა შედეგზე გათვლილი მაგრამ თამაშია.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი ტელევიზორის იმედად დარჩა. სადაც ტყუილის, ბოღმის, სიბილწის, აგრესიის, ნეგატივის და სიძულვილის ნიაღვარი მოედინება, ქვეტექსტით, მონობა თავისუფლებააო. ხო და დგანან რუსთაველზე ხალხი და ითხოვენ ვიღაცის ქვეშევრდომობას მთლიანი ერით. ისე რომ სხვას არც ეკითხებიან არაფერს. არა და მაგ რუსთაველზე დაიღვარა უამრავი ადამიანის სისხლი სწორედ მაგ სუვერენიტეტის მოთხოვნის გამო. თან ეს თანამედროვეები პატრიოტიზმად თვლიან არა ქვეყნისთვის თავგანწირვას, არამედ ვიღაცის მსახურობას. გმირობად აქციეს თანამოქალაქის დაჭრა მოკვდინების მცდელობა თუ მიწების გაყიდვა გაჩუქება (ეს ლაზარე და ის მელაშვილი).

მამული ენა სარწმუნოების მაგივრად, მაყუთი ენა… კი არა და მამული ენა ერთობაო. ანუ მთელი ჩვენი ბოლო 1800 წლიანი ისტორიის მანძლზე სარწმუნოება იყო სწორედ შემაკავშირებელი და ერთობის წარმომქმნელი კონსტრუქტი და ამათმა კიდე სწორედ ერთობის ძირითადი მიზეზი ამოიღეს თემიდან.

თამაში თამაშად მაგრამ ამ სირობებს ხალხის ნაწილი რომ იჯერებს ეგ არის სწორედ კოშმარი. ხალხი იწამლება გონებრივად. რომელსაც ვეღარ შეცვლი. ახალი რეალობა გექნება რომელიც მიუღებელი იქნება ყველასთვის.

თავიდან რაც ვთქვი იმასვე გავიმეორებ. ჩემი ერი მტკივა და თან ძალიანთქო. უკვე დარწმუნებული ვარ რომ აღარ მოვესწრები ისეთ ეპოქას სადაც ქართველები არ იქნებიან დაქსაქსული უსამშობლო ადამიანების ბრბო…

რელიგიის გაკვეთილები სკოლაში

ახლა რასაც დავწერ გთხოვთ უმორჩილესად წაიკითხოთ წესიერად. ყოველგვარი კლიშეების მიკერების გარეშე. წაიკთხეთ ის პრობლემა რასაც გავშლი პოსტში და იმ პრობლემებზე იფიქრეთ ემოციების და ულტრა მორწმუნეობის გარეშე.

ნურც ლიბერალად გამომიყვანთ (არანაირად არ მივეკუთვნები ლიბერალებს), და არც კიდევ ქრისტიანობის მტერი ვარ. პირიქით… ამ პოსტსაც სწორედ ჩემი გადასახედიდან ქრისტიანობის დასაცავად ვაკეთებ.

ეს დღეები ხშირად ამოტივტივდა ჩემს საინფორმაციო ზოლზე შეტყობინება რომ თურმე რელიგიის «დაბრუნება» უნდა მოხდეს სკოლებში.

პირველი შეკითხვა. ცარის პერიოდის შემდეგ როდის იყო რელიგია სკოლებში?
არ მახსოვს რაღაც. ედიკას დროს არ იყო, მიშამ კიდე რეფორმა ჩაატარა და რელიგია კი არა… სწავლაც გაანახევრა.
ანუ ცარის ეპოქას ვაბრუნებთ? თავადაზნაურობას და მეფესაც ხო არ ვსვავთ და არ გვეუბნებით?
ცნობისთვის ცარის ეპოქაში 3 კლასიანი განათლება იყო მგონი. მარტო წერაკითხვას ასწავლიდნენ და ეგ იყო მთელი სკოლა.

მერე კიდევ, ხალხო, რელიგია კი არა, დარგობრივი მეცნიერების წესიერად შესწავლა მოითხოვეთ სკოლებში. რამე ისწავლოს იქნებ ბავშვმა, გაუნათლებელი თაობები რომ მოდის. ნებისმიერ რამით რომ მოატყუებ და უფრო და უფრო ვიღაცეების ხელში საზარბაზნე ხორცად იქცნენ ვიდრე საზოგადოებად.
მერე კიდე. აი დაფიქრდით ახლა შემდეგზე, რიგითი თბილისის სკოლა, სადაც მრავალ ეროვნული მოსახლეობაა, ქართულ კლასში სწავლობენ გვერდიგვერდ, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი და ასე შემდეგ… ამ ბოლო დროს ჩნელებიც წაგვმატებიან და ფერად კანიანებიც.
რას აპირებთ? ეგ რაც ჩამოვთვალე ლომის წილთ მართლმადიდებელი არაა. მაგ ბავშვებს ძალადობრივად უნდა მიაღებინოთ მრწამსი?
იქნებ ათეისტია ოჯახი? ცალკე სკოლები გავუხსნათ ამათ როგორც არასრულფასოვან მოქალაქეებს თუ????

თუ ე.წ. რელიგიის გაკვეთილზე მაგ მოსწავლეებს გამოჰყოფ დანარჩენი ქართველი ბავშვებისგან და მოსაცდელად დერეფანში გაყრი? ანუ უკვე კასტებად დავყოთ ჩვენი მოსახლეობა და ის მიზერული შანსი არა ქართველი ერების ჩვენთან თანაცხოვრების თუ ასიმილირების საფუძველშივე მოვკლათ? ის ბავშვები უნდა დავჩაგროთ? და მომავალში ეს რას მოგვიტანს შეგიძლიათ გაიაზროთ?

მერე კიდევ უკაცრავად შეკითხვა მაქვს. რა სახის იქნება ეგ გაკვეთილები? რა უნდა ასწავლონ? წირვები და ლოცვანი წმინდა მამების წერილებთან ერთად? და თუ რომელიმე ბავშვი ვერ აითვისებს წესიერად რაიმეს მერე ცუდ ნიშანს ვუწერთ და ვსჯით?

ანუ. ჩვენი განათლების სისტემა (არ ვამბობ რომ კარგია) მუშაობს შემდეგნაირად, არის შეჯიბრებითობა, თუ ბავშვი კარგად ითვისებს რამეს მას ჩვენ წახალისების მიზნით ვუწერთ მაღალ ქულას ხომ? თუ ვერ ითისებს დაბალს. თან მთელი იდეოლოგიური მანქანაა ჩართული აქ რომ შეჯიბრებითობა იყოს ბავშვებს შორის.
ხო და რას შვებით? რელიგიაშიც შევაჯიბროთ ჩვენი ბავშვები? რომელი უფრო კარგ მეტანიებს აკეთებს და დილა საღამოს ლოცვანს რომელი უფრო გამართულად კითხულობს მედავითნეზე უკეთ?

ცნობისთვის ერთ ფაქტორზე მოგიყვებით. სკოლაში გინდათ არ გინდათ არის შემდეგი სიტუაცია (ასე იყო ასე არის და სამწუხაროდ ასეც იქნება), ბავშვებს შორის არიან ავტორიტეტები. რომლებზეც სწორდებიან დანარჩენი ბავშვები. ეს ავტორიტეტები ჩვენდა სამწუხაროდა მაინც და მაინც ცოდნით და განათლებით გამორჩეულები არ არიან. მუდამ ძალადობრივი განხრის ავტორიტეტებზეა საუბარი. ხო და ახლა წარმოიდგინეთ ეგ მოძალადე ბავშვი რომ დარგობრივი გაკვეთილების გამო აბულინგებს სხვა თანატოლებს, იგივეს ხომ გააკეთებს რელიგიის გაკვეთილის მიმართაც? იმიტომ რომ ეს მისთვის რუტინული გაკვეთილი იქნება და არა რაღაც წმინდასთან ზიარება, მერე მაგას ხომ აყვებიან თანატოლების გარკვეული ნაწილი? რა გინდათ ანუ წინასწარ უკვე ჯოჯოხეთი უნდა გამოუ8წეროთ ზოგიერთ ბავშვს? სერიოზულად გეკითხებით.

როდესაც საქმე ეხება ლიტერატურას, ეს ბავშვები მასხრად იგდებენ მწერლებსაც, პერსონაჟებსაც და ერთიმეორესთანაც მასხრობის განხრით იყენებენ გაკვეთილის მასალას. მერე კიდევ მუდამ იყო ასე რომ ბეჯითი მოსწავლე დაცინვის ობიექტი ხდებოდა. დედიკოს ბიჭ ხარო ან გოგო… გააჩნია სქესს.

ახლა რა გინდათ თქვენ რომ იგივე გააკეთონ ბავშვებმა წმინდა წიგნებზე და წმინდა მამებზე? თუ გგონაით რომ შერცხვებათ და არ გააკეთებენ?

მიწაში დამარხავენ მთელ ჩვენს წმინდა ნაწილებს და ფურთხის ღირსად გახდიან. ეს თქვენ ზრდასრულებს გაქვთ აღქმული რომ ის წმინდაა, თორე ბავშვებისთვის ეგ გაგება არაა, თუმცა ზრდასრულების ლომის წილსაც არა გაქვთ აღქმული ეგ გატყობთ. და ბევრი ფსევდო ქრისტიანიც ვიცი მე კიდევ, მუხლებს რომ იტყავებს მეტანიების კეთებისას და სინამდვილეში კიდევ სიბილწით სავსე აქვს სული. და არვის კონკრეტულად არ განვიკითხავ, ყველამ თავის სულშ ეძებოს ჭეშმარიტება. ხო და ამ დროს რა უნდა მოსთხოვო ბავშვს?

ვინც არ იცით ისტორია, სულ რაღაც 100 წლის წინანდელ ისტორიაზე მინდა მოგითხროთ. ცარის პერიოდში დაწესდა სავალდებულო 3 კლასიანი განათლება. სადაც წერაკითხვას ასწავლიდნენ. სადაც ერთ ერთი გაკვეთილი სწორედ მღვდელს ქონდა. კი დღეს ეგ არ მოხდება რაც მაშინ იყო და უცოდინრობისთვის წკეპლით არავის გაწკეპლიან. მაგრამ… რა მოხდა როცა ცარი დაემხო და აქ ჩვენთან წითელი ეშმაკები შემოვიდნენ?

პირველი ნაბიჯი რაც გადადგა ხალხმა, მასობრივად კომპარტიის წევრი გახდა. რომელიც ამ ეკლესიას გმობდა ღიად და ხელაღებით. დამიჯერეთ ეს არ ყოფილა ტერორის შედეგი. ხალხი დააჯერეს რომ კეთილი მომავალი უნდა აეშენებინათ. მერე კიდევ მეორე რაც გააკეთეს დაერივნენ ადგილობრივ ეკლესიებს ხო? გადახედეთ იმ პერიოდის ფოტოებს. იქ რუსი სალდათები არსად არ არიან. ქართველები არიან, აქაური მოსახლეობა, რომლებიც ეკლესიებს არბევენ. და ეგ იცით ვინ არიან? აი იმ 3 კლასიანი სკოლა დამთავრებულები. რომლებსაც როგორც კი უთხრეს რომ ხსნილია, არც კი დაფიქრებულან ისე შევარდნენ ეკლესიაში იქაური სიმდიდრის მოსახვეჭად. გგონიათ ახლა სხვა მოხდება? ან მერე მთელი 70 წელი რომ ათეიზმი ბობოქრობდა, გგონიათ ეგ მართლა წითელი ჭირი იყო? ხალხმა დაუშვა თვითონ ეგ მომხდარიყო. იცით რომ 60 იანების ჩათვლით თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო ვინმე რომ მიზერულად მაინც რწმენა ჰქონოდა? მერე ნელნელა დაიწყო ხალხმა მოტრიალება ღმერთისკენ და ახლა გინდათ ისევ გაატრიალოთ?

ამავე დროს მღვდელი არ შემიძლია წარმოვიდგინო მასწავლებლის როლში. რომელსაც საათები აქვს სკოლაში. ყველანაირად დაარღვევს თავის მრწამსსაც და არსსაც. იმიტომ რომ ისევ და ისევ ბავშვები ყველა მორჩილი არ იქნება, ყველა კი არა უმრავლესობა არ იქნება. და რა უნდა ქნას მღვდელმა მერე? დასაჯოს ბავშვები? და ამით რომ უარესს იზავს? გაგონილა მღვდელმა ვინმე დასაჯოს?
იცოდეთ ეს თუ დაწესდა. ჯერ ხომ ისედაც შერყეული აქვს ამ ე.წ. ლიბერასტების მხრიდან ეკლესიას რეიტინგები და ნდობა ხალხში. მერე სადღააც 10 წელში მაქსიმუმ განმეორდება ის რაც 100 წლის უკან იყო.

მართლმადიდებლური მრწამსი არის გზა უფლისკენ. ჩემი მხრიდან თქვენთვის ამის შეხსენება არ უნდა იყოს საჭირო თუ გწამთ მართლა გულთ და არა ბაგით. ეს არაა მეცნიერება ან რაიმე სპეციალობა. ეს არის მრწამსი. ან ამ გზაზე დგახარ, ან არ დგახარ. და ამ გზაზე დგომა კიდევ არც ეკლესიაში სიარულს ნიშნავს ბოლომდე რომ იცოდეთ. სულიერად უნდა იყოთ და არა ქმედებით. ეკლესიიდანაც რომ არ გამოხვიდეთ და ყველა რიტუალი სკურპულოზურად შეასრულოთ, სული როგორი გაქვთ იმის მიხედვით განისჯებით იმ ქვეყნადაც და როგორც ვხედავ ამ ქვეყნადაც.

გაკვეთილად ქცევით, თქვენ ამ გზას დაავალდებულებთ ბავშვებს, უქცევთ რუტინად, რომელიც მათთვის სრულად ზედმეტიც აღოჩნდება. შედეგად ლომის წილად უმრავლესობისთვის ეკლესია მიუღებელი გახდება.
აიღეთ ნებისმიერი მოსწავლე, რომელსაც აქვს ტექნიკური გონება, მისთვის მიუღებელია ჰუმანიტარული საგნები, ვერ ქაჩავს ისტორიას ლიტერატურას და ასე შემდეგ. მაგრამ გადასარევად იცის ფიზიკა ქიმია და მათემატიკა. რო ამთავრებს სკოლას ირჩევს კიდეც ასეთ დარგს. სადაც არ ჭირდება ის ჰუმანიტარული საგნები.
ან აიღეთ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც კარგად ხატავენ, მღერიან, ცეკვავენ, მწერლები არიან ან პოეტები. არც ერთ მათგანს არ აქვს სკოლაში წესიერი ნიშანი ტექნიკურ საგნებში.

ახლა დაამატეთ ამას რელიგია. რა გინდათ ბოლო ბოლო რომ ამ რელიგიის სწავლთ ვინ გამოვიდეს თქვენი შვილი? ბერად აღიკვცოს, მონაზვნად თუ?

გავიმეორებ რელიგია საგანი და დარგი არაა. სკოლა კიდევ საგნების და დარგის შემსწავლელი ორგანოა.
ის რაც ჩვენთვის დღეს წმინდაა, ამ ბავშვებისთვის მომავალში იქცევა იმავე განხრის თემად როგორც ჩემს ბავშვობაში იყო პიონერთა, კომკავშირელთა და ასე შემდეგ წითელი უბედურების ფასეულობები. რომელსაც ძალადობრივად გვატენიდნენ რომ გვესწავლა. ყველამ უგულისყუროდ ვისწავლეთ და გამსახურდიას გამოჩენა მარტო მაგიტომ გაგვიხარდა ბავშვებს რომ ეგ იდიოტიზმი მოგვაშორა. დღესაც კარგად მახსოვს როგორი აღტყინებით დავხიეთ ყელსახვევები. რომლის ტარებაც სავალდებულო იყო სკოლაში ცნობისთვის. ახლა დაფიქრდით… მოვიდეს რაღაც ძალა და ეკლესია და ქრისტე დაგმოს. და თქვენი შვილები კიდევ იმავე აღტყინებით იგლეჯენ ჯვარს და ხატებს ბილწავენ… შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? წარმოიდგინეთ აუცილებლად. იმიტომ რომ მოსალოდნელია ეს და ჩემი სუბიექტური აზრით ვისაც ეგ მოუვიდა თავში აზრად, სწორედ მაგ გათვლთ რომ სამომავლოდ ეგ უნდა მოახდინოს.

ჩემი რჩევა იქნება, რელიგიის სწავლაზე კი ნუ ხართ ჩაციკლულები, გავიმეორებ, დარგის წესიერად შესწავლა მოითხოვეთ ხელისუფლებისგან რომ ადამიანები განათლებულები გამოვიდინენ.

გინდათ თქვენი შვილი ქრისტეს მორალის მატარებელი იყოს? თქვენ მიეცით მას მაგალითი. თქვენ ასწავლეთ თავად მშობლებმა რა არის ქრისტე, რა არის ღმერთი, რა არის ეკლესია და რა ფასეულობები აქვს ამ ყველაფერს. ვალდებულებიც ხართ ჩვენში დარჩეს.

სხვა მხრივ კიდევ ღმერთისკენ გზაზე ყველა ადამიანი დამოუკიდებლად დგას. რაც არ უნდა სახარება უკითხო. ის იმ გზას გაივლის რასაც თავად აირჩევს და ჩათვლის სწორად.
იმედია სწორად გამიგებთ რასაც ვწერ და არ გახდებით ახლა რომის პაპზე მეტი კათოლიკეები და მე არ დამიწყებთ გამოკიდებას რომ თურმე ქრისტიანობის მტერი ვარ.
ღმერთს ებარებოდეთ.

ღორის ქელეხი

დილა ჩვეულებრივად დაიწყო, მე და ჩემი და გავემზადეთ და უნივერსიტეტში წავედით. მე მეორე კურსის სტუდენტი ვარ, ჩემი და მე-3 კურსზეა. მიხარია სიცოცხლე, მით უმეტეს რომ ისეთ კორპუსში მიმდინარეობს დღევანდელი ლექციები, რომ ჩემი გულის სწორს შევხვდები. ჯერ არაფერი მითქვია მისთვის. სახელის და გვარის მეტი არც ვიცი მის შესახებ პრაქტიკულად. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა.

ჩავიცვი და უნდა გავიდე, ერთი ის მიკლავს გულს რომ ამ დღეებში ფეხსაცმელი გამეხა, თან ზემოდან ამოიხა ეს ოხერი. დასანახი როა მაინც და მაინც… ეჰ მეწაღეც ვერ უშველის. ახალია საყიდელი. არა და არ გინდა? რამენაირად უნდა დავმალო ფეხები რომ ცუდად არ გამოჩნდეს. ხდება ასე ხანდახან საგანი ფუჭდება. სხვა მომენტში პრობლემა არ იქნებოდა მაგრამ ამ მომენტში პრობლემაა, იმიტომ რომ მამაჩემი უმუშევრობის გამო ბოლო 2 წელიწადია თავისი სატვირთო თვითმცლელით სოფელში წავიდა, იქნებ იქ მაინც ვიშოვო რამე ფულიო. ბოლო-ბოლო მიწაზე ვიმუშავებ და საკვებს მოვიყვანო, დედა და უფროსი დაც იქაა. თბილისში როგორც სტუდენტები მარტო მე და ჩემი შუათანა და დავრჩით.

ცივი პერიოდია, ნოემბრის ბოლოა, უკვე მალე სესიები მეწყება, მართალია მზე ანათებს გარემოს და ქალაქიც საკმაოდ ლამაზია, თავისი ჟანგისფრად შეღებილი ჭადრებით, მაინც საგრძნობლად ცივა.

კარგი დღე გამოვიდა, ჯერ რომ ჩემი გულის სწორს შევხვდი… ეჰ შევხვდი რა. უბრალოდ კიბეზე გადავეყარე უნივერსიტეტში. მერე კიდე ჩემს ჯგუფელებთან ერთად კარგი დრო გავატარე. ლექციებს შორის იყო ბევრი მხიარულება, ცარიელი თავების ერთმეორეზე რახუნი და ყველაზე მთავარი, ოცნებები დიად მომავალზე რომელიც ეს-ესაა უნდა დადგეს. მართლაც კარგი დღე იყო.

სადღაც შუადღის შემდეგ მოვბრუნდი სახლში. იმ მომენტისთვის თბილისის ცენტრში ვცხოვრობდი, თუმცა სახლი საერთო ეზოში იყო განლაგებული, აი ვინც არ იცით, იტალიურ ეზოსაც ეძახიან ამას, თუმცა კი უფრო თბილისური ეზო იყო. ბევრი საცხოვრებელი ფართი რომაა ერთ არც ისე დიდ ეზოში თავმოყრილი, თავისი საერთო სამეზობლო ტუალეტით. ამ ვაკხანალიაში ჩვენ ჩვენი ფართი გვქონდა. ეზოში შემოსვლის მომენტშივე მივხვდი რომ მეზობელს რაღაც ღონისძება ქონდა დაგეგმილი. იმიტომ რომ მისი ძმაბიჭები ირეოდნენ. ერთი-ორი მისი ნათესავიც დავლანდე.

არ დავმალავ, არ გვქონდა ამ ოჯახთან მთლად კარგი ურთიერთობა. ცივი გამარჯობა გაგიმარჯოს იქეთ არც გავდიოდი მე პირადად. არ დავწვრილმანდები მაგრამ ბევრი არც ისე კარგი ამბები მახსოვდა მაგათგან. არაფერს ვიტყვი მათ მხრიდან არა ერთი მცდელობისა რომ რამენაირად ჩემი ოჯახი ეზოდან გაეგდოთ. უამრავ უსიამოვნო ამბებს ჩადიოდნენ ამის გამო. გამუდმებული დაძაბულობა ორ კარის მეზობელს შორის თუ არ გამოგიცდიათ გისურვებთ არც გამოგეცადოთ. ჩვენი მანდედან გაძევება კიდევ იმიტომ უნდოდათ რომ შემდეგ ჩვენს ფართსაც მიიტაცებდნენ, როგორც მომიყვნენ ადრე ანალოგიურად მოექცნენ არაერთ ოჯახს ამ ეზოში. რის გამოც მათ მოუწიათ ნაყიდი ფართის მიტოვება და წასვლა. ვერ მოითმინეს ასე ვთქვათ…

სასტიკად არ მიყვარდა როდესაც ეს ადამიანი მსგავს ღონისძებებს აკეთებდა. მუდამ უხერხულ სიტუაციაში აგდებდა ხოლმე ჯერ რომ საკუთარ და შემდეგ არც ისე იშვიათად ჩემს ოჯახს…

ნუ მოკლედ. ისევ რიგითი ცივი მისალმება ეზოში მყოფებთან და შევედი ჩემს სახლში. ჩემი და იქ დამხვდა. ისიც ახალი მოსული იყო უნივერსიტეტიდან.

ეჰ… ცივა სახლში. დენი არ არის, უფრო ზუსტად ჩვენ არ გვაქვს, თორე იმ ზემოთ ნახსენებმა მეზობელმა ე.წ. ლევი ხაზი გადმოჭიმა სადღაციდან. მერე ის ერთი არ ეყო, იქაც თიშავდნენ ხშირად და მეორე «ლევი» ხაზიც დაიმატა. კაი ენერგეტიკოსივით რამდენიმე დენის ფიდერი ქონდა სახლში. ჩემი მშობლები სოფელში იყვნენ მაგ მომენტში, მე კიდევ 17 წლის ღლაპმა ვთხოვე, ერთი ხაზი გადმომაყვანინეთქო, რაც საჭიროა გადავიხდითქო. აგდებულად მითხრა, მეც რომ გადმომყავს დანაშაულიაო და არ შეიძლებაო.

დენის იქეთ არც გაზი არაა, ჯერ რომ კრიზისის გამო გაითიშა ერთი მომენტი და მერე კიდევ, ერთ უბნის მეზობელს სახლის აშენება მოუნდა, რომლის დროსაც ჩვენი ეზოსკენ მომავალი გაზის მილი უშლიდა ხელს თურმე. ხო და ჯერ რომ უკანონობის პერიოდი იყო, მერე კიდევ თავად პოლიციელი გახლდათ და… ე.წ. «ნაჟოვკა» და ჯანი მისი.

ჩვენთვის ერთადერთი გათბობის საშუალება შეშა იყო. სახლში შესაბამისი ღუმელი დავდგით კიდეც. მაგრამ სამწუხაროდ შეშა ისე ცოტა გვქონდა რომ ყველაზე გაჭირვებული პერიოდისთვის ვინახავდით. აბა ამ კრიზისის გამო მანქანით ვეღარ დადიოდა მამაჩემი ქალაქი-სოფელი, შესაბამისად შეშა ვერ მოქონდა. აქა-იქა თვეში ერთხელ ჩასულს ფეხით კიდევ საჭმელთან ერთად რამდენი შეშის წამოღება შემეძლო ჩანთით? გარეთ წანწალს აზრი არ ქონდა, ჩემნაირი ოხრად დადიოდა და მთელი უბანი გასუფთავებული იყო ნებისმიერი სახის ხის ნამტვრევისგან.

— მოხვედი? მშია და რამე არ ვჭამოთ? — მეკითხება ჩემი და. თითქოს არჩევანი გვაქვს მენიუზე, შენ მიდი მხოლოდ რომელიმე კერძს თითი დაადე. კარტოფილი კი გვაქვს მაგრამ ენერგეტიკული კრიზისია, უმს ხო არ გავღეჭავთ? ლობიოც გვაქვს. მაგრამ ასევე… როგორ მოვხარშოთ?

— კი მშია მეც — რა თქმა უნდა მშია, აბა დილასაც პრაქტიკულად უჭმელი გავვარდი უნივერსიტეტში. — მიდი გააძრე ქონი და პური კიდე ხო არი, ცოტა ნიორი ზემოდან და რა გინდა «მეფური» სადილი გამოგვივა.

კიდევ კარგი ეს მაინც გვაქვს, ღორის გადამდნარი ქონი. პური კიდევ გუშინ ვიყიდეთ, მთელი დღე ვიდექით რიგში ძლივს შეგვხვდა ჩვენი პორცია. ისეა ზეგამდე უნდა გვეყოს. ანუ ამის შეჭმაც არ შეიძლება ბევრის. მთელი ჩვენი სადილი, რამდენიმე ნაჭერ პურზე გადასმული ქონის თხელი ფენა, ნიორი და მარილია.

— არ იცი ესენი რას ფუთფუთებენ გარეთ? — ვეკითხები ჩემს დას, ნუ მაინც ადრე მოსულია და იქნებ რამე იცის.

შეკითხვაზე პასუხი მიღებული არც მქონდა რომ ეზოში ალიაქოთი ატყდა, რასაც ღორის განწირული ჭყივილიც დაერთო თან. ესეც პასუხი…

მეზობელს ღორის ქელეხი აქვს.

ვიცი თქვენ ვერ აღიქვავთ ახლა რასაც ვამბობ ალბათ. საუბარია თბილისურ ეზოზე, ქალაქის ცენტრზე. კილომეტრში სპორტის სასახლე რომაა ისეთ ადგილას. და ამ მეზობელს კიდევ ღორი ყავს.

თუმცა უკაცრავად, ღორი კი არა ღორები… არა ერთი, არამედ რამდენიმე. მათ წუნწუხს მისი მეუღლე ყოველ დღე სათლით ეზიდება და ღვრის საერთო ტუალეტში. გაჭედვის შემთხვევაში კი მთელი მაგათი ოჯახი მერე ჩვენ გვეჩხუბება, თქვენი ბრალია ტუალეტი რომ გაიჭედაო, ტუალეტის ქაღალდებს ყრით შიგნით და ეგ ჭედავსო. ნუ ეს თემა ხომ მუდამ კარგი მიზეზია საჩხუბრად, ყველგან სადაც საერთო საპირფარეშოა.

თქვენ არ ვიცი როგორ აღიქვავთ ამ სიტუაციას, მაგრამ… ზაფხულში გინდა არ გინდა ფანჯარა უნდა გააღო რომ ისუნთქო ადამიანმა, ამ დროს კიდევ უბანი ყარს… იმიტომ რომ გავიმეორებ ის მეზობელი თავად ამ წუნწუხის გამტანი არაა. ეგღა აკლია, ინტელიგენტ და თანამდებობის პირს. მისი მეუღლე კიდევ მეორე ჯგუფის ინვალიდია და მაგდენი არ შეუძლია წესიერად დაასუფთავოს, გინდაც… თბილისის ცენტრზეა საუბარი.

— უფ ბიჯო, მაგრად მინდა ტუალეტში გასვლა და ვერ წარმოიდგენ როგორ მეხათრება, ამდენი კაცი ტრიალებს და გოგო გადი ახლა როგორია?

ჩვენი საერთო ტუალეტი ისეთ ადგილზე დგას რომ მთელი ეზო უნდა გადაკვეთო იქ მოსახვედრად, ანუ გინდა არ გინდა ამ შეკრებილ ხალხში უნდა გაიარო.

ააააუფ…. რა უნდა ქნას?

-ძალიან თუ არ გიჭირს ცოტა მოითმინე, ბოლო ბოლო აგერ დაკლეს კიდეც და, გააკეთებენ მაქსიმუმ 1 საათში, შევლენ სახლში და იქ იქეიფებენ. მერე წადი — ვცადე დამემშვიდებინა.

-ხუმრობ? რა მეშველება უნივერსიტეტში მაინც შევსულიყავი — ამოიკვნესა ჩემმა დამ…

ხოოო ეს პრობლემაა. ნუ მე არ მიტყდება მამაკაცი ვარ და გავივლი დემონსტრაციულად, მაგრამ ეს ხო მართლა ვერ გავა არა? ვლოცულობ მალე გააკეთონ და წავიდნენ, ნუ მეც მაინც და მაინც არ მეხატება გულზე ეგ იდეა რომ იქ გავიარო, მით უმეტეს რომ მაგ ღორის ქელეხზე მე არავინ მეპატიჟება.

ჰეჰ 1 საათიო… მარტო მომზადებას, გაპუტვას გამოშიგნას და აქნას 2 საათზე მეტი მოანდომეს. თან ეს მიდიოდა ამ მეზობლის უდღეური ღლიცინის და ღარღაცის ფონზე. თითქოს განგებ ჭიმავს თემასო. დაიღვარა ანეგდოტების მოყოლაში. აბა თავად ვითომ ინტელიგენტი როგორ იკადრებდა ამ სიბინძურეზე ხელის მოკიდებას, ამისთვის ის თავისი სოფლიდან ჩამოყვანილი ნათესავები ყავდა.

შემდეგ რაღაც მომენტში სახლში მწვადის სუნი დატრიალდა. ერთის მხრივ გამიხარდა კიდეც, მალე შევლენთქო. მაგრამ მშიერ კუჭზე როგორია ამ სუნის მოთმენა? მე ამ დროს ვცდილობ ლექციებიდან მოყოლილ საგნებზე ვიფიქრო ვისწავლო და ასე შემდეგ. თუმცა კი ბუნებრივი საჭიროება ნელნელა მეც მეძახის. ჩემმა დამ მეზობელს მიაკითხა დახმარების სათხოვნელად, ისინი ჩვენს უკან სხვა ეზოში ცხოვრობდნენ, მათთან გასასავლელი ჩვენი კარის უკან იყო. უკან მობრუნებულმა მითხრა რომ არც ისე მეგობრულად დახვდნენ. პირდაპირ არ უთქვიათო მაგრამ ქმედებებით და კონტექსტით გამოიყვანესო რომ ეგღა გვაკლია ახლა შენ ჩვენი საპირფარეშოთი ისარგებლოო… ანუ სანამ ეგენი არ შევლენ სახლში მე პირადად ან ალტერნატივაზე უნდა ვიფიქრო ან დაველოდო…

როდემდე?

სუფრა ეზოში გაშალეს. თან პირდაპირ იმ ბილიკს დაადგა მაგიდა ამ მეზობელმა რომლითაც საპირფარეშოში უნდა მოხვდე.

უკვე საღამოს 5 ხდებოდა. მალე დაბნელება იწყებოდა, მე როგორც უდენო ოჯახი ნავთის «ლამფას» ავინთებდი. ამან კიდევ გამაგრძელებლით სახლიდან ნათურა დაკიდა მაგიდასთან… ხოოოო. ანუ ეს კაი ხანი არ აპირებს აქედან წასვლას.

თან ეს მაგიდა ისე კარგად დადგა რომ გინდა არ გინდა ეზოდან გასასვლელიც თემაშია. ანუ გარეთაც ვერ წავალ მაგათ რო არ გადავეკვეთო. მე კიდევ არ მინდა გადავეკვეთო. იმიტომ რომ დავმცირდები. ცოტა ხნით ადრე მოხდა ესეთნაირივე შემთხვევა როდესაც ამ კაცმა რა თქმა უნდა მე არ დამიძახა მასე ეზოში გაშლილ მაგიდასთან, მაგრამ… მისმა თანამეინახეებმა დამპატიჟეს. მე კი უარი ვთქვი მაგრამ… არ დამავიწყდება ამ მეზობლის სიფათი, გამონათქვამები ამის პარალელურად… მეორედ მასეთ რამეში არ გავყოფ თავს საერთოდ შუა ოთახშიც რომ მომიწიოს მოსაქმება.

ისევ მეზობელი ეზო და იქედან ქუჩაში გასასვლელი. ჩავიცვი და ერთი გასვლა კაი პარტიზნივით გავიპარე. კიდე კაი იმ პერიოდში ჩვენი უბანი უდაბური იყო, ხოლო 90 იანი წლების ცნობილი შიშიანობის გამო უკაცურიც.

არ ვიცი ვინ როგორ აღიქვით ეს ტექსტი როცა წაიკითხავთ თუ რა თქმა უნდა ბოლომდე ჩაიკითხავთ.

მაგრამ წარმოიდგინეთ სადღაც 18-19 წლის ბიჭის ამბავი, რომელსაც შია და ცივა. ეზოში კი ასეთი «მხიარულებაა».

სადღაც 12 ხდებოდა მოქეიფეები რომ დაიშალნენ. ის მეზობელი ისე გამოტყვრა ინვალიდი ცოლი და სიდედრი მიათრევდნენ კიბეზე, თან ქოქოლას აყრიდნენ ბევრი დალევის გამო, ის კიდე რაღაცას ჩემთვის გაუგებარ ენაზე იქადნებოდა და გულზე მჯიღს ირტყავდა… ვიღაცეებს ემუქრებოდა იმას ვიზავ ამას ვიზავ…

მეორე დღის შუადღეზე, უნივერსიტეტიდან ახლად მობრუნებულები ვიყავით რომ ამ მეზობლის სიდედრმა მოგვიკაკუნა კარებზე. ეს ქალი სოხუმში ჩარჩა როდესაც მას რუსები იღებდნენ. მეზობელმა აფხაზებმა საბარგულით გამოაპარეს სოჭამდე და მერე იქედან ჩამოაღწია შვილთან. საკმაოდ დიდი ოდენობით ჯოჯოხეთი გამოიარა სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

გავუღე კარები მეთქი რა უნდა.

შემოვიდა. იქოთქოთა, თავისი სიძე მილანძღა გემოზე. ეგ ნაგავი, ადამიანი არ არისო. და მაგიდაზე ცელოფანში გამოკრული მოზრდილი ხორცის ნაჭერი დაგვიდო! ❤

მადლობა ღმერთს იმ დღეს დენიც მოვიდა.

ეს სიმღერა კიდე ისე უბრალოდ. განწყობისთვის

გვარის დალოცვა

ფილაური ვარ ვინც იცით. როდესაც თავის დროზე გამოაცხადეს რომ პატრიარქის კურთხევით იწყება ყველა ქართული გვარის დალოცვა, გამიხარდა, იქნებ ჩემს გვარსაც შეეხოს ეს ყველფერითქო.

როდესაც პირველი გვარი დალოცეს ეს პირდაპირითაც გადაიცა მგონი. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ასე მახსოვს რომ რაღაც რიტუალივით ჩაუტარეს კიდეც. შესძლოა ვცდები.

მოკლედ ასეა ისეა, ჩვენმა გვარმა დაიწყო მუშაობა რომ საკუთარი საგვარეულო ხატი დაგვეწერა და ამ დალოცვის რიგში ჩავმდგარიყავით.

ცალკე პრიკოლი ჩვენი გვარის უთვბოლობა იყო, ჯერ ფული ვერ აროვდა რომ ხატმწერისთვის მიგვეცა, მერე ისე მოხდა რომ რაც აგროვდა საკმარისი არ იყო, მერე კიდე ხან რაში ხან რაში დრო გაიჭიმა, მოკლედ ისე მოხდა რომ ერთი ხატი რომ დაიწერა, აღოჩნდა მეორე ხატსაც ვწერდით ჩვენ გვარზე. ერთი კახური განხრით, მეორე თიანეთური განხრით.

კაი გაიჭიმა მაგრამ ხო მაინც მოება თავი და ახლა ფილურებს ერთბაშად 2 ხატი გვაქვს, ერთი თიანეთში იდება მეორე კაკაბეთში კახეთში. ახლა გვარის დალოცვის დრო მოვიდა.

თიანეთელებს მოუგვარებიათ სიტუაცია, არ ვიცი ვინ იყო მოთავე ორგანიზტორი. მოკლედ ისე მოხდა რომ 2022 წლის 29 მაისს დაგვიბარეს სამების საკათედრო ტაძარში გვარის კურთხევააო.

დილის 10 ზე მივედით. შევიკრიბეთ კახელი თუ თიანეთელი ფილაურები. ბევრმა პირველად ვნახეთ ერთიმეორე, მოვყევით იქეთური აქეთური. თან ველოდებით როდის გვეტყვიან რომ ჩვენი გვარი უნდა აკურთხონ.

ამ დროს სამებში წირვა მიმდინარეობდა. რომელსაც მეუფე შიო ატარებდა. ვერ დავიკვეხნი რომ ფილაურებში ყველა მორწმუნეა, რა ვქნა ხევსურული წარმართული გვირევია ალბათ მაინც დიდი წილი და წირვაზე ბოლომდე დგომას უმრავლესობამ ისევ თაკარა მზის ქვეშ დგომა გარეთ არჩია. 😀

გაგრძელდა ლოდინი, გახდა 12 საათი, გამოვიდა სტიქაროსანი და შეგვატყობინა რომ სადღაც ნახევარ საათში გვარის კურთხევააო. ჩვენც შევედით ტაძარში.

კურთხევა და დალოცვა მე რაც მინახია, გაკვეული რიტუალია ყველა შემთხვევაში. მანქანა ვაკურთხებინე მამაოს, 10 წუთი ლოცვებს კითხულობდა. სახლი ვაკურთხებინე და ლამის 40 წუთი რაღაც ლოცვა წაიკითხა, მერე ყველა ოთახში ჯვარი დასვა, საკმევლის კმევის ფონზე.

ყველა დაახლოებით ამდაგვარ ამბებს ველოდებით, სანთლები მოვიმარაგეთ, როცა პროცესი დაიწყება ანთებული სანთლით ვიდგებითო.

გავიდა ნახევარი საათი. წირვა დასრულდა. შემდეგ პროცესში დაიწყო ჯერ ზიარება, მერე ზეთის ცხება, შემდეგ მეუფემ ქადაგება დაიწყო, რომლის დროსაც დიაკვნებმა კატეგორიულად მოგვიწოდეს რომ ქადაგების დროს მდუმარედ ვყოფილიყავით. მე ისედაც არ მჭირდებოდა ეს შენიშვნა. არ მახასიათებს ტაძარში ყოფნის დროს ყაყანი. პრინციპში არც სხვები ქაქანებდნენ. ელოდებოდნენ გვარის კურთხევას გულდასმით.

როდესაც მეუფე შიომ ქადაგება დაასრულა, თითქოს სასხვათაშორისოდო… აი თითქოს უი კინაღამ დამავიწყდა კონტექსტში. გადმოგვხედა ხალხს და…

—დღეს დავლოცავთ ფილაურების გვარს.

შემდეგ ხელი ისე აიქნია როგორც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, აბა ჰე თქვენ იცითო, შეტრიალდა და წავიდა.

მის მაგივრად სხვა მღვდელი გამოდიდა და ჯვარზე კურთხევის ცერემონია მოაწყო თავის ძირითად მრევლთან.

ჩვენ ფილაურები ვდგავრთ გაღიმებულები სანთლებით ხელში… ველოდებით. აი ახლა დაიწყება პროცესი და გვაკურთხებენ.

გავიდა კაი დრო, ის ჯვარზე კურთხევის პროცესიც მორჩა, ხალხი დაიფანტა. ერთმა მოგვარემ იქვე მიმავალ სტიქაროსანს ჰკითხა, ჩვენი გვარის კურთხევა როდის იქნებაო. კი მაგრამ ხო გაკურთხეს უკვეო…

ა?

ის ფრაზა იყო ყველაფერი? 😀 😀 😀 😀

უცბად უკნიდან მესმის ერთ ერთი მოგვარის უკმაყოფილო შეძახილი, ეგ იყო ყველაფერი? ე ბიჯო საკმეველი მაინც მოგვაკვამლეთ, რამე ლოცვა მაინც წაგეკითხათ… ესაა და ესა კაცო?

ვცდილობ სიცილი შევიკავო მინიმუმ მანამდე მაინც სანამ გარეთ არ გავალ. სანთელი წმინდა გიორგისთან დავანთე.

გაურკვეველი და შერეული გრძნობებით აღვსილი მთელი საგვარეულო გამოვედით გარეთ. მხრების აჩეჩვით, კეფის და კინკრიხოს ქექვით…

ხო არ შეგვეშალა კაცო? იქნებ ამის მერე იქნება, ისევ გაისმა შეკთხვა ცოტა მოშორებით მდგარი ფილაურებისგან. მაგრამ ცივი წყალი გადავასხით სტიქაროსანთან ახლოს მდგომებმა…

ხალხი ცოტა არ იყოს გულნაკლული და ნაწყენიც დარჩა. მე კი მაგრად გავხალისდი არ დაგიმალავთ. ბევრი ვიცინე ამ მომენტებზე. აი რატომ ვიდეო არ გადვიღე, ახლა სერიოზულად ვნანობ. ხალხის რეაქცია იყო გადასარევი. ყველა დარჩა გაღიმებული და გაკვირვებული.

ისე ვისი გვარიც აკურთხეს აბა მომწერეთ თქვენთან როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მაინტერესებს თქვენც 1 ფრაზა გითხრეს და მორჩა? თუ ეს ჩვენ დაგვჩაგრეს მაინც წარმართები აჯმები იქნებიან და ვერ გაიგებენო.

დამოუკიდებლობის დღე

დღეს 26 მაისია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 31 წელი გავიდა მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ.

თუმცა ჩემთვის ეს დღე ასოცირდება არა 91 წელთან, მით უმეტეს რომ გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს დღე ასოცირდება 1995 წლის 26 მაისთან. ამ დღეს მე და ჩემი 2 კლასელი, დათო და მამუკა ერთად წავედით დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ტარდებოდა. მაშინ მე 17 წლის ვიყავი.

ამ დღეს მუდამ მახსენდება ის ემოციები რაც იმ დღეს მქონდა. ის კეთილი და დადებითი გრძნობები. სიხარული და უცნაური სიტკბოთი გაჯერებული სითბო. თან გაზაფხულია ახალი დამთბარია გარემოც, თითქოს სამყაროშიც გაზაფხული იდგა ისეთი შეგრძნება მქონდა. ამავე დროს წარმოიდგინეთ 16 წლის «ფრენოლოგიის» მძიმე დიაგნოზის მქონე ბიჭუნა. რომელიც მოხვდა სამხედრო აღლუმზე, სადაც ლამაზად შეღებილი, გაკეწკეწებული სამხედრო ტექნიკა დგას, ტანკები, მანქანები, არტილერია. ლამაზ საპარადო ფორმებში გამოწყობილი გვარდიელები თუ ჯარის ნაწილები. სამხედრო მარშები. გაღიმებული ხალხი, ამ ყველაფრის შემხედვარე მხიარულად აჭყლოპინებული ბავშვები. პლიუს ამ ყველაფრის გვირგვინი. ავიაშოუ რესპუბლიკის მოედნის თავზე. ქართული ავიაცია, ჯერ ვერტმფრენები, შემდეგ კი მოიერიშე სუ-25 ების გუგუნი ჩემს თავზე… ამ მომენტში ჩემი დიაგნოზი ფრენოლოგიის განხრით კიდევ მეტად გამწვავდა…

ღმერთო რა კარგი დღე იყო… შემდეგ სახალხო სეირნობა ქალაქის ქუჩებში, მართალია არც ერთ მეგობარს გროშიც არ გვეგდო ჯიბეში რომ თუნდაც ბამბის «ნაყინი» მაინც გვეყდა, მაგრამ საერთოდაც გვეკიდა ყველაფერი. აღლუმის შთაბეჭდილება ყველა ნაყინს თუ ტკბილეულს სჯაბნიდა.

რა ძალიან კარგი დღე იყო ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის. კი გაჭირვება იყო იმ მომენტში. კი საშნელი პერიოდი იყო, ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის ღია ჭრილობები გვქონდა, მაგ მოედნიდან სულ 1 კილომეტრში ჯერ კიდევ ამ ომის კვალი იყო შემორჩენილი. პლიუს დაკარგული ტეროტორიები, უამრავი მსხვერპლი და დევნილები, რომლებიც საკუთარი მამაპაპისეული სისხლით და ოფლით აშენებული სახლებიდან გამოდევნეს.

მაგრამ ეს ყველაფერი იმ მომენტში არა თუ მე, მგონი იმ ქუჩაში გამოსულ არც ერთ ადამიანს აღარ აღონებდა. რაღაცნაირი იმედი ტრიალებდა თითქოს ცაში. რომ ეს კი არის ახლა ცუდი პერიოდი, მაგრამ არა უშავს, დავლაგდებით, სეტყვა დიდი ხანი არ გრძელდება. რაც არ უნდა ზარალი მოგაყენოს, აუცილებლად გამოიხედავს მზე და ყველაფერი დროთა განმავლობაში აღდგება. მიუხედავად ნაომარი და ერთიმეორეს მოსისხლე მტრად გადაკიდებული მოსახლეობისა, მაინც ორივე მხარეს გვქონდა სტიმული და აზრი რომ საკუთარი ქვეყანა უნდა აგვეშენებინა.

ხალხშიც ეგ იმედი სუფევდა, რომ მალე ყველაფერი დალაგდება. აი ჩვენც უკვე საკუთარი აფრები ავუშვით ჩვენს ნავზე და მივცურავთ. კი დახეული აფრებია, კი ნავს აქა-იქა ბორტი შენგრეული აქვს და წყალი შემოდის, მაგრამ ხომ არ ვდგავართ ისევ იმ ბნელ წყლებში? ჰორიზონტზე სინათლე მოჩანს და იქეთ მივცურავთ. ქარიც ზურგიდან გვიბერავს თითქოს. ყველაფერი წინაა. ბევრი სიხარული, წარმატება და ბედნიერებაა იქ განათებული ზოლის მიღმა.

ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. რამდენი გეგმები მქონდა მომავლის მიმართ.

27 წელი გავიდა მას შემდეგ. ახლა რომ ვფიქრდები ვერც კი ვიჯერებ რომ ამდენი დრო გავიდა. თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი.

ამ წლების შემდეგ მე პირადად იმედების ლომის წილი დავკარგე. ერთი ყველაზე მთავარი იმედი ის მომიკვდა რომ, აღარ ველოდები წესიერ და სწორ ცვლილებებს. დღითიდღე მხოლოდ უარესისკენ მივდივართ.

მაშინ იმ 27 წლის წინა დღეს, მართლა მეგონა რომ სამოქალაქო ომი დასრულდა. ხალხი ერთად დავდგებით, მორჩა რაც იყო იყო… ძმებიც ხშირად ჩხუბობენ მაგრამ ჭირს მაინც ერთად უდგებიან. ჩვენც ერთად დავდგებით. ბოლო ბოლო რა არის სამშობლო? ვიღაც პოლიტიკოსი? არა სამშობლო ჩვენ ყველანი ვართ ხომ? ჩვენ ხომ ისევ აქ ვართ. არ არის ის ერთი პოლიტიკოსი? არა უშავს ჩვენ სხვას ავირჩევთ, მთავარია მოვინდომოთ და ერთად დავდგეთ ხომ? ბოლო ბოლო რესპუბლიკაა და აქ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ მმართველი დროებითი ჩინოვნიკია, რომელსაც ცოტა ხანში ისედაც შეცვლი სხვა პიროვნებით. რა საჭიროა ხანგრძლივად ამის გამო ერთომეორესთან გადამტერება? მართლა მქონდა იმ დღეს იმედი რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგებოდით საკუთარი ქვეყნის ასაშენებლად.

ეჰ… არ დავდექით ერთად.

არა თუ ერთად, პირიქით უფრო მეტად დავიშალეთ. დავიქსაქსენით, გავიფანტენით…

ჯერ იყო და ის ხალხი აიბარგა, რომლებმაც შექმნეს ტერმინი, «ლიშბი აქედან წავიდე».

მაგათ მოყვა მეორე ნაწილი ხალხისა. სხვა გზა არა მაქვს უნდა წავიდე.

საბოლოოდ ქვეყანა, რომელსაც საბჭოეთში ყველაზე მეტი კვლევითი ცენტრები, სამეცნიერო დაწესებულებები თუ ფაბრიკა ქარხნები ჰქონდა ერთ სულ მოსახლეზე, საერთოდ დაიცალა ყველანაირი ინტელექტუალური რესურსებისგან. დღეისათვის 2 მილიონზე მეტი ადამიანია გასული უკვე ქვეყნიდან. ზოგს მართლა სხვა გზა არ ქონდა, ან უნდა გასულიყო რომ დამატებითი ფული შემოეტანა, ან ოჯახის წევრი მოუკვდებოდა. ზოგმა ვალები აიკიდა უაზრობების გამო და იძულებით გადიხვეწა. ზოგმა კიდევ… უბრალოდ დაიკიდა სამშობლო. შედეგი რა გვაქვს? კი ხედავთ.

კარგი წამსვლელი წავიდა. ვინც დავრჩით იმათ მაინც ხომ შეგვიძლია ერთად დავდგეთ და ქვეყანა რამენაირად გამოვიყვანოთ პრობლემებიდან და გავაერთიანოთ?

არა.. არ დავდექით და არ შეგვიძლია თურმე ერთად დგომა.

რატომ?

პირველი იმიტომ რომ პირველი პრეზიდენტის მომხრეებს რელიგიურ ასპექტში გადეზარდათ მომხრეობა და დღემდე ყველას მიმართ აგრესიულები არიან ვინც კი მცირედით მაინც აუგად მოიხსენიებს იმ ადამიანს. შედეგად ეს ხალხი არანაირად არ მონაწილეობენ ქვეყნის მშენებლობაში. იმიტომ რომ მათი კერპი არ ზის კვარცხლბეკზე. ვერ დაგიდგება გვერდში. შენ მისიანი არ ხარ.

მეორე იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტის მომხრეებსაც იგივე გზა უჭირავთ. ხალხის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის სათავეში მეორე პრეზიდენტთან ერთად მოვიდნენ 95 წლის არჩევნების დროს, რომელსაც ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი დაარქვეს და რომლის ყველა გადაწყვეტილება იმ დონეზე კოშმარული იყო რომ ხალხს მეორე სამოქალაქო ომის მოწყობაც კი უნდოდა ოღონდ კი ეგ ურდო მოეშორებინა თავიდან… ყალბი რევოლუციით მოვიდნენ სათავეში და 9 წელიწადში რაც დარჩა საბჭოეთიდან, სამეცნიერო დაწესებულებები თუ საწარმოები საძირკვლამდე დაანგრიეს ან გაყიდეს ისე რომ მათი დანიშნულება დაკარგულიყო. და ამ ყველაფერს კიდე ტელევიზიით ფუთავდნენ რომ თურმე ქვეყანას აშენებენ… და ეს დაიჯერა გარკვეულმა ფენამ და დღმდე პირზე დუჟმომდგარი ამტკიცებს რომ თურმე მიშა ქვეყანას აშენებდა და რაც ის არაა ინგრევა სამყაროო… არც ესენი დაგიდგებიან მხარში. ბოლო 9 წელიწადი რაც ეგენი არ არიან სათავეში, ყველაფერს აკეთებენ რომ ქვეყანა დაინგრეს, განადგურდეს და დემორალიზდეს მოსახლეობა.

ამ დროს უკვე მეოთხე ხელისუფალი გვყავს. აქ უკვე პრეზიდენტმა დაკარგა არსი და აზრი. უკვე ერთი ხელისუფალია და მორჩა. რომელიც ასევე ტელედაბოლების მეშვოებით ინარჩუნებს როგორც სავარძელს ისევე ხალხის აზრს რომ კარგს აკეთებს. არც ეს ხელისუფალი არ მუშაობს ქვეყნის გაერთიანება აშენებაზე. უკვე ჩრდილოვანი მაფიოზების ეპოქა დადგა. როდესაც არავინ ვიცით ვინაა სინამდვილეში ნებისმიერი პროცესის უკან. თან იმ წინა ხლეისუფლების ნარჩენებიც არ არიან დასჯილ განადგურებულები როგორც წესით იმსახურებდნენ, შესაბამისად არჩევნებში ახალი ვინმეს არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი მისიაა მოსახლეობისთვის. თანაც ვინც გინდა მოვიდეს აქაც გაჩნდნენ უკვე ისეთივე კერპთაყვანისმცემლები, რომლებსაც მისხალი კრიტიკა არა აქვთ საკუთარი კერპის მიმართ. არც ესენი დადგებიან ერთად სხვებთან თუ კი მათი კერპი მოძვრება.

ამათ ემატებათ უკვე რელიგიის მსახურების ინტერესებიც, რომლებსაც თურმე მეტი შემოსავლების, ძალაუფლების და ხალხზე უპირობო ბატონობის გამო მეფე უნდათ… ეს ცალკე კერპთაყვანისმცემლური კასტაა, რომელიც უფალ ღმერთს სვრის თავის შავბნელ და ბინძურ პოლიტიკაში. არც ესენი დაგიდგებიან გვერდში. იმიტომ რომ ასევე მათი კერპი არ დევს კვარცხლბეკზე, შენ კი თუ მათი კერპი არ გინდა ესე იგი მისიანი არ ხარ.

აქვე როგორ არ აღვნიშნო მონური მენტალიტეტის მქონე ხალხი. ქვეყანა რომელიც თავისუფალი ადამიანის ნებით უნდა იმართებოდეს, გადავსებულია მონური მენტალიტეტის ხალხით. ზემოთ ნათქვამ კერპებზე არ მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, აქ ეროვნულ მონობაზე ვსაუბრობ. ხალხი რომელსაც სურს რომ იმ მონობის უღელს დაუბრუნდეს რომელსაც ასე ტანჯვა წამებით და სისხლით გამოვექეცით იმ 31 წლის უკან.

ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად იმ 28 წლის წინა 26 მაისს თუ კი მსგავსი ხალხი იარსებებდა ქვეყანაში რომ მოსისხლე მტრის რუსეთის მხარეს დაიჭერდნენ. არ მეგონა რომ ვინმე იქნებოდა ისეთი, რომლისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა საძულველი გახდებოდა და უკან რუსეთის უკანალისკენ გაქაჩვას დაიწყებდა. მაგრამ არიან და თან რამდენი… თან ზოგიერთმა კონსერვატორი დაირქვა… ანუ რა იდეოლოგიის კონსერვატორობაზეა საუბარი? ალბათ კომპარტიის ან Боже храни царья? ვერ ვიგებ რატომ უნდა დაუჭირო მხარი მოსისხლე მტერს? გაამართლო ყველა მისი ქმედება და ტაში უკრა? თან ეს ყველაფერი ეროვნულ იდეოლოგიად მონათლო? არ მესმის. არც ე.წ. პროდასავლურები დაგიდგებიან გვერდში, ერთი ჯოხის ორი ბოლოა რუსეთის და დასავლეთის მიმდვრები. ორივეს მონური მენტალიტეტი აქვთ. ორივეს უპირობოდ უნდა იყოს სხვისი მონა. ერთია ოღონდ რომ ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება რომ გინდათ, იცით მაინც რომ მეგობრად მონას არავინ დაისვავს? როცა საკუთარი ინტერესის დაცვა არ შეგიძლია და არ გინდა… არავისაც არ ჭირდები. იმ ნატოში და ევროკავშირში რატომ არ გვიღებენ? სწორედ იმიტომ რომ იქეთ დასაცავები ვართ. ეგ გაერთიანებები ერთომეორეს დასაცავად შექმნეს და არა ჩვენნაირი უდღეური საზოგადოებების მცველად.

არც ეს ხალხი არ დადგება რა თქმა უნდა ქვეყნის სადარაჯოზე და სამშენებლო მოედანზე.

აღარაფერს ვიტყვი ვაქსერი ანტივაქსერი ვითომ ძალად კონსპიროლოგებზე, რომლებმაც ერთმეორე გადაჭამეს 2 წლიანი იდიოტიზმის პერიოდში და დღემდე სიძულვილს აფრქვევენ ერთიმეორეს და ყველას მიმართ… ესენი დადგებიან ერთად?

ამ ყველა შემთხვევაში რაც განვიხილე, თუ კი თქვენ არ ხართ მათიანი, ისინი მოსისხლე მტრად გიღებენ. ნებისმიერი მცირედ განსხვავებული აზრის გამო მტერი ხდები. უბრალოდ ამ მომენტში არაა იარაღის ხელში აღება შესაძლებელი, მაგრამ როგორც კი რამე მოხდება, ეგრევე ზურგში დანას გაგიყრიან ყველანი სათითაოდ. ვიცი ამას ვინც წაიკითხავს ყველა გამლანძღავს. იმიტომ რომ ყველას ეხება… მაგრამ რა ვქნა რომ ასეა?

სიმართლე ვთქვათ მე მკიდია, მლანძღეთ და იყავით. ბევრჯერ მითქვია და გავიმეორებ. მე რა… თქვენ იკითხეთ ვისაც შთამომავლობა გეზრდებათ. თქვენ არც ერთი არაფერს არ აკეთებთ რომ ეს წუმპე რამერნაირად მოაშთოთ და წესიერი მომავალი შეუქმნათ შვილებს.

მომავალი… რა გვაქვს მომავალი?

არ ვიცი. არ შემიძლია ვიფიქრო მომავალზე. რა ვიფიქრო? როგორ სიკეთეს ველოდო საზოგადოებაში სადაც თეთრს და შავს ვერ არჩევს ძირითადი მასა, საკუთარი კუჭის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების იქეთ ვერაფერს ვერ ხედავენ. გვაქვს კი მომავალი? ფაქტია რომ გავჩერდით და აღარ ვვითარდებით. აი გამახსენეთ რომელიმემ ბოლო 5 წელში დაწერილი რამე ახალი სიმღერა. კულტურა მოკვდა საქართველოში. ის ხალხი ვინც მწერლობა დაიბრალა ისეთები არიან მათი შემხედვარე ნამდვილი მწერლები სამარეში ბორგავენ.

ამ მომენტში მე ჩემს ერს ვხედავ არა როგორც მეომარ განვითარებად საზოგადოებას, არამედ როგორც უკვე გარდაცვლილ და ხრწნაში წასულ ლეშს. რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ყროლდება… რომელიც ელოდება ვინმე მხსნელს რომ სამადლოდ მიწა მაინც მიაყაროს.

სული დამეღალა ამ ყველაფრის შემხედვარეს.

ეჰ… რა ლამაზი და რა კარგი დღე იყო იმ 27 წლის წინ. ნათელი მშვიდი. თბილი ტკბილი. იმედებით სავსე…

ის აფრებდახეული და ბორტშენგრეული ნავი მაინც ტივტივებს და არ ჩაძირულა ჯერჯერობით… კი ანძები მოახერხეს, ზედა გემბანიც აყარეს, ზამთარში უნდა გავთვბეთო. აფრები გაყიდეს რომ სასმელი ეყიდათ… ტრიუმში კი უამრავი ზემოთ ჩამოთვლილი ხალხის წარმოამდგენელი დგას და ნაჯახებით ფსკერს ჩეხავენ. მაგრამ მაინც არ ჩავიძირეთ… ჯერჯერობით ისევ ზედაპირზე ვართ და ჰაერს ვსუნთქავთ. აქა-იქა გვერდზე მიმავალი გემისგან წარმოქმნილი ტალღები შეგვარყევს ხოლმე და ტრიუმში ჩამდგარ წყალს ახალ პორციას ამატებს… მაგრამ მაინც არ ჩაიძრა, იმიტომ რომ ის ხალხიც დავრჩით რომლებიც დაკაპიწებული ხელებით ვხაპავთ ამ ჩამოსულ წყალს როგორც შეგვიძლია, თან ვცდილობთ ეგ ნაჯახიანი ნაბიჭვრები შევაფერხოთ მაინც…

იმედია მოგვემატებიან ხალხი რომლებიც ამ ნავს გადაარჩენენ. ღმერთო გვიშველე!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს.

რუსეთ უკრაინის ომი

2022 წლის 24 თებერვალი იყო როდესაც დილას კოშმრული ამბები დამხვდა ინტერნეტით. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ფართო მასშტბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩემთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. არ დაგიმალავთ რომ ბოლო მომენტამდე მეგონა რომ ეს არ მოხდებოდა. ვერ წარმოვიდგინე რომ ასეც შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ…

მოკლედ არ გამოვა სათქმელი, ამიტომაც თუ დიდი ტექსტების კთხვა გეზარებათ ეს ბლოგი თქვენი ადგილი არაა.

ომის მსვლელობისას მე პირადად უამრავი შეკითხვა გამიჩნდა. ძალიან უცნაურად განვითარდა სიტუაცია პირველივე დღეებიდან. თუმცა უცნაურად ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ომამდე მიმდინარეობდა. მაგრამ მოდით ნაბიჯ ნაბიჯ მივყვეთ და აბა რა გამოვა.

მოდი თავიდანვე გეტყვით რომ მე არ ვარ სმხედრო ექსპერტი. არც მაქვს ამის პრეტენზიები რომ რასაც ვამბობ სწორი გამართული აზრია. უბრალოდ ლოგიკურად ვცდილობ (რამდენად გამომდის ცალკე თემაა) ვიაზროვნო. მე აქ ვწერ სუფთად ჩემს სუბიექტურ აზრს. რომლის სისწორეზე პრეტენზიები არ მაქვს.

წარმოიდგინეთ ახლა ჩემი რიგითი ობივაწელის რეაქცია, როდესაც 22 წლის დაწყების მომენტიდან ყოველ დღე ვუყურებდი სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს, სადაც ამბობდნენ რომ რუსეთი აპირებს შეიჭრას უკრაინაში. ყველა ვისც არ ეზარებოდა ამაზე საუბრობდა. თვით მძინარე ჯოსაც კი ათქმევინეს სუფლიორებმა არა ერთხელ რომ რუსები აპირებენ უკრაინის დაყრობას. ანუ საუბარია იანვარი, თებერვალი თვეებზე. მე მანამდე არ დავკვირვებივარ, მაგრამ ამბობენ რომ 2021 წლის ნოემბერ დეკემბერშიც იყოო ამ თემებზე საუბარი უცხოურ საინფორმაციოებშიო.

პარლელურ რეჟიმში რუსეთმა და ბელორუსიამ ერთობლივი და მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. რუსეთის არმიის ნაწილები გადავიდნენ ბელორუსში და იქ ატარებდნენ წვრთნებს, მეორე ნაწილი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოგროვდნენ. ასევე გადახალისდა და შეივსო ყირიმში განლაგებული სამხედო ნაწილები. ამ ყველაფრის პარალელურად ცხენისთავა ლავროვი და სხვა მაღალჩინოსნები დაგინებულივით იმეორებდნენ რომ არანაირ ომს არ აპირებდნენ. უბრალოდ წვრთნებიაო და დასავლეთს კიდევ პარანოია შეეყარაო.

ერთის მხრივ რომ დავფიქრდი სერიოზულად არ აწყობდა ეს ომი სწორედ რუსეთს. ყველანაირად ეკონომიკურად დაზარალდებოდა. მეთქი ასიანი გლობალისტური თამაშია და რაღაც შედეგების დადება უნდათ თქო. მოგეხსენებათ ეს პლანდემია არ დასრულდა ჯერ. ეტყობა ვერ მიიღეს საჭირო ეფექტი ეკონომიკის რღვევის თქო. ხოდა ამით ცდილობენ რამენაირად დაძაბულობა შემოიტანონ თქო.

იმედი მქონდა, მეგონა… ან უფრო მინდოდა რომ ეს არ მომხდარიყო.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო.

თან გამოვიდა პუტანა და ილაპარაკა ეს…

როცა მოვისმინე ეს ყველაფერი ყბა დამვარდა. მოუსმინეთ რეებს მიედ მოედება? მიზეზი თავდასხმის იმ დონეზე აბსურდული და ბუნდოვანია რომ ვერ გაიგებ ბოლო ბოლო რატომ დაესხა თავს. თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალეს, ვითომ ბიოლაბოატორიებია და მანდედან აპირებდნენ თავდასხმასო. ჩვენ დავასწარითო. აი ეს ძალად დიქტატორი ბაწკაც მაგას ამბობს.

თუნდაც დილეტანტი იყო, გინდაც მიზერულად საქმეში ჩახედული, მიხვდები რომ რაღაც მავნებლობასთან გაქვს საქმე. მთავარია რუსოფილი არ იყო და ნებისმიერ რუსულ განავალზე არ იძახოდე ვანილის ნაყინიაო.

რა დენაციფიკაცია? რა ფაშისტები? რა ენას კრძალავენ? 21 საუკუნეა, არანაირი ინფორაცია არ იმალება არსად. ან ვინ საუბრობს ენის აკრძალვაზე? რუსები? რამდენჯერ აგვიკრძალეს ჩვენ ენაზე საუბარი? და ადრე კაი იმპერიალიზმი იყო ცარი მართავდა. დღეს რომ იგივეა? აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიებზე რომ ქართული საუბარი და განათლებაა აკრძალული? ვისზე ლაპარაკობენ?

ყველაზე კომედიური ბრალდება და მიზეზი ომის დაწყების, რომ არა უამრავი მსხვერპლი და სისხლის კალო, მართლა სასაცილო იქნებოდა. დღევანდელი უკრაინის პრეზიდენტია ვოლოდიმერ ზელენსკი (ესეც ვოვა როა). ამ ტიპის წარმომავლობას არ იკითხავთ? ებრაელია. ეროვნებით ებრაელია. რომელსაც ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი სანათესაო ამოუხოცა. და ებრაელს აბრალებენ ფაშიზმის მხარდაჭერას? დილეტანტური ცოდნაც არაა საჭირო, ისედაც გასაგებია რა დონის სირობა ბრალდებაა.

ან ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს (ცნობისთვის ომიც არ გამოაცხადეს), ოფიციალურად ომი არ მიმდინარეობს რომ კითხო ამ ორ სირთყვას. ხო და ამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს როგორ გამოარჩევენ ვინაა ნაცისტი? ყველა ვინც უკრაინულად დაილაპრაკებს ეგ გამოვა ნაცისტი და რას აპირებენ? მთელი უკრინის დახვრეტას?

ასეც წავიდა საქმე. ყველა ქალაქში თუ სოფელში სადაც ეგ ორკები შევიდნენ მოაწყვეს სისხლიანი კალო. ქალაქი ბუჩა გამორჩეულია ამ თემით, თუმცა მარტო ბუჩა არა, ირპენიც და ამ ბოლო დღეებში კიდევ ბოლომდე ჯერ ვერ აღებული მარიუპოლიც. აქ მაინც როგორც ფიქრობენ უკვე 25 000 მდე მშვიდობიანი მოსხლეა მოკლული რუსების მიერ.

ბუჩაში პრაქტიკულად ნადირობდნენ მშვიდობიან მოსახლეებზე რუსები. ისე უბრალოდ, როგორც ცხოველებზე. არ დაინდეს არც ბავშვები არც ქალები არც მოხუცები. გააუპატიურეს ყველა ვისი გაუპატიურებაც შესძლეს. ბოდიში და ვისედაც აუდგათ. თან მერე ყველა გაუპტიურებული მოკლეს. წამებით!!! ნაწილი თუ დამარხეს მეორე ნაწილი მთლად დაიკიდეს და პირდაპირ ქუჩებშივე მიატოვეს. თუ ვინმეს არ გინახაით ეს ფოტოები ნახეთ. ბოდიშით ცუდი და ნეგატიური დასურათებისთვის, მაგრამ ეს მოხდა…

ეს კოშმარი კადრები ძალიან ბევრია. დაუნდობლად მოიქცნენ. ხელებს უკრავდნენ და მერე ხვრეტდნენ. არაფრის გამო. ისე უბრალოდ.

ფაშისტები რასაც აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს იგივე საქმიანობით დაკავდა დღეს რუსეთის არმია უკრაინაში. არა და ერთი გენის მატარებელი ხალხია. ენაც თითქმის ერთი აქვთ.

დიახ რუსეთი დღეს მკვლელი და მოძალადე ფაშისტია. ერთად ერთი ვარიანტი დღეს ჩემი აზრით მაგ სიტუაციის მოგვარების, რუსეთში ხელისუფლების შეცვლაა, მის ადგილზე წესიერი დემოკრატიული პრინციპების მქონე ვინმე პიროვნების დასმა, რომელიც პრაქტიკულად ძალადობრივად აიძლებს რუსეთს სწორი წესით ცხოვრებას. დასჯის ყველა ამ სამხედრო დამნაშავეს მთავრობის წევრებთან ერთად. შემდეგ წლების განმავლობაში მიყენებული ზრალის ანაზღაურების მიზნით რეპარაციებს გადაუხდის უკრაინასაც და საქართველოსაც. მაგრამ ვხვდები ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ ფასეული შემსრულებელია ეგ პუტინი გლობალისტების ხელში. ამაზე მოგვიანებით..

მაგრამ… ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაქვს შეკთხვები უკრაინის ხელისუფლებასთან. ომის დაწყების მერე პრაქტიკულად ყველა ვისაც არ დაეზარა გააპიარა ზელენსკი. ახალი ეპოქის გმირად წარმოაჩინეს. როგორც მოგეხსენებათ ეგ ტიპი არის მსახიობი. კომედიანტი თან და არა რამე სერიოზული, კავეენიდან მოდის. გაპიარება არაა პრობლემა. მასე სტალინსაც აპიარებდნენ დასავლური მედია საშუალებები ომის დროს. დაჩაგრული ქვეყნის ლიდერს ყველა აპიარებს.

მაგრამ აქ სხვა რამეა თემა. არ ამქვს პრეტენია ამ პიარკამპანიაზე. მე პრეტენზია კონკრეტულად ხელისუფლებაზე მაქვს. თუ კი მე აქ საქართველოში მჯდომი რიგითი ობივაწელი ვიყავი საქმის კურსში რომ უკრაინასთან ომი იწყება. ნუ კი ბატონო არ მჯეროდა მაგრამ ხო მესმოდა? შენ იქ კიევში ნომერ პირველ სკამზე მჯდომი რითი იყავი დაკავებული? რა გააკეთე იმისთვის რომ ან ომი არ დაწყებულიყო, ან წესიერად რატომ არ დახვდი მტერს? წესით შენ პირველ სკამზე მჯდომს ხომ უფრო მეტი და დაზუსტებული ინფორმაციები უნდა გქონოდა ვიდრე მე რიგით ობივაწელს? ხომ იცოდი რომ რუსული არმია დგას ბელორუსშიც, აღმოსავლეთშიც და დონბასშიც კი შემოჭრილია უკვე ნაწილობრივ? რა აკეთე? ფლავი ჭამე?

აი ეს არის შემოჭრის დროს რამდენიმე დღეში რუსების მიერ დაკავებული ტერიტორია.

თუ ვერ აღიქვავთ რა ხდება, რუსეთი ორი მხრიდან შემოვიდა ჩრდილოეთით. ერთი ამოსავლეთის შეტევის ხაზი ქონდა და ერთი სამხრეთიდან. ყირიმიდან ამობრგდნენ.

ახლა უყურეთ. ჩრდილოეთით, ბელორუსიაა, იქედან კიევამდე 2 გზა მოდის, ერთი ჩერნობილის გავლით მეორე ჩერნიგოვოს გავლით. პირველ შემთხვევში 150 კილომეტრზე მეტია მანძილი მეორე შემთხვევსი 208 კილომეტრი. ეს ოღონდ ავტობანით. საომარ მდგომარეობაში, როცა თუნდაც მინიმალური წინააღმდეგობაა, შეტევზე მყოფ ჯარს შეუძლია ასეთი მანძილი დაფროს კარგ შემთხვევასი 1 თვის განმავლობასი.

რუსულმა ჯარმა 2 დღეში დაფარა ეს მანძილი!

ეს ნებისმიერი განხრით ნონსენსია.

რატომ?

იმიტომ რომ გამოდის ამ მიმართულებებზე კაციშვილი არ ყოფილა კენჭი მაინც რომ ესროლა რუსული არმიისთვის. მთელი ჯარი დამწკრივდა და პირდაპირ ავტობანზე დააწვა მაქსიმალური სიჩქარით და ისე ჩავიდა კიევამდე. კიდე ნელა უვლიათ რომ არ დაგიმალოთ, იმ დღის საღამოსვე კიევთან უნდა ყოფილიყვნენ…

რანაირად?

ასევე ყირიმიდან ამოსულ ჯარებს აბსოლუტურად არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდათ ისე მივიდნენ ხერსონამდე და მარიუპოლამდე. არა და თუ რუქას დაკვირდებით საკმაოდ ვიწრო ყელი აქვს ყირიმს, მაგ ტერიტორიის გამაგრება ძალიან მარტივია. ვერანაირად ვერ გადმოვიდოდა მანდ 1 მანქანაც კი თუ კი წეიერ თავდაცვით ზღუდეს გააკეტებნენ.

ასევე შეკითხვებია ავიაციაზე, როგორ მოახერა რუსეთმა და აეროდრომზევე გაუნადგურა ავიაციის საკმაო ნაწილი უკრაინას, ისე რომ აფრენაც ვერ მოასწრეს, ყველაზე მტკივნეული მაინც მსოფლიოს ყველაზე დიდი თვითმფრინვი მრია იყო რომ დაწვეს გოსტომელის აეროდრომზე რუსებმა.

მრია.
ასე გვერდიგვერდ დაახვედრეს მთელი ავიაცია უკრებმა თავდასხმის ღამეს.

პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ იგივე გაუკთა რუსეთმა უკრაინას რაც გერმანიამ საბჭოეთს, პირველ დღეებში ცნობისტვის 1500 მდე თვითმფრინავი დაუწვეს გერმნელებმა პირდაპირ აეროდრომზე საბჭოთა კავშირს. მაშინაც სტალინმა კარგად იცოდა რომ ომი იწყებოდა. მაგრამ არაფერი მოიმოქმედა. აეროდრომზე მაინც რომ გადაენაწილებინა გინდა სტალინს გინდა ზელენსკის მანქანები ისე რომ დაბომბვის შედეგად ყველა ერთი ბომბით არ დამწვარიყო. არა… მიჯრით დალაგებული მანქანები ერთი აფეთქებით დაიწვნენ. მაშინაც ახლაც

ასევე მოხდა დაბომბვა კიევის ოლქის ყველა სამხედრო ნაწილის და სამხედრო საწყობისა. რის გამოც უკრაინულ არმიას ამ მომენტამდე ჭურვების დეფიციტი აქვთ.

გავიმეორებ მე არ ვარ სამხედრო ექსპერტი. არც მაქვს პრეტენზია რომ რასაც ვამბობ სწორად ვამბობ თქო.

მაგრამ ჩემს მოკრძალებულ აზრს მაინც ვიტყვი, ანუ როგორ მოვიქცეოდი ზელენსკის მაგივრად.

პირველი აუცილებლად დავიწყებდი მოლაპრაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ჯერ კიდევ იანვარში დავიწყებდი მოთხოვნებს რომ თავად დიადი პუ მწვეოდა კიევში, ან მე მოვითხოვდი მასთან ჩასვლას.

მეორე. როგორც კი ამხელა ჯარს დავინახავდი ბელორუსში, ყირიმში და აღმოსავლეთ საზღვრებთან, ქვეყანაში გამოვაცხადებდი საგანგებო სამხედრო მდგომარეობას. გამოვაცხადებდი მასობრივ მობილიზაციას. ანუ იმას რაც ომის დაწყების მერე გაკეთდა. ეს შესაძლოა ყოფილიყო საკმაოდ კარგი მოტივი რომ რუსეთს ომი არ დაეწყო. ერთი თემაა მოუმზადებელ ქვეყანას რომ თავს ესხმი, რომელიც წინააღმდეგობას სათანადოდ ვერ გაგიწევს და მეორე თემაა კიდევ თვდასხმას რომ აწყობ იარაღში ჩამჯდარ და ომის მომლოდინე ქვეყანაზე. ასპროცენტიანი დიდი მსხვერპლი და ომის წაგების მეტი შანსი რომ გაქვს.

მერე კიდევ აუცილებლად მოსაწყობი იყო თავდაცვითი ზღუდეები ყირიმთან, აღმოსავლეთ და ჩრდილოეტ მიმართულებებზე. სადაც აუცილებლად იქნებოდნენ ჯარის ნაწილები განთავსებული.

საჭურველი უნდა გადანაწილებულიყო სხვადასხვა მიწისქვეშა საცავებში. უამრავი სარაკეტო შახტები დარჩა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოეთის დანგრევის შემდეგ უფუნქციოდ არიან მიტოვებულები, იმიტომ რომ ეგ რაკეტებიც და მისი ქობინებიც უკრაინას ჩამოართვეს. ხო და საკმაოდ კარგი ნაგებობები კი არიან ეგენი იმისთვის რომ საჭურველი დაიცვა მტრის დაბომბვებისგან.

ასევე საჭირო იყო ზედმიწევნით დაცვა მთელი რადიოლოკაციური სადგურებისა. უნდა ომხდარიყო მთელი უკრაინის ტერიტორიის მაქსიმალურად ათვისება ჰაერ და რაკეტ საწინააღმდეგო სისტემებით. ისე რომ ჩიტსაც ვერ გაეფრინა გაუკონტროლებლად

ამასთან ერთად რატომ უკრაინამაც არ ჩაატარა ფართო მასშტბიანი სამხედრო წვრთნები რუსულის პარალელურად? პლიუს უნდა მომხდარიყო საშტაბო წვრთნა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა არსებული რეალობის გაანალიზება და საფრთხეების გაწერა საიდან რა იყო მოსალოდნელი, თავისი კონტრ პასუხებით.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 წელია უკვე მიმდინარეობს ომი უკრაინაში. 8 წელი საკმარისზე მეტი დროა იმისთვის რომ წესიერი სამხედრო მრეწველობა იქონიო. მიშამაც კი… მიშამაც კი გარკვეული სამხედრო სამრეწველო კომლექსი შექმნა, დიდი არაფერი მაგრამ რაღაცას ხომ ვაწარმოებთ? უკრაინას საბჭოეთის დაშლის შემდეგ დარჩა პრაქტიკულად ყველაფერი, ტანკების, ავიაციის, გემების წარმოება. რაკეტების წარმოება. ყველა ტიპის შეიარაღების წარმოება. 8 წლის განმავლობაში თუ რომელიმე ქარხანა არ ფუნქციონირებდა წესიერად, რატომ არ გააკეთეს ისე რომ ნაწილობრივ მაინც აემოქმედებინათ ეს ყველაფერი?

ომი დაიწყო და 2 დღეში ზელენსკის ტირილმა შეძრა მთელი მსოფლიო მბომბვენ და დამეხმარეთო. ტყვია წამალიო ავიაციაო მანქანებიო ყველაფერი დამინგრიეს და დამიწვესო…

აი თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ეჭვი მაქვს რომ სერიოზულ ღალატს აქვს ადგილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამიტომაც არ დახვდა ჯარი ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებს. ამიტომაც მთელი ავიაცია მიჯრით დაახვედრა რუსულ რაკეტებს. ამიტომაც ამდენი გაფრთხილების მიუხედავად არაფერი არ მოიმოქმედეს რომ რამენაირად მტერს წესიერად დახვედროდნენ.

ამიტომაც მიიღეს ბუჩა, ირპენი და მარიუპოლიც…

როგორც ჩანს მართლა 3 დღეზე იყო გათვლილი ეს ომი. აგერ ამხანაგი ბაწკა ამას ამბობს სოლოვიოვთან.

ომში რუსების მხრიდან შეყვანილი ძალების რაოდენობაც ამაზე მეტყველებს. იგივე უკრაინას რა ძალები იღებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს თუ იცით გინდა გერმანიის გინდა საბჭოეთის მხრიდან, მინიმუმ 1 მილიონი ჯარია საჭირო რომ ისეთი ზომის ქვეყანა როგორიც უკრაინაა დაიპყრო. კიევში რომ შეხვიდე და დაიკავო მინიმუმ 200 000 კაცია საჭირო. ამ დროს რა სიტუაციაა დღეს? სულ 50 000 კაციანი კონტიგენტით შედის რუსეთი უკრაინაში და ეგრევე კიევამდე მიდის.

რატომ? შემთხვებით გარიგებული ხომ არ იყო სიტუაცია როგორც 2008 წელს აქ? აბა რატომ ყბედობს ეს იდიოტიც 3 — 4 დღეზე და რატომ შეყავს ყველანაირად მცირე ჯარი რუსსაც? არ ვიცი მწვანილას რა გარანტიები და დავალება ქონდა გლობალისტი ხელისუფლებიდან, ერთია რომ ფაქტია, ომის მიმდინარეობა მაგის მაგისი ადმინისტრაციის დამსახურება არანაირად არაა. აზოვის ხალხის ხელშია როგორც ვხვდბი ამ პერიოდში მთელი ომით მართვა. პლიუს უკრაინელმა ხალხმა არ მიიღო რუსეთი. როგორც ელოდებოდნენ რომ უკრაინელები ჩვენს მხარს დაიჭერენო. ფაქტია არ დაიჭირეს. უკრაინელებს ვინ ჩივის, თავად რუსი ეროვნების უკრაინის მოქალაქეებმაც დაიკავეს იარაღი ხელში და შემოჭრილ მტერს ეომებიან. ფაქტია რომ უკრაინელებს ომი შესძლებიათ და ყოევლ დღეც გვაჩვენებენ ამას რომ ეს ასეა ხო? მას შემდეგ რაც გაიღვიძეს ბოლო ბოლო, აიღეს იარაღი და…

ერთია რომ გლობალისტებსაც აწყობთ ეს დიდი ომი. რაც მეტად გაიჭიმება კიდევ უკეთესი მათთვის. ამიტომაც არც რუსეთს დააჩოქებენ ბოლომდე და უკრაინასაც დაეხმარებიან რომ გამწვავდეს ამბები. ერთის მეშინია რომ ომი შესაძლოა ბირთვულით გაგრძელდეს რაც საკმაოდ გაამწვავებს და გაართულებს მდგომარეობას როგორც ეკოლოგიის მხრივ ისე პოლიტიკურად და სოციალურადაც.

თან ეს ყველაფერი ძალიან გავს აპოკალიფსის 4 მხედრის ისტორიასაც. აბა გავიხსენოთ რა იყო იქ ნათქვამი?

პირველი მხედარი ავადმყოფობაა ხო? ეს პლანდემია ხომ არის ავადმყოფობა?

მეორე მხედარი ომია ხომ? აჰა თქვენ ომი. რომელსაც თან აქვს შანსი რომ მსოფლიო ომად იქცეს.

მესამე მხედარი რა არი? შიმშილი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მსოფლიო სასოფლო სამეურნეო ქვეყნებს შორის 2 მსხვილი მოთამაშე უკრაინა და რუსეთი, რომლებიც ერთ ერთი ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე მარცვლეულის, თამშიდან გადიან. ერთი იმის გამო რომ ცეცხლი უკიდია, მეორე იმიტომ რომ სხვას ცეცხლი წაუკიდა და სანქციებით ვაჭრობა აუკრძალეს. ეგეც შიმშილი.

მეოთხე რა არი? სიკვდილი. რუსეთი ღიად იმუქრება ბირთვულს გამოვიყენებო. დასავლეთიდან უთხრეს რომ თუ კი რადიაციულ შლეიფს მაინც დავინახვთ რომ მუხტავ რაკეტებს ბირთვული ქობინითო, ჯერ პრევენციულ დარტყმას მოგაყენებთო და თუ მოახერხეთ და მაინც სადმე ბუთქეთ რამე, გარანტირებულად ელოდეთ საპასუხოსო.

ხო და შედეგებზე თავად იფიქრეთ…

მოკლედ არ ვიცი… ჩემთვის როგორც ყოველთვის ბევრი რამე გაუგებარია. აქ დასმული შეკითხვებიც რა თქმა უნდა ჯერ ჯერობით უპასუხოა.

ასევე უპასუხოა ის შეკითხვა იმ ქართველი ხალხის მენტალიტეტზე, რომლებიც დღეს რუსეთს ამართლებენ და მხარს უჭერენ. რატომ? კარგად ვერ დაგვბომბა და ვერ აგვოხრა? კიდე მეტი აოხრება გვინდა? რატომ უჭერ მხარს მოსისხლე მტერს, რომელიც ამავე დროს ყველაფერს იტყუება?

არ ვიცი… თუ ვინმემ იცით რამე აბა დამიწერეთ, რა თქმა უნდა აქამდე თუ მოხვედით 😀

საზოგადოების მართვა დეზინფორმაციით. ანუ ხიმტრეილით გაფრქვეული 5ჯ

ვიცი რასაც ახლა დავწერ დიდი გამოვა. ბევრს დაგეზარებათ წაკთხვა. მაგრამ კარგი იქნება თუ წიკითხავთ. იმიტომ რომ ამ მომენტში მრავალი დეზინფორმაციაა გვრცელებული ერში, რომლის მეშვეობითაც გარკვეული ძალები ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც მართავენ სიტუაციას.

ამ თემის წაკითხვის შემდეგ თუ კი თქვენ მაინც არ შეიცვლით თქვენს დამოკიდებულებას ზოგიერთი ინფორმაციის მიმართ და იგივე აზრზე დარჩებით, ესეიგი საქმე გვაქვს რამდენიმე ვარიანტთან. ან თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ აღქმასთან დაკავშირებით. ან გეზარებათ რომ თავად მოიძიოთ ნამდვილი ინფორმაცია, ან ზედმეტად კონსპირაციულ სამყაროში ხართ გადავადნილები და ეშმაკს ეძებთ ტაძრის საკურთხეველში. ან დაინტერესებული პირი ხართ რომ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში თქვენ ემსახურებით იმ გაკვეულ ძალებს რომ მათი გეგმები წარმატებით შესრულდეს.

ახლა რაც შეეხება მართვის წესებს. არის უკვე კარგად აპრობირებული არა ერთი მეთოდი რომლის მეშვეობითაც იმართება საზოგადოება, აგერ უკვე სავარაუდოდ რამდენიმე ათასი წელიც. არ მოგესმათ. რამდენიმე ათასი წელი…
ამ მეთოდების ერთ ერთი სახეობაა დაცინვა. როდესაც საზოგადოება დასცინის კონკრეტულ პიროვნებას, ან პირონვნებების გარკვეულ ჯგუფს, ან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, დასცინიან მათი მოსაზრებების, ცხოვრების წესის ან სოციალური მდგომარეობის გამო. ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს ამის მიზეზი. მაგალითისთვის ყველაზე გვრცელებული და თვალში საცემი თემა, თუ კი თქვენ იტყვით რომ გჯერათ უცხოპლანეტელების არსებობის აუცილებლად გახდებით დაცინვის ობიექტი. თუმცა ეს ყველაზე უწყინარი თემაა ამ ბოლო დროს არსებულ სხვა თემებთან შედრებით. საკმაოდ საჭირობოროტო თემებია ხშირად ამ მართვის ბერკეტის მეშვეობით გადაჭრილი ისე როგორც ასე ვთქვათ «შემკვეთს» აწყობს. ამ მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი პროცესის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გატარება.

კონცეფცია შემდეგნაირია. როცა «შემკვეთს» სურს ვთქვათ და რამე იდეოლოგიის დანერგვა, რასაც შესაძლოა უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს, აუცილებლად იწყებენ ამ მოწინააღმდეგეების მარგინალიზაციას. მოუძებნიან მათ რამე სუსტ წერტილს და დამცინავი ზონდერ კომანდის მეთაურების მეშვეობით საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ პიროვნებას თუ პიროვნებების ჯგუფს მასხრდ აიგდებენ. რის შედეგადაც სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე წინააღმდეგები არიან ამ იდეოლოგიის, დაცინვის და მასხრად აგდების შიშის გამო, უბრალოდ გაჩუმდებიან. საზოგადოების ასეთი ნაწილი კი საკმაოდ დიდია.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, ხდება ამ იდეოლოგიის მაქსიმალური გაპიარება ყველა საშუალებით, საწინააღმდეგო აზრს გამოთქვავენ მიზერული რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ნაწილი დასცინის. მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე გაცილებით მეტია ვიდრე მომხრე, ძირითადი ნაწილი დუმილს არჩევს დაცინვის შიშით. შედეგად ეს იდეოლოგია საზოგადოებაში ინერგება მშვიდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდაც ნორმადაც იქცევა, ის რაც სულ ცოტა ხნის უკან ძირითადი მასისთვის მიუღებელი იყო. საზგადოების ძირითადი ნაწილი არა მარტო დაცინვის შიშით არ იღებს ხმას. ის ასევე ფიქრობს იმაზეც რომ რაღაი ეს დამცინავი ხალხი ასე ლაპარაკობს მგონი ასეა ნორმა. თავის თვში ეძებს პრობლემას თუ რატომ არ მოსწონს ეს იდეოლოგია და ცდილობს რამენაირად შეეგუოს ამას ყველფერს. იმიტომ რომ ის დამცინავი ხალხი ან სრული შემადგენლობით, ან ნაწილობრივ მაინც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ.

ასეთი დაცინვა მუდამ მართვადია. მას ძირითადად არასოდეს არ აქვს სპონტანური სახე. მუდმივად ხდება ხოლმე დაგეგმილად პროცესის მართვა.
ამისთვის საჭიროა რომ საზოგადოებაში იყოს ე.წ. ავტორიტეტული პიროვნებები. რომლებსაც გარკვეული წონა აქვთ საზოგადოების დანარჩენ წევრების მიმართ. ერთგვარი კუმირები არიან ხოლმე. შესაძლოა იყვნენ მეცნიერები, ან ჟურნალისტები, ან მსახიობები, ზოგჯერ მწერლებიც. მხატვრები, დიზაინერები და ასე შემდეგ. მოკლედ ცნობადი სახეები. რომლებსაც ყოველდღე იხილავთ ტელე ეთერში, მედიის ფურცლებზე თუ ინფორმაციის მასობრივი გავრცელების სხვა საშუალებებში. ამავე დროს ესეც აღსანიშნავია რომ ამ «ავტორიტეტებშიც» თავისი ავტორიტეტები ყავთ, რომლებზეც სწორდებიან დანარჩენები. ანუ რასაც ის იტყვის სხვებიც იმეორებენ. ერთგვარი სამხედრო წესის იერარქიაა, რაც ძირითადად მოქმედი პირების მხრიდან გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ასე ვთქვათ ამ ხალხს თავისი ზემდგომი ოფიცრები ყავთ. რომლებიც ჰიპოთეზურ არა პირდაპირ ბრძანებებს აძლევენ ქვემდგომ პირებს. რომლებიც ამ ბრძანებებს მაქსიმალურად კარგად ასრულებენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ქვემდგომი აუცილებლად ისჯება. ის კარგ შემთხვევაში ხვდება დასაცინი საზოგადოების რიგებში.

დაცინვის ობიექტი კი განწირულია საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან, რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა მოიმოქმედოს მას საზოგადოების ძირითადი ნაწილი აღარ მიიღებს. რაც არ უნდა სიმართლე თქვას, რაც არ უნდა ჭეშმარიტება იღაღადოს, ვეღარასოდეს ამოვა იმ დაცინვის ორმოდან. ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევაში თვითმკვლელობასაც ჩადის. თუ ნამეტანი წინ გადაუდგა ამ საზოგადოების ნაწილს, არც წინაპრებთან რანდევუს დაუხვალიებენ. თუ ასე რადიკალურად არ დაიჭრვებს თემა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან, ოჯახში, მეგობრებში, ფინანსებში და ასე შემდეგ. ისე რომ მას ასეთი აზრების გამოთქმისთვის აღარ ეცალოს.

ამავე დროს იმისთვის რომ პროცესი სრულად მართონ, დამცინავიც და დასაცინიც ამ შემკვეთის ნების შემსრულებელიცაა ხოლმე. ეს მარტივად ამოსაცნობია, როცა ვინმე ვთქვათ საერთოდ მიღებული აზრის საწინააღმდეგოს იტყვის. მთელი მედია და ზემოთ ხსენებული დამცინავი ზონდერკომანდები ამუშავდებიან, მაგრამ პიროვნება არა თუ არ იძირება და წყვეტს თავის აზრის წარმოთქმას, ერთგვარად პიარდება და პირიქით ცნობადი სახეც კი შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა რომ მას ძირითადი ნაწილი დასცინის…

ამავე დროს გარკვეული იდეოლოგიის დანერგვის წინ ხდება პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა თემების შემოტანა საზოგადოებაში კამათისთვის. ზოგჯერ სერიოზულად აბსურდული თემაცაა ხოლმე, მაგალითად ბრტყელი დედამიწის მომხრეები. თუმცა ზოგჯერ საკმაოდ საჭირბოროტო საკითხიცაა ხოლმე არს შეცვლილი და გადასხვაფერებული. გააჩნია რამდენად სერიოზული და რთული იდეოლოგიის დანერგვას აპირებენ, ან რამდენად ხალხისთვის მიუღებელი პროცესის გაშვება უნდათ და რის გადასაფარავად სჭირდებათ ამ თემის (თემების) გაპიარება. ისე ხდება რომ როდესაც ან პროცესი ეშვება ან იდეოლოგია გამოდის საზოგადოებაში, უკვე ამ პარალელურ თემებს ძირითადი მასა იცნობს და გარკვეულ წილად კამათობენ ერთიმეორეში მის ავკარგიანობაზე. როდესაც პროცესი ეშვება, მიდის უკვე ამ პარალელური თემების მაქსიმალურად გაპიარება. ხოლო ამ გამპიარებლების მაქსიმალურად დაცინვა. შემდეგ ეს გამპიარებლები პარალელურ რეჟიმში იწყებენ იმ ახლად გაშვებული პროცესის ან იდეოლოგიის გაპროტესტებას და იმ პარალელურ თემებთან დაკავშირებას. რითაც საკუთარი პერსონის მიმართ დაცინვის ხარისხს კიდევ მეტად ამაღლებენ.

შედეგად ძირითადი მასა ერთგვარ კოგნეტიურ დისონანსში ვარდება. ერთის მხრივ ამ დასაცინ და მასხრდ ასაგდებ ხალხს თავადაც დასცინის, მაგალთად ბრტყელი დედამიწის სჯერათო მაგის გამო, ამავე დროს კიდევ ის მოვლენა აწუხებთ რომელსაც ეს ბრტყელდედამიწიანები აპროტესტებენ. ხმა ამოიღონ? ეგრევე გამოუათ რომ თავადაც ბრტყელი დედამიწის მომხრე გამოდის. არ ამოიღონ? არა და ეს მოვლენები უკვე ლამის ახრჩობთ… ამ ორჭოფობაში და დუმილში კიდევ კოლოსალური დრო გადის და შემკვეთი თავისას იღებს.

იმედია ის არსი გამიგეთ რაც მინდა ვთქვა ამით.

ახლა კონკრეტული რამდენიმე დეზინფორმაციას მინდა შევეხო. რაც ერშია გავრცელებული. ერში რა, მსოფლიოში.

პირველი მინდა შევეხო 5ჯ თემას. არ ვიცი ვის როგორ გახსოვთ მაგრამ ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო ეს ისტერია. უცნაური ისაა რომ ეს სისტემა ახლდება და ვითარდება ბოლო 2 ათეული წელია. არავის გაუპროტესტებია არსად 3ჯ აპარტურის დამონტაჟება. არც 4ჯ აპრატურა მოხვედრია თვალში. არც 4.5ჯ რომ გაპიარდა მაგთის კომპანიის მიერ. დიდი ზარზეიმით რომ გაეშვა. მაგრამ 5ჯ თურმე დამღუპველია. რატომ?
თუ კი ემოციების და უკვე წინასწარ მიღებული პროგრამის გარეშე შეხედვთ ამ თემას და გაიაზრებთ რასაც ვწერ კარგი იქნება.

ცნობისთვის, თუ თქვენ დაიყენეთ ინტერნეტი მებისმიერი პროვაიდერისგან ბოლო 3 წლის განმავლობაში, თქვენ სახლში დაგიყენებდნენ მოდემს, რომელსაც უკვე უყენია 5ჯ გადამცემი. თქვენი მობილური ტელეფონების ვაიფაი მიმღები ანტენები უკვე მინიმუმ ბოლო 4 წელია გამოდის მაგ 5ჯ ანტენით. და შესაძლოა თქვენ სარგებლობთ კიდევ ამ მომსახურებით თქვენდა უნებურად უკვე წლებია. ოღონდ არ იცით. ახლა უბრალოდ ხდება ის რომ საერთო მობილური კავშირგაბმულობა გადაყავთ ამ სისტემაზე. რაც აქამდე გქონდათ რომელიმეს პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმაზე უარესი არც ახლა გექნებათ. და საერთოდაც ვერ გაიგებდით რომ არსებობს ეს 5ჯ პრობლემა. რომ არა კ-ვირუსი. თუ რა შუაშია ცოტა ქვემოთ დავწერ.

მეორე უსერიოზულესი დეზინფორმაციაა ხიმტრეილი. ვთქვათ წინა თემაზე კიდე შეიძლება რამე ითქვას რომ უფრო სწრფი ინერნეტისთვის სიხშირეებმა შესაძლოა იმქმედოს თქვენზე თუ კი ანტენის ქვეშ დიდი ხანი იდგმებით, ან თქვენი სახლის თავზე დააყენებენ ამ ანტენებს. მაგრამ აი ეს…. სრული ბოდვაა.

ვინც არ იცით რა არის ეს ხიმტრეილი. როდესაც მიფრიანვს თვითმფრინავი გარკვეულ სიმაღლეზე, ძირითადში ეს ეხება 8000 მეტრის სიმაღლიდან ზემოთ ეშელონებს. ის ტოვებს გრკვეულ კვალს. ასე ვთქვათ ინვერსიული ან გინდაც კონდენსირებული კვალი რომ ქვია. ეს კვალი რჩება სრულიად ტექნიკური პროცესიდან გამომდინარე. ყოველგვარი ზებუნებრივი მოვლენების და შეთქმულების თეორიის გარეშე. ის რჩება ახლა, რჩებოდა ადრეც და დარჩება მომავალშიც იმედია, თუ კი ვთქვათ ვიღაც ცხლეთავიანი იდიოტის გამო ავიაცია არ აგვიკრძალეს სრულად მთელ კაცობრიობას. არის ეგ საშიშროებაც არ დაგიმალავთ, ე.წ. გლობალისტი იდეოლოგების მიერ არა ერთხელ ითქვა რომ ბევრ საწვავს მოიხმარს ავიალაინერი და უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდანო ისე რომ ალტერნატივას არ გვთავაზობენ. ღმერთმა ნუ ქნას კიდე დიდი ხანი მაინც…
ხო და ვიღაც გენიოსმა აი ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად მოიფიქრა რომ ეს ინვერსიული კვალი საწამლავად გაასაღოს. აგერ სურათზე ეს კვალი

Экологи предлагают запретить лайнерам оставлять инверсионный след -  Газета.Ru
Отчего в небе возникает инверсионный след за самолетом? | Простая наука |  Яндекс Дзен

ცნობისთვის ანალოგიურ კვალს არა მარტო თანამედროვე ავიალაინერები ტოვებენ. მეორე მსოფლიო ომის დროსაც მშვენივრად ტოვებდნენ ანალოგიურ ინვერსიულ კვალს ამერიკული, გერმანული თუ … ნებისმიერი მხარის ბომბდამშენი ავიაცია, რომელიც 8000მ ზე მეტ სიმაღლეზე დაფრინავდნენ.

Wakes of War: Contrails and th Part II—The Air War over E
Schweinfurt Two: sixty B-17s downed, 650 airmen killed | John Knifton

აგერ თქვენ დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს არის ინვერსიული კვალი და არა საწამლავი… ხომ არ დააბრალებთ ახლა რომ მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხიმტრეილი იყო ჩართული? რა ვერ მოგვწამლეს ამისთანა ამ ხნის განმავლობაში კი მარა არ დაფიქრებულხართ?

მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ 2019 წლის დეკემბრამდე დიდად არ იყო ეს თემები გავრცელებული. კი ტრიალებდა გარკვეულ წრეებში მაგრამ მასშტაბები ძალიან მცირე იყო. ისე მცირე რომ ყურადღების მიქცევად არც ღირდა. აი 2019 წლის დეკემბრიდან…

როგორც კი დაიწყო მსოფლიოში ე.წ. კოვიდრეგულაციების შემოღება, მწვავედ დაიწყო ყველა მხრიდან ჯერ 5ჯ თემაზე ისტერიკა. პირველ ეტაპზე დაიწყეს საუბარი რომ ამ ანტენების მეშვეობით უნდა გაავრცელონ ვირუსიო. მეორე ეტაპზე, აქედან გამოსხივებული ტალღებით გვექნება იგივე სიმპტომებიო როგორიც კვირუსს აქვსო და ამით უნდა გვაიძულონ რეგულაციების მიღებაო. მესამე ეტაპზე უკვე აცრები შემოვიდა თემაში და როცა ეგ 5ჯ ჩაირთვება მაშინვე ყველა აცრილი უნდა მოკვდესო. მეოთხე ეტაპზე რატომღაც უცნობი აიდი რომ დაიჭირეს ზოგიერთებმა თავისი ბლუთუზით, არიქა როცა ხალხ ვაქცინებს უკეთებენ ამით სინამდვილეში ჩიპავენო და ეს 5ჯ იმიტომაა საჭირო რომ მერე მარიონეტივით მართნ ხალხიო. ანუ ვერსიებმა განიცადეს ე.წ. ევოლუცია. დღეს ბევრი ელოდება შიშით ამ თემას რომ დღე დღეზე ჩაირთვება ეს 5ჯ და ზოგი მარიონეტად იქცევა, ზოგი მოკვდება ზოგს ალბათ ცრემლიანი რქები გამოუვა… არ ვიცი. მოვიფიქრებთ რამეს. ნიჭიერი ხალხი ვართ.

პარალელურ რეჟიმში ხიმტრეილების ისტერიკა შემოვიდა სცენაზე. აი რომ დაფრინავენ და კვალს ტოვებენო, სინამდვილეშიო მაგით ავრცელებენ კოვიდსო… ხალხმა დაიჯერა იცით? მერე ამ ვერსიამაც ისევ განიცადა ევოლუცია, არ გაჩერებულა ადგილზე, შემდეგ ეტაპზე უკვე დაიწყეს იმის ლაპრაკი რომ გვწამლავენ ხალხო ამითიო, ტოქსინებს უშვებენ რომელიც იგივე ეფექტს იძლევა რაც კოვიდიო. პარალელურად დებენ სურათებს რომელშიც თვითმფრინავში რაღაც ავზები დევს. აგერ სურათებიც

Химтрейлы: что это, правда или вымысел? | РБК Тренды
За Правду и Справедливость" : ЗАГОВОР ПРОТИВ РОССИИ. ХИМТРЕЙЛЫ В  ПЕРВОУРАЛЬСКЕ
Что такое химтрейлы и правда ли самолёты распыляют коронавирус - лайфхакер

ყველა ეს სურათი პრაქტიკულად კონტექსტ მოგლეჯილი სუბიექტია, რასაც გინდა დააბრალებ. გინდა ქიმიურ საწამლავმზიდობას, გინდა ზღაპრული ცალრქის რძის გადამზიდავ დანიშნულებას და გინდა კიდე გვალვით დაზარალებული აფრიკის კონტინენტის წყლით მომარაგებას. ხო და საქმეში ჩაუხედავი ადამიანები რა თქმა უნდა მარტივად იჯერებენ იმას რომ ამ ავზებით საწამლავი გადაქვთ რომლითაც მთელ მსოფლიოს წამლავენ…

ისევ და ისევ საქმეში ჩაუხედავობა და აგრეთვე სურვილი რომ არ ჩაიხედო, თორემ უბრალოდ ადგებოდით ნებისმიერი თქვენთაგანი და წესიერდ მოიძევდით ინფორმაციას იგივე ქიმიურ გაფრქვევების თემაზე.

მოდით მე აგიხსნით რა ხდება. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ ვიეტნამის ომიდან მოდის ეს ამბები. თუმცა მოდით სანამ ვიეტნამის ომზე მოგიყვებით შორეული 30 იანები მინდა მოვიგონო. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება. ცნობისთვის თბილისშიც კი ააშენეს ქიმიური იარაღის საწინააღმდეგო თავშესაფარი. ამიტომაც ბევრი ქვეყანა აპროექტებდა თავის ავიაციას ქიმიური საწამლავის გაფრქვევის დანიშნულებით. იდეაში იყო მწყობრში მდგარი ბომბდამშენით მომხდარიყო ეს გაფრქვევა. მე ეს ნასწავლი მაქვს ასე ვთქვათ. თვითმფრინავების კონსტრუქციებს როდესაც მასწავლიდნენ, ყველა ტიპი განიხილეს. მათ შორის სასოფლო სამეურნეო დანიშნიშნულების ავიაციაც. ცნობისთვის საბრძოლო და სასოფლო ქიმიური გამფრქვეველი ერთი და იგივე კონსტრუქციაა თითქმის.

ვინც არ იცით იმისთვის რომ საწამლავი ეფექტურად დაასხას, სოფლის მეურნეობის თვითმფრინავი სულ რაღაც 10 მეტრის სიმაღლემდე დაფრინავს. უფრო მაღლა თუ წავა საწამლავს ქარი გაურკვეველი მიმართულებით წაიღებს და საჭირო კულტურის მაგივრად შესაძლოა სხვა რამე შეიწამლოს. ან ბოლო ბოლო სხვისი მიწა და შემკვეთის კიდევ შეუწამლელი დაარჩეს.

საბრძლო ავიაციისთვის რა თქმა უნდა უფრო დიდი სიმაღლე იყო იდეაში, მაგრამ მანდაც მაქსიმუმ 3 კილომეტრის სიმაღლე. ისევ და ისევ იმის გამო რომ ქარს მიქონდა საწამლავი და სამიზნე ქალაქის მაგივრად დიდ წილად სხვაგან შესაძლო აუდაბურ ადგილასაც კი დასხმულიყო ნაგავი. საბოლოოდ ეს შეარაღების ტიპი სულ აიკრძალა იმის გამო რომ ამოუცნობი იყო მუდამ ქარის მიმართულება და ვინ როდის სად მოიწამლებოდა კაცმა არ იცოდა, ჰაერში გაფრქვეული საწამლავი ან მივიდოდა სამიზნემდე ან არა, შესაძლო იყო სულაც საკუათარ ძალებს მისხმოდა. პლიუს ამას განვითრდა საზენიტო არტილერია და 3000 მეტრ სიმაღლეზე მფრენ ავიაციას მშვიდად ჩამოაპერტყებდნენ მიწაზე მანამ მიზანთან მივიდოდნენ. მაღლ გაფრქვევას კიდევ უკვე აზრი არ ქონდა.

ახლა ვიეტნამი… როგორც მოგეხსენებათ ვიეტნამის ომში ამერიკა პრაქტიკულად პარტიზნებს ეომებოდა. რომლებიც უსიერ ჯუნგლებში იმალებოდნენ. ზემოდან რაც არ უნდა ბატონობა ჰქონოდა ამერიკულ ავიაციას, ხეების ქვეშ არაფერი ჩანდა. შიგნთ შესული ჯარისკაცები განწირულები იყვნენ, ჯუნგლებში კარგად გამაგრებული და მომზადებული ვიეტნამელი ჯარისკაცები, სერიოზულად აზარალებდნენ ამხელა გიგანტი ქვეყნის და დაფინანსების მქონე არმიას. ხო და გენიოსმა ამერიკელმა სარდლობამ მოიფიქრა რომ ჰერბიციდით და კიდევ სხვადასხვა ქიმიკატების ნარევით მოეწამლათ ეს ჯუნგლები. უფოთლო ხეებში უკვე ვეღარ დაიმმალებიან და ჩვენც ბრძოლაში გავიმარჯვებთო.

აიღეს ჩვეულებრივი სატრანსპორტო თვითმფრინავები, გადააკეთეს ის როგორც სასოფლო დანიშნულების საწამლავი მანქანები და გაუშვეს ჯუნგლების მოსაწამლად.

Напалм и диоксин во Вьетнамской войне

ხედავთ ხო რა სიმაღლეზე დაფრინავენ ამისთვის სატრანსპორტო თვითმფრინავები?

ცნობისთვის ამ დროს მთელი სავერტმფრენო ავიაციაც ჰაერში იყო რომ ვინმეს მიწიდან ცეცხლით არ დაეზიანებინათ ეს ფლოტი. შედეგად უამრავი ამერიკელი მფრინავი მოიწამლა და მოგვიანებით ზოგი გარდაიცვალა კდიეც სხვადასხვა დაავადებით.

აი სწორედ აქედან მოდის ხიმტრეილის თემა. აი სწორედ აქ გაჩნდა ეს ტერმინი. მანამდე არ არსებობდა. ნამდვილი ხიმტრეილი ეგაა…

ახლა მოდით აგიხსნით რასაც თქვენ ეძახით ხიმტრეილს რატომ არის აბსურდული.

პირველი პრობლემა, 8000 და მეტი სიმაღლე ფრენის. მაგ სიმაღლიდან მიწამდე უამრავი ჰაერის ფენაა, თავისი სხვადასხვა მიმართულების ქარების. თბილისის თავზე 8000 მეტრის სიმაღლეზე გაფრქვეული გაზი, მტვერი, გინდაც სითხე, აპრიორში თბილისში არ დაილექება. კარგ შემთხვევაში უახლოეს 500 კილომეტრზე გადანაწილდება. არის ვარიანტი საერთოდ ან რუსეთის უსიერ სტეპებში გადაბარგდეს, ან ინდოეთის ოკეანემდე იფარფატოს ან ატლანტის ოკეანემდეც ჩააღწიოს. ყველაფერი დამოკიდებულია პირობებზე და ქარის მიამრთულება სიჩქარეზე. რამდენჯერ ყოფილა რომ აქ წვიმას უცნაური ფერის ნალექი მოყოლია, ქვიშის ან მტვრის სახით, ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ რომ დასკვნა დაუდიათ საჰარას ქვიშნარიაო… არ გახსოვთ? და ახლა წარმოიდგინეთ 8000 მეტრის სიმაღლეზე ვიღაც რაღაცას აფრქვევს, თქვენამდე როგორ მოაღწევს?

იტყვით მთელ მსოფლიოს წამლავენო. აზრი? ცა და ჰაერი ყველასია. ვინც გწამლავს ის რა თავის თავს არ იწამლავს? თუ იმას იმუნიტეტი აქვს? თუ გგონიათ რომ მართლა თუ მასეა როგორც ამბობთ, ამისგან პირბადე დაიცავთ? მაშინ გამოდის რომ ეგ ხალხი ყველან არმიული აირწინაღებით უნდა დადიოდნენ, ან ბიოდაცვა სკაფანდრებით. როგორც დაბლაა სურათებზე.

Gas mask Safety Filter Dust Chemical Mask Painting RespiratorFMJ05Gas Mask  Military Full Face Mask87Type Anti-Virus S | Shopee Malaysia
Doctor With Medical Mask And Breathing Apparatus In Protective S Stock  Photo - Download Image Now - iStock

ან თუ არა და სხვა პლანეტაზე უნდა იყვნენ. ასევე საინტერესოა ის მფრინავები რომლებიც ამას აფრქვევენ ხომ არიან თქვენი არით საქმის კურსში? მერე როგორ ფიქრობთ მათ არ მოწამლავს? მათი ოჯახის წევრები არ მოიწამლებიან?

აი დაფიქრდით უბრალოდ…

ახლა ამ თეორიის ევოლუციის ერთ ერთი განტოტვებით ქიმიკატებს აფრქვევენ რომელიც პნევმონიას იწვევს თურმე. იცით მაინც ტოქსინის რა კონცენტრაცია უნდა შეისუნთქოს ადამიანმა რომ პნევმონია დაემართოს? იმ სიმაღლეზე გაფრქვეული ტოქსინების რა რაოდენობა მოვა აქამდე? კვადრატულ მეტრზე 10 მოლეკულა? და თუ ეს ასეა და ასეთ ტოქსიკურს აფრქვევენ რომ პნევმონიას იწვევს, მაშინ შეკითხვა მაქვს. დღეს მოფლიოში რატომ არ მოკვდა მოსახლეობის მინიმუმ 30% მაინც?

ვირუსის გაფრქვევა კიდევ მეტად დიდი აბსურდია. რატომ? იმიტომ რომ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე ყველა ვირუსი კვდება. რაც მაღლა ადიხარ კიდევ ატმოსფერო მით უფრო გაუხშოებულია და მზის გამოსხივებაც მეტია. ვირუსული ინფექციები იმ გამოსხივებაში მომენტალურად კვდებიან რაც გამიგია. შესაბამისად როგორ გაფრქვევენ რამე ვირუსს ისე რომ აქამდე ცოცხალი აღწევს? თანაც ეს კვირუსი არც ისე მარტივი გადამდები არ იყო, რა არ ქნეს, აგერ ნიღბები შეგვატენეს იქნებ როგორმე გავრცელებულიყო და… ვერ გაავრცელეს მაინც როგორც უნდოდათ. ცაში გაშვებული ჩამოაღწევდა ცოცხლად აქამდე?

თუ იჩივლებთ და თუ გააპროტესტებთ საავიაციო საწვავის ხარისხის დაგდებას გაიაფების მიზნით, ეგ უფრო სწორი იქნება, თუ რამე გვწამლავს სწორედ ის ტოქსინებია რომელიც საწვავს მიყვება. რომელიც ძრავის წვის კამერაში არ იწვება და გარეთ მთელი სახით გამოდის. კი ბატონო… მიუხედავად იმისა რომ ეგეც მიზერია, მაინც მოქმედებს გარემოზე. არა ცეოორი… არა. ის ტოქსინები. მაგრამ მაგაზე კაციშვილს ხმა არ ამოგიღიათ. თუმცა კი რა საავიაციო საწვავი? აგერ ტყვიით გაჯერებულ საწვავს მოვიხმართ ყველა ავტომობლებით და ეგ გვკიდია, ცნობისთვის ეგ ტყვია რაც საწვავს მოყვება, იმდენად ტოქსიკურია რომ შესაძლოა ზოგ მოქალაქეში სიმსივნური წანაზარდები გამოიწვიოს. არა და მაგას პირდაპირ ქუჩაშივე ვსუნთქავთ…

აზრს თუ მიყვებით იმედია აანალიზებთ კიდეც რაც წაიკითხეთ და ხვდებით რა დონის აბსურდია ის რისიც გჯერათ.

ახლა მთავარი ამ მთელი სტატიის თემიდან. რა შუაშია ეს ორი თემა კვირუსთან.

როდესაც კვირუსი დაიწყო, თავისი აზრს მოკლებული და ქვეყნის ეკონომიკის მკვლელი არაფრის მომცემი რეგულაციებით. დაიწყო ამ თემების წინა პლანზე წამოწევა. თან ისეთი ხალხის მიერ, რომლებიც აი სწორედ იმ შემკვეთზე მუშაობენ. თან სწორედ ამ განხრთ რაც მიწერია. რომ 5ჯ ავრცელებს კვირუსს, ხიმტრეილი ავრცელებს ვირუსს. ამავე დროს ამ კამპანიის მეორე მხარემ ამათი დაცინვა დაიწყო. როგორც კი ვინმე ხმას ამოიღებდა რომელიმე რეგულაციაზე, გააპროტესტებდა რამეს. ეგრევე მარგინალდებოდა.

მარტივად დაგცინოდნენ. აპროტესტებდი ნიღაბს ან კომენდანტის საათს. ითხოვდი ლოგიკურ პასუხს რანაირად აფერხეებს ეს ყველაფერი ვირუსის გვრცელებას და პასუხად იღებდი რას? იიიი 5ჯ გჯერა…. ხიმტრეილი გჯერააა. მე პირადად დამცინეს რამდენიმემ, უფრო ზუსტად სცადეს დაცინვა. რომ თურმე მე 5ჯ მეშინია იმის გამო რომ კოვიდ რეგულაციებზე ვიძახი აზრს მოკლებულიაო.

ანუ ჯაგრისიანი მუტრუკების მეშვოებით ქალაქის რამდენიმე ქუჩის გახეხვით რომ პადემიას ებრძოდნენ ეგ თურმე სწორია და ვინც გავაპროტესტეთ 5ჯ გვჯერა. და ეს წინასწარ დაგეგმილი იყო რომ ასე უნდა მომხდარიყო. ის ხალხი წინასწარ იყვნენ გამზადებული სწორედ ამ მომენტისთვის. პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადი ემზადებოდნენ გამოდის.

ასევე როცა აცრებზე გამოვთქვით პროტესტი, ეგრევე აგვაფარეს ცხვირზე ისევ ეგ ხალხი რომლებიც ამ ხიმტრეილ 5ჯ აპიარებდნენ და რატომღაც დაცინვის მიუხედავად არ ჩაიძირნენ.. აი მაგათი მომხრეები ხართ და არ გიტყდებათო? აბა გაგონილა აცრებს აპროტესტებთ და რეგულაციები არ გინდათო? გაუნათლებელი ბნელი ხალხი ხართო…

უნდა ითქვას რომ ამ მეთოდთან ერთად პარალელურად დასტრესვა დასინების მეთოდით, მთელი 2020 წელი გამოიმუშავეს ჯიგრებმა და 2021 ის საკმაოდ დიდი ნაწილიც აითვისეს. აგერ კანადაში ახლა გაეღვიძათ რომ თურმე ჩიტუნელობაა რაც ხდება და გასაპროტესტებელია. ისრაელს, რომელიც იარაღში ზის ჯერ კიდევ სძინავს და გერმანია კიდე რომელიც სულ ქუჩაში იდგა პირველივე დღეებიდან რომ უაზრობაა ეს ყველაფერიო, გამოუწერეს უაზრო რეგულაციები და უსრულებენ ბოლომდე.

ერთია რომ ჩვენთან ამ კვირუსს ისეთ მწვავე შედეგები მოყვა ამ უაზრო რეგულაციებით რომ დაცივნის ბერკეტმა კარგად არ იმუშავა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ისევ ხიმტრეილები და 5ჯ დაიჯერა, იმ შიშიდან ბოლო ბოლო ამოვიდნენ, იმის გამო რომ ბევრმა გადაიტანა და არც მომკვდარა არც არაფერი. შედეგად მოსახლეობა არც აიცრა არც დაგოიმდა და არც კიდე დაცინვას აყვა.

მაგრამ ….

გამიგრძელდა სიტყვა.

გამიგეთ იმედია რაც მინდა. ნუ მისცემთ ისეთ ხალხს რომლებიც მტერზე მუშობენ თქვევნი მანიპულაციის უფლებას, ნუ დაიჯერებთ ყველა აბსურდულ თეორიას. მტერი გინდათ დაამარცხოთ? მაშინ იაზროვნეთ. დღეს მტერი ინტელექტუალურად გებრძვით და თქვენც ინტელექტით უნდა დახვდეთ. თუ არა და იცოდეთ რომ დავმარცხდებით ყველა…

ღმერთი ჩვენთან.

გვინდა თუ არ გვინდა მეფე?

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ, კი იცით ადრეც დამიწერია ამ პრობლემაზე. მაგრამ დამერწმუნეთ ეს საკმაოდ მწვავე და საჭირბოროტო საკთხია.
დღეს 2022 წის 2 იანვარია, ერში მას ბედობის დღეს ეძახიან. რა მინდა ახლა მე? არ ჯობია რამე წესიერზე ვიმსჯელო და დავიბედო? მაგრამ არ დაგიმალავთ საკმაოდ მაღელვებს მე ეს თემა.

თუ არ იცით ჩემი აზრი და ახლა პირველად კითხულობთ ჩემს მოსაზრებებს, თავიდანვე გეტყვით, სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ ნებისმიერი ფორმით მეფის მმართველობისა. თუ განსხვავებული აზრის მიღება არ გსურთ და არ შეგიძლიათ გაანალიზოთ ალტერნატიული აზრი, აქვე მოგიწოდებთ მიატოვეთ ამ ბლოგის კითხვა და სხვა რამე წაიკითხეთ.

ვიცი რასაც დავწერ ახლა მოკლე არ გამოვა. იმიტომ რომ თემაც დიდია და მეც (ვინც მიცნობთ იცით) კაი ყბედი ვარ. ასევე მოგიწოდებთ იმათ ვისაც გრძელი ტექსტების კითხვა გეზარებათ, მიატოვეთ კითხვა და რამე კოუბს უყურეთ. ბოლო ბოლო ახალი წლის დღესასწაულია 😀

და მაინც რა ხდება რატომ არ მინდა მე მეფე?

რა გვაქვს დღეს ერში? თვით საპატრიარქოც კი მოგვიწოდებს რომ მეფეზე ვიფიქროთ. და ამ დროს გამოდის მე საპატრიარქოს ვეწინააღმდეგები. ამ ორგანიზაციის წინააღმდეგობა კიდევ ბევრის თქმით თავად ღმერთთან წინააღმდეგობაა.
მე ასე არ ვთვლი. თუ კი ბოლო წლებში და დღეებში განვითარებულ გარკვეულ მოვლენებს გავაანალიზებთ, შესაძლოა საპატრიარქო და უფალი ისეთნაირად ახლოს დგანან როგორც ფეხბურთი და პატიოსნება.

ცხელთავიანებისთვის და ნამეტანი ჯაან რელიგიური ფანატიკოსებისთვის ვწერ ამას და ყურადღებით წაიკითხეთ.
მე მწამს ღმერთი. არა თუ მწამს, მე მის არსს და არსებობას ყოველ დღე შევიგრძნობ. ვხედავ მას პრაქტიკულად ყველფერში. და ის რომ მე არ ვარ რელიგიური დოგმების მიმდევარი მე ურწმუნოდ არ მხდის. არ ვიზიარებ აზრს რომ რაღაც ადამიანების (გინდაც ძალიან პატივსაცემი) დაწერილ დოგმებშია ღმერთი. გჯერა მისი არსებობის არ გჯერა, ის არსებობს, ის მოქმედებს, ის გასწავლის და დიახ ჩვენ ყველანი სწორედაც რომ მისი შვილები ვართ და არა მონები. და მე არ მეშინია ჩემი მშობლის, მე ის მიყვარს. და მის სიყვარულს ვერც ვერავინ დამიშლის და ვერც ვერავინ დამაძალებს. როდესაც აღვესრულები ასევე მე წავალ ჩემს მშობელთან, რომლის ნაწილიც ჩემი სულია და რომელსაც ეკუთვნის ჩემი სული. არ დავარღვევ 10 მცნებას არა იმიტომ რომ მშობლის მეშინია, არამედ იმიტომ რომ მე უფალი მიყვარს და სრულად ვიზიარებ მის მიერ ნაქადაგებ 10 მცნებას. უიდეალურესი კანონებია. ვარ მართლმადიდებელი, ანუ ვადიდებ ჭეშმარიტებას რაც არის კიდეც უფალი.

ეს დავწერე იმისთვის რომ შეკითხვები არ გქონდეთ მწამს ღმერთის თუ არა და ვარ თუ არა ქრისტიანი. დაიხ ვარ.

რასაც ვწერ ახლა არის სუფთად ჩემი სუბიექტური მოსაზრება. მე ვფიქრობ ასე. მაქვს ბევრი არგუმენტი რის გამოც ასე უნდა ვიფიქრო. პლიუს პასუხისმგებელიც ვარ ჩემს აზრზე. არ მეშინია მისი გაზიარების და თქმის. ვისაც მოგწონთ ჩემი მოსაზრება და იზიარებთ ამ აზრს შემოგევლეთ. ვინც სხვანაირად ფიქრობთ, თქვენს გზაზე გაგიმარჯოთ, ღმერთმა გონი მოგცეთ რომ სწორი გზა იპოვოთ. ნუ მომაკერებთ ნურც კლიშეებს ნურც გამლანძღავთ ჩემი აზრის გამო.

და ისევ მეფე…
დღეს თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ ერთ ტენდენციას, გამოჩნდნენ პოლიტიკურ არენაზე გარკვეული ძალები, რომლებიც არიან მონარქისტები და თან თავს ეროვნულებად და კონსერვატორებად მიიჩნევენ. ჩემი სუბიექტური მოსაზრებებით ურთიერთ გამომრიცხავი თემაა იყო მონარქისტი და იყო ეროვნული.

რატომ?

დღეს არის ძალიან კოშმარი სიტუაცია ქვეყანაში, ერთი და იგივე ძალა ერთის მხრივ გატენის სოდომიას, რაც მოსახლეობის საკმაოდ მსხვილ ნაწილს, ალბათ 90% მაინც არ სურს. ყველანაირად ცდილობს შეებრძოლოს ამ თემას. ეს კიდევ გარკვეული პოლიტიკური ნიშაა უკვე. ამ ნიშას კიდევ იგივე ძალა აკავებინებს კონსერვატორებად წოდებულ მეორე თავისსავე მართულ ძალას. მოსახლეობას თუ დააკვირდებით დაბნეულია. არც სოდომია მოსწონს და არც კიდევ ეს კონსერვატორებად წოდებული ხალხი. თან ორივე ძალის მიმდევრები დამატებით მასხრად იგდებენ და ლანძღავენ ყველას ვინც მათი წინააღმდეგია. მიდის ყველანაირი ფორმის ძალადობა მოსხლეობის ცნობიერებაზე ორივე მხრიდან.

და რატომ? იმიტომ რომ ხალხმა გააკეთოს არასწორი არჩევანი. კოშმარს და კატასტროფას შორის არჩევანია ჩვენი ცხოვრების ბოლო 35 წელიწადი. ახლაც მიდის გამალებული მუშაობა რომ ხალხმა ისევ აირჩიოს კატასტროფა, რომელიც ამ მომენტში უბრალოდ კოშმარი და ნაკლები ბოროტება ჰგონია. სინამდვილე ისაა რომ არც ერთი არ უნდა აირჩიოს და წესით ორივეს ომი გამოუცხადოს, მათ შორის ფიზიკური ომიც. ორივე ძალა დასამარხია. იმიტომ რომ ერიდან არ მოდის.

ვიცი უკვე შეკითხვაც გაქვთ რატომ არ არიანკონსერვატორად წოდებული ხალხი ეროვნულები და თან შუბლზე თითსაც იტრიალებთ ზოგიერთი, ამ ჩემისტას მთლად გაუჟუილებიაო.

გიპასუხებთ ასევე სუბიექტური მოსაზრებით.

რასაც ეგენი ეძახიან კონსერვატორებს პირდაპირ ნიშნავს უზურპატორულ მმართველობას, რომელიმე პოლიტიკური წყობის მეშვეობით, იქნება ეს ვინმე ერთპიროვნული ერთჯერადი დიქტატორი, რომელიც ჩაძაღლებამდე იდიქტატორებს თუ დინასტიური მეფე. უფრო ყველა იხრება უკანასკნელისკენ ვიდრე პირველისკენ. დინასტიური მეფე უნდათ.

ახლა მოდით დავფიქრდეთ ემოციების გარეშე რა არის მეფე, ვიცი ვიმეორებ რასაც ვწერ და არა ერთხელ მითქვია მანამდეც.

იმისთვის რომ მეფემ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ანუ მრავალი საუკუნე მართოს ერთმა გვარმა ქვეყანა, ანუ პლანეტის ტერიტორიული ერთეული. საჭიროა მას ჰყავდეს ერთი საყრდენი როლი, რომელიც იქნება დაკომპლექტებული ერთგული (ან არც ისე) მაგრამ კარგად პრივილეგირებული და გავლენიანი უმცირესობა. რომელიც ასევე დინასტიურად გადასცემს თავის პრივილეგია ძალაუფლებას შთამომავლობას. რომლებიც იქნებიან განათლებულებიც და მდიდრებიც. რომლებიც იქნებიან ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების (ჯარი პოლიცია უშიშროება) მფლობელები და მმართველები. გარდა ამ ყველაფრისა განათლებაც სრულიად ამ რგოლის პრივილეგიაა, ეს რგოლი კურუირებს საერთო ეროვნულ განათლებასაც და მოსახლეობის განათლების დონეზეც ესენი «ზრუნავენ».

ასევე ამ რგოლთან ერთად საჭიროა ძალაუფლების მეორე საყდენი, რელიგიური რგოლი. მნიშნველობა არ აქვს რომელი კონფესიის წარმომადენელია ქვეყანა, მთავარია რომ იყოს ეს კონფესია ამქვეყანაში. მაჰმადიანი, კათოლიკე მართმადიანი… მთავარია რომ ამ კონფესიის მეშვეობით ცალკე განდიდდეს და დაცული იყოს მონარქის ტახტი. მით უმეტეს მართლმადიდებლები ძირითადში მორჩილებას და თმენას ასწავლიან თავის სამწყსოს, მათ შორის მეფის მიმართ მორჩილებასაც. რაც არ უნდა ცუდი მეფე იყოს, მისი არც გაკრიტიკების, არც გადადგომის მოთხოვნის და არც არაფრის უფლება დაბლა რგოლებში მყოფ მოსახლეებს უბრალოდ არ აქვს. პირიქით, თუ კი მეფეს გააკრიტიკებ რამე ფორმით, ჩაგეთვლება რომ შენ მიდიხარ იმ შენი კონფესიის თუ ეკლესიის წინააღმდეგ. ასევე ეკლესიის წინააღმდეგ სიარული კიდევ ღმერთის წინააღმდეგ წასვლა გამოგდის მოგწონს ეს თუ არა.

შესაბამისად უბრალო რიგითი გლეხისგან მეფე მუდამ დაცული იქნება ნებისმიერი სახის კრიტიკისგან, იმიტომ რომ გარდა სამეფო კანონებისა რომლის მიხედვითაც მას უფლება არ ექნება მეფის გაკრიტიკებისა, ასევე რელიგიური კანონებიც აუკრძალავს ამ საქმიანობას. გაუნათლებელი რიგითი გლეხი კი უბრალოდ უფლის შიშის გამო ვერ წავა მეფის წინააღმდეგ (გავიარეთ ეს უახლოეს ისტორიაში ამის დედა ვატირე).

ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში არებობს მეფე, ესეიგი იმ ქვეყანაში მოსახლეობის ძირითადი მასა არის გაუნათლებელი, დაშინებული და თავისი აზრის არ მქონე. ვიღაცაზე და რაღაცაზე დამოკიდებული ადამიანი. რომელსაც არ შეუძლია ნაბიჯიც კი გადადგას იმ ვიღაცეების და რაღაცეების გარეშე.

ახლა თუ თქვენ დამიწყებთ არსებული მონარქიების ჩამოთვლას მაგრად შეცდებით. დიახ თქვენ წარმოიდგინეთ და გაგონილი მაქვს რომ ზოგ ევროპულ ქვეყანაში დღემდე მეფე ზის. ვიცი… მაგრამ ისიც ვიცი რის საფუძველზე ზის იქ ეს მეფე. მათ ზოგიერთ წინაპარს რომ თავი წააკრიჭეს მოსახლეობის აჯანყების საფუძველზე და საუკუნეები მოუნდნენ სიტუაციის თავისი მხრით შემოტრიალებას აი ისეთი მონარქები არიან. გინდაც ყველზე გვიანდელი ხანა აიღეთ ესპანეთის სამოქალაქო ომი. ზღვა სისხლი დაღვარა ესპანელმა ერმა. და თუ გგონიათ რომ მთელი ესპანეთი იმ მეფის მომხრეა და სიამოვნებთ მეფის ძალაუფლება მაგრად სცდებით. უბრალოდ იტანენ და ეშინიათ ხელმეორე სამოქალაქო დაპირისპირების. შესაბამისად მეფეც წყნარად ზის თავის ტახტზე და რომ იტყვიან ცდილობს არ გადაიჯვას. იმიტომ რომ შანსი იმისა რომ თავი წააგდებინონ ისევ აქვს.

თანაც მე 18-19 საუკუნეებში დაიწყო ევროპის ქვეყნებში მონარქების დაცემა. თან ამავე დროს მიმდინარეობდა ცივილიზაციის ინდუსტრიალიზაცია. თუ დააკვირდებით ისტორიას აღმოაჩენთ რომ ინდუსტრიალიზაციის ლოკომოტივი მე 19 საუკუნის ევროპაში იყო საფრანგეთი. რომელმაც ერთ ერთმა პირველმა წაგდებინა თავი მონარქს. იმისთვის რომ ინდუსტრიალური იყოს ქვეყანა, საჭიროა რომ რიგითი მოსახლეობა განათლდეს. რესპუბლიკურ საფრანგეთში ეს საკმაოდ ადვილი იყო. იქ აღარ ჰქონდათ ეს მიდგომა რომ უბრალო გლეხი დებილი უნდა ყოფილყო. თუ კი მანამდე განათლებული ნიშნავდა თავადს, დაიწყო მასობრივი განათლების მიცემა ხალხისთვის, არა ისეთი ფორმით რა თქმა უნდა როგორც ახლაა, მაგრამ მანამდე ასებულ სიტუაციას აშკარად სჯობნიდა. შედეგად საკმაოდ ბევრი მეცნიერი და ინჟინერიც გაჩნდა იმეპოქაში. რომლებმაც შექმნეს ის ქვაკუთხედი რაზედაც დღეს ჩვენი ტექნოლგიებია განვითერბული. რომ არა ნაპოლეონი და მისი მსოფლიო მასშტაბის ლაშქრობები, საფრანგეთი ტექნოლოგიების და ინდუსტრიის ცენტრი უნდა ყოფილიყო მსოფლიო მასშტაბით.

იმისთვის რომ ბრიტანეთის იმპერია მომენტალურდ არ დაფშვნილიყო, საჭირო იყო ამ თემას ჩაყოლოდნენ. ამიტომაც ანალოგიურად საფრანგეთისა ბრიტანეთმაც დაიწყო თავისი მოსახლეობის განათლებაზე ზრუნვა. თანაც მიუდგა ამ საკითხს როგორც იმპერიას შეეფერება. ამიტომაც დროებით შეიზღუდეს თავისი წილი ძალაუფლება ბრიტანელმა მონარქებმა. მაგრამ დროებით… სამაგიეროდ ამით მათ ძალაუფლებაც შეინარჩუნეს და მოსახლეობასაც მისცეს თავისუფლების განცდა. თუ კი მე 19 საუკუნის მოსახლეობა დაძაბული იყო და მუშაობდა რამენაირად ფრანგული მოდელის განვითარებაზე თავისსვე ქვეყანაში, საუკუნეები მეფეების მხრიდან ღია აგრესია ძალადობის არ ქონის გამო, მოსახლეობა მოეშვა და ყურადღება მოადუნა. ხოო და ამ პლანდემიამ გვაჩვენა რომ ეგ თავისუფლება გარკვეული ილუზიაა, რომელსაც როცა უნდა მაშინ შეგიზღუდავენ თან რამდენადაც თავად უნდათ ისე.

მაგრამ ახლა შორს წავედი ძალიან. ეროვნულობაზე ვილაპრაკოთ.
აი თქვენ თავად დაფიქრდით და თქვენთვის გაანალიზეთ თქვენი ცნობიერებისთვის რა არის პატრიოტიზმი?
არა არ მოიძიოთ განსაზღვრება გუგლით, არ წაიკითხოთ ვიკიპედია. არ გინდათ. არსი იცით. დაფიქრდით რას ნიშნავს იყოთ პატრიოტი? დაფიქრდით რა არის სამშობლო? როცა ფიქრობთ რომ ხართ სამშობლოს პატრიოტი, რას ნიშნავს ეს? ხართ პლანეტის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის მცველი? თუ ხართ ვინმე პიროვნების მცველი და ეგაა პატრიოტიზმი?

მე გეტყვით ჩემს შეხედულებას თუ რა არის ერი, რას ნიშნავს იყოთ ერის პატრიოტი. მიიღეთ პირდაპირ ქვეტექსტების გარეშე. ასეც ვწერ.

რა არის ერი? ეს არის ძირითადად ერთი გენეტიკური კოდის მქონე ხალხის ერთობა. რომელიც თვითკმარია, აქვს სწორი ფასეულობები, აქვს კოლექტიური გონი. რომლის მეშვეობითაც ის მართავს თავის თავს და ყოფიერებას. აქვს ტრადიციები რომელიც ამ ერის სულიერ და ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს და არ ამუხრუჭებს. ასევე აქვს საშუალება რომ ამ გონის მეშვოებით ადგეს და არა საჭირო ტრადიციაზე, რომელიც ერის განვითარებას ამუხრუჭებს, უარიც თქვას. ანუ ჩემი აზრით ერი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სჭირდება როგორც ფიზიკური ასევე სულიერი საზრდოც, ის უნდა განვითარდეს გაიზარდოს. განსხვავებით ინდივიდისგან ის უკვდავი უნდა იყოს. ხოლო იმისთვის რომ ერმა ეს ყველაფერი შესძლოს, საჭიროა რომ მისი ხალხის ძირითადი მასა, მინიმუმ 70% მაინც განათლებული იყოს. ოღონდ არა ვიწრო დარგობრივი განათლებით. არამედ საერთო ეროვნული განათლებით. ანუ ყველა ამ ერის წარმომადგენელს ბავშვობიდან უნდა ასწავლიდნენ სწორ ფასეულობებს. ურთიერთობას თანატოლებთან, უფროსებთან და შემდეგ თაობასთან.

ეს ფასეულობები უნდა გადაიხედოს ხშირად რომ შემდეგ არ იქცეს ერთგვარ მუხრუჭად ერის განვითარებისთვის. და ამ ფასეულობებს არ უნდა ქმნიდეს კონკრეტული ორგანიზაცია ან პიროვნება. ამას თავად მთელი ერი უნდა აყალიბებდეს.
იკითხავთ როგორ? როგორ და ერთიმეორესთან დალაპარაკებით, მოსმენით, ერთიმეორეს აზრის გაზიარებით. ეს უნდა იყოს უცვლელი ტრადიცია და ქვაკუთხედად უნდა ედოს ერს საძირკველში. ხოლო ასეთი საზოგადოება კი უნდა მართოს დროებითმა მენეჯერმა. რომელიც არჩეულია ამ საზოგადოების მიერ გარკვეული საქმეების შესასრულებლად მოკლე ვადით. და რომელსაც საზოგადოება გააკონტროლებს როგორც დაქირავებულ ხელოსანს.

ანუ რომ ვთქვათ მოკლედ, ადამიანი უნდა იყოს განათლებული და თავისუფალი. ის თავად უნდა ირჩევდეს იმ გზას რომლით იაროს. რომელი გზითაც არ უნდა წახვიდე თუ კი გინდა უფლის პოვნას აუილებლად იპოვნი მას. ბოლოს ყველა მაინც უფალთან მივდივართ. შესაბამისად ამ გზის არჩევის უფლება ყველას უნდა ქონდეს. მოგვწონს არ მოგვწონდ ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანი ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების საერთო სურათის მხოლოდ მიზერულ ნაწილს ხედავს. რომელიც ხშირად პირადი ილუზიებითაა ხოლმე გაჯერებული. რის გამოც შეცდომები გარდაუვალია.. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტრაგედია. სწორი ფასეულობებით და სწორი აღზრდით ადამიანი მართლა ისწავლის თავის შეცდომებზე და ბოლოს დაბრძენდება აუცილებლად.

მაგრამ ეს დანამდვილებით არ აწყობს მონარქიულ წყობას. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი თავისუფალი იქნება, ის არ იქნება მორჩილი ვიღაც ერთი პიროვნების მიმართ. ვერ აიტანს დინასტიურ მმართველს რომელიც ყოვლის განმგებელია მხოლოდ იმის გამო რომ ის დაიბადა იმ ოჯახში რომელსაც აქვს ძალაუფლება. ვერ აიტანს ვერანაირი ჩაგვრას, ვერანაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა იყოს ეგ. კოლექტიური გონის და სწორი ფასეულობების მქონე საზოგადოებაში მსგავსი რამე დაუშვებელია. უბრალოდ ვერ განხორციელდება.

ამიტომაც ვინც მონარქისტები ხართ, კარგად დაფიქრდით რა გინდათ? გადაიკითხეთ ისტორია. ნახეთ თქვენი წინაპრის ბედიღბალი რას წარმოადგენდა ის. გინდათ იგივე მდგომარეობაში გყავდეთ თქვენი შთამომვალი? ის რასაც თქვენ დღეს ეტრფით, ან წინააღმდეგობას ვერ უწევთ იმიტომ რომ ვიღაც მღვდელმა მკრეხელობად ჩათვალა ეს ქმედება, მომავალში თქვენს შთამომავალს მონად აქცევს. გინდათ? ეს ხომ გავიარეთ? გინდათ დაუბრუნდეთ?
რატომ ხართ აყოლილი იმ თავადებს, რომლებიც დღეს ტყავში გაძვრებიან ოღონდ კი თქვენზე პრივილეგირებულები აღმოჩნდნენ. ყველანაირ სისაძაგლეს და ტყუილს იკადრებენ. ანგელოზის ფრთებს მოირგებენ და ეროვნულებად წარმოგდგებიან.

ეროვნულები…

არიან კი ეგ ხალხი ეროვნულები რომლებიც ცდილობენ სხვებს თავზე გადააჯდნენ? შეიძლება რომ თავადი, მეფე ან აზნაური იყოს ეროვნული? ადამიანთ კასტა, რომელიც დანარჩენ მოსახლეობაზე როგორც სახაჯო მასალაზე ან მეწველ ძროხაზე, ან კვერცხის მადებარ დედალზე ის ფიქრობს?

ჩემი სუბიექტური აზრით არა. ეს ხალხი თავისი არსით და წყობით სწორედ ამ ერის მტრები არიან. ერთგვარი ღუზა ერის და საერთოდაც ადამიანის განვითარების გზაზე. შესბამისად ყველა ის ხალხი რომელიც ამ წყობის დამკვიდრებაზე მუშაობს ასევე ერის და ქვეყნის მტრები გამოდიან.

ხო და ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, ნუ აყვებით ძალაუფლების მაძებარ პიროვნებებს. მით უმეტეს მონარქიული წყობის დამკვიდრების მესვეურთ. ნუ მოგატყუებთ მათი ეროვნული პათოსით გაჯერებული სიტყვები. ეგენი თქვენი მტრები არიან. მოიშორეთ პროპაგანდა ნებისმიერი წყაროდან, ვინც გინდა იყოს. როცა ის პროპაგანდას ეწევა, ამით ცდილობს თქვენი ცნობიერება დაიმორჩილოს თავისი პირადი (ან იმ ორგანიზაციის რომელსაც ეკუთვნის) გამორჩენის მიზნით. თქვენი გონებით შეეცადეთ იფიქროთ, კრიტიკულად მიუდგეთ ყველა საკითხს, ნუ დაიჯერებთ მარტივად ყველაფერს. თუ კი ჩანასახშივე მოსპობთ პრობლემას, მომავალში ის აღარ გაგამწარებთ.

ნუ შეადარებთ დღევანდელ სიტუაციას ნურაფერს. დღეს ჩვენ ფასონურად გვქვია რესპუბლიკა. სინამდვილეში არანაირი რესპუბლიკური მმართველობა არ გვაქვს. ეს რაც დღეს გვაქვს, არის მონარქიული წყობის შემზადება, პირველი ეტაპი.
არ გჯერათ?
აი დაფიქრდით თავად. პირველი რა გააკეთეს როცა კი საბჭოეთს დავეხსენით?
განათლება მოშალეს. საჯარო სკოლებში მაქსიმალურად დააგდეს განათლების დონე. რასაც მოჰყვა რამდენიმე ტიპის ფასიანი სკოლების წარმოშობა. სადაც განათლებას აძლევენ ფინანსების მიხედვით. პრაქტიკულად დანერგეს უკვე მონარქიული წყობის განათლება. როდესაც მოსახლეობა იყოფა 3 კასტად. ელიტა, რომლის შვილები განსაკუთრებულ სკოლებში დადიან, სადაც სწვლების ხარისხიც კარგია და მოსწვლეზე ზრუნვაც. საშუალო რგოლი, ასე ვთქვათ დაკმაყოფილებული გაჩუმებული ხალხის მცირე მასა. რომელიც ასევე შედარებით დაბალ ბიუჯეტიან, მაგრამ მაინც ფასიან სკოლაში ასწავლის შვილებს. სადაც პირველთან შედარებით დაბალი ხარისხის განათლება და ზრუნვაა ბავსვებზე. და მესამე ძირითადი მასის რგოლი, საჯარო სკოლები, სადაც პირდაპირ მდარე ხარისხია განათლებაშიც და ბავშვების ფსიქოლოგიაზე ზრუნვაშიც. არა?
ხომ ასეა?

უკვე შეგამზადეს.

უკვე დაიწყო მასმედიით მდიდარი ხალხის გაფეტიშება გაპიარება. ძალოვანებს რომ გარკვეული კასტები მართავენ ეს მგონი დაფარული არ არის ხომ?

მთავრობა? როგორ ინიშნება მთავრობა? ბოლო დროს მაინც ვერ მიხვდით რომ ჩვენ ყველას წაგვართვეს არჩევნის უფლება. ბოლო მოწვევის პარლმენტია სადაც მაჟორიტარული წესით არჩეული პიროვნებები გვყავს. მომავალ არჩევნებზე მხოლოდ პროპორციული ხაზით «ავირჩევთ» პარტიას, რომლის უკან ვინ იდგმება აღარავინ შეგვეკითხება. ეს «არჩეული» პარტია შემდეგ თავად წყვეტს ვინ იქნება ქვეყნის მთავარსარდალიც, პრემიერიც, ძალოვანიც, ეკონომისტიც და ექიმიც. ისე რომ თქვენ ასევე არაფერს არ გკთხავენ. რაც არ უნდა ცუდად წარმართონ საქმე პასუხს ვეღარ მოსთხოვთ. აქამდე თუ კი იყო ვარიანტი რომ გამოსწორებულიყო არსებული სიტუაცია და ვთქვათ 2 პალატიანად გადაქცეულიყო პარლამენტი, სადაც ხალხის რჩეული იქნებოდა კანონის დამამტკიცებელი ორგანო, რომლის გამოწვევის უფლებაც ექნებოდა მოსახლეობას. დღეს უკვე თქვენი მთელი სახელმწიფო საქმეში ჩარევა სულ რაღაც ქაღალდზე წრის მოხაზვა და ყუთში ჩაგდება იქნება. ეგეც დროებით.

რატომ დროებით? იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი უკვე ე.წ. კონსტიტუციური მონარქიაა. სადაც უკვე თქვენ არჩევნის უფლება საერთოდ აღარ გექნებათ. უკვე ხომ დაიწყო მწვანე ბარათებით მოსახლეობის გაყოფა? მაგ ბარათის შემდგომი განვითარება უკვე ამ სტრუქტურებში იმ სახით იქნება რომ წარმომავლობით განსჯიან ვის მისცენ არჩევნის უფლება. თუმცა ეგეც დროებით. გარკვეულ პერიოდში არჩევნებს საერთოდ შეწყვეტენ. რისთვისაა საჭირო არჩევნები როცა ქვეყანაში გიზის დინასტიური მმართველი? ვის აირჩევ? მას ხელქვეით ედგმება ასევე დინასტიური ხელქვეითები. მუდმივი მინისტრები, რომელთა შვილებიც ასევე მინისტრები იქნებიან. მაგ მინისტრების ქვემოთ მუდმივი დინასტიური ჩინოვნიკები, რომელთა შთამომავლობაც ასევე ჩინოვნიკები იქნებიან. არჩევნებზე ფული რაღატომ უნდა დაიხარჯოს? ბოლო ბოლო ბანძი სპექტაკლია უკვე ახლავე.

ჩემთვის უკვე ნათელია რატომ დუმს დღეს საპატრიარქო ამ მწვანე ბარათებზე. იმიტომ რომ მონარქიის დამკვიდრების ერთ ერთი გადასარევი ბერკეტია. რატომ უნდა გააპროტესტონ? მერე მეფეს როგორ დაგასვავენ თავზე?

ნუ გამომიყვანთ ახლა ანარქისტს და ანტიქრისტეს მიმდევარს. გადახედეთ ზემოთ დაწერილ ჩემს შეხედულებებს რწმენაზე. დოგმაში არ ცხოვრობს უფალი. ის თავისუფლებაში და სიმართლეში ცხოვრობს. დღეს საპატრიარქო იბრძვის მონარქიისთვის და ამის გამო თვით სატანასაც შეეკვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე რიგითმა ობივაწელმა თუ შევძელი განმესაზღვრა ეს ბანძი ფილოსოფია და დამენახა რომ მონარქია თავისი არსით ადამიანის თავისუფლების მტერია. მათ როგორ ვერ განსაზღვრეს? თუ კი იმას ჩავთვლით რომ პირიქით იქცევა და დუმს იქ სადაც ხმალს უნდა იქნევდეს, გამოდის რომ საპატრიარქო ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვის მომხრეა.

არა და ქრისტიანობა თავისი მორალით არა თმენის და მორჩილების რელიგიაა, ის თავისუფლების და თავისუფალი ნების რელიგიაა. რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა განვითარდეს. გაიზარდოს, შეცდომები მოინანიოს, მაგრამ არა ყალბად და ხელმეორედ ისევ იგივე ცოდვაში ჩავარდეს. არამედ გაიზარდოს და იმ ცოდვებზე მაღლა დადგეს. ქრისტიანს უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე. თუ ის ამას ვერ გააკეთებს და თავისი ქმედების გამამართლებლად რამეს მოიძევს (გინდაც უხსენებელს), ესეიგი ის ქრისტიანი არაა. თავის მართლებაც ხომ ცოდვაა? შირმად ჯვარი კი ნებისმიერს შეუძლია ჩამოიკიდოს და პირჯვარი იწეროს. ეს მთავარი არაა. მთავარი პიროვნული თავისუფლებაა. ქრისტეს ჩემი მოსაზრებით სურდა რომ ადამიანები ყოფილიყვნენ საკუთარი თავის ბატონ პატრონები. პასუხისმგებლობის აღებაც სწორედ ეგაა რომ შეგეძლოს ცოდვის აღიარება და მონანიება.

თუ კი ადამიანი თავისუფალი არაა, ის ვერ მოინანიებს, ვერ აღიქვავს რატომ და რა უნდა მოინანიოს. იმიტომ რომ მისი თავისუფლების შემზღუდველი სისტემა მას გაუნათლებლად დატოვებს. ან მისცემს ისეთ განათლებას რომელიც მხოლოდ მას სჭირდება. შესბამისად საერთო სურათის იმ მიზერული ნაწილის დანახვის შანსიც აღარ ექნება ამ სტრუქტურაში მაცხოვრებელ რიგით ადამიანს. ის დამოკიდებული იქნება მასზე მაღლა მდგომების გადაწყვეტილებაზე. უბრძანებენ? ის მოკლავს, გააუპატურებს, მოიტყუება. იმიტომ რომ მის მაღლა მდგომს განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება. ასეთ სტრუქტურაში მოსახლეობის დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში უბრალო მონად იქცევა. მონას კი არ შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს. ის მხოლოდ ბრძანებებს ასრულებს. ასედაცაა გათვლილი სამწუხაროდ…

ეჰ ვისთვის ვლაყბობ ჩვენში დარჩეს? 😦

მაინც არავის ჭირდება ჩემი ბანძი ფილოსოფია.

ჩემი სახლი

უცნაურია. 2019 წლის 29 სექტემბერს საბოლოო ვერსია გაფორმდა ფირმა აპექსთან და მივიღე ბინა.

ვცხოვრობდი საბურთალოზე, ტყვარჩელის ქუჩა 5 ში. 42 წელი გავატარე იქ. იყო აააი ეს. 45 კვადრატული, კედლებ დაბზარული და შპალერ ჩამოფხავებული აქაიქა… იატაკ მორყეული, გარე არსებული მშენებლობის გამო ბოლო 3 წელი რომ დღეში 1 ტომარა მტვერი გაგვქონდა ოთახიდან.

ეჰ… ბევრჯერ მინახია ეს სახლი სიზმარში 😦 მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მქონდა მანდ გატარებული ბოლო ბოლო.

მართალია აპექსის ხელშეკრულებით ბინა მივიღეთ, მაგრამ ასე ვთქვათ დაუმთავრებელი იყო რაღაცეები და ამიტომაც ფირმას მოუწია იმ რაღაცეების დასრულებამდე ჩემთვის ქირის ხდა. შედეგად წავედი ისანში გაბრიელ სალოსის გამზირზე და ვცხოვრობდი იქ წელიწადი და 10 თვე. რაც არუნდა გასაკვირი იყოს რომ გადავაგრდით უკვე 2020 წლის იანვარი იყო, პირველი ღამე რომელიც ქირაში გავათიეთ იყო 2020 წლის 29 იანვარი…

ამ წლის ზაფხულში გავყიდეთ აპექსის მოცემული ბინა. ამაზე სხვა დროს მოგიყვებით რა პერიპეტიები გადავიტანეთ. მაგრამ გეტყვით რომ უფლის ხელი ერია ამ გაყიდვაში. აღებულ თანხაში უნდა ჩავმჯდარიყავით რამენაირად. ამიტომაც დაიწყო რომ იტყვიან ნადირობა ბინაზე. მთელი ზაფხული ჩემი და ამ თემაზე ნერვიულობდა. მე რატომღაც არ მინერვიულია, მშვიდად ვუყურები სიტუაციას, ვიპოვიდით რამეს? მივდიოდით და ვნახულობდით. ძირთადში რაღაც პრობლემების ან რამე მიუღებელი ფაქტორის გამო უარს ვამბობდით ყველა ვარიანტზე. აგვისტოს ბოლო იყო როდესაც ჩემი და უკვე ძალიან ნერვიულობდა. როგორია? ქირას ფირმა გაყიდვის წუთიდან აღარ გვიხდიდა. ჩვენი შემორჩენილი თანხებით ვიხდიდით ქირას. ბინა კიდევ ჰორიზონტზეც არ ჩანდა. რაც გვქონდა თანხა ან არ გვყოფნიდა რომ გვეყიდა წესიერი ვარიანტი, ან რაზეც გვყოფნიდა სასტიკად არ მოგვწონდა.

მე კიდევ გავიმეორებ და საერთოდ სხვა რამეებით ვიყავი დატვირთული და ამ ბინაზე არ ვნერვიულობდი, გული მიგრძნობდა რომ სექტემბრის ბოლოს ბინა მექნებათქო. აი არ ვიცი რატომ და საიდან მაგრამ ასე მიგძნობდა გული.

ყველაფერი კარგად აგიხდეთ. სექტემბრის დასაწყისი იყო რომ ერთი ბინა ვნახეთ. მოკლედ რომ ვთქვათ გადავირიეთ და ეს რა კარგიაო მოვიტყუები. მაგარმ რატომღაც მივეცი საქმეს მსვლელობა. ისე გამოვიდა რომ თითქოს მე და ჩემს დას არც კი გადაგვიწყვეტია, თავისით გადაწყდა. ვიგრძენი უფლის ხელი მთელი სიმძლავრით. თანაც თანხას არ იკითხავთ? იგივე გადავიხადეთ რაც იმ ბინაში ავიღეთ. ისე რომ დამატებით ზედმეტი თანხის გადახდა არ დაგვჭივებია. მოკლედ რომ ვთქვათ 29 სექტემბერს ხელშეკრულება გავაფორმეთ, ფული გადავიხადეთ და სახლი ჩვენი საკუთრება გახდა…

მაგრამ დაიწყო მერე მთელი პერიპეტიები, აღმოჩნდა რომ სამზარეულოა შესაცვლელი, უი მეზობელს წყალი ჩასდის და საპირფარეშოა გადასაკეთებელი… მოკლედ რომ ვთქვა როგორც იქნა გავაკეთეთ ისე რომ გადმობარგება დავიწყეთ. დღეს პირველი ღამეა როცა ჩვენს სახლში უნდა დავიძინოთ.

დღეს 2021 წლის 29 ნოემბერია…

29

იყო ის სახლი, რომელიც საბოლოოდ 2020 წლის 29 იანვარს დავტოვეთ და რომლის სურათებიც ზემოთაა. ახლა არის აი ეს.

ჩეხური 4 ოთახიანი

სულ რამდენიმე ოთახის სურათია, არც ისე კარგი ხარისხით, თუ მეწვევით კი დაგათვალიერებინებთ.

გადავიქანცეთ. მაქსიმალური გავაკეთეთ გადმოსვლა დალაგების განხრით, მაგრამ ბოლომდე დალაგებულიც არ ვართ ჯერ…

მთავარია ჩემი სახლია.

დასრულდა ჩვენი ოჯახის ეპოპეა ბინის თაობაზე.

მადლობა უფალს. მის ხელს და მის განგებას მუდამ ვგრძნოდი ამ პერიოდში.