ავარიის ქრონიკები

წიგნი პირველი (ამის წიგნობა არ გაიშვას)

ხდება ასეთი რამე. როდესაც მანქანას გიმტვრევენ. შემთხვევით სპეციალურად, რა მნიშვნელობა აქვს, 1 წამის ამბავია და ერთ დროს მბრწყინავი და ლამაზი მანქანა დაჭეჭყილ კონსერვის ქილას გავს ხოლმე. თითქოს ვიღაც გიგანტმა ფეხით გადაუარაო. ასეთ დროს მთავარია შიგნით მსხდომნი გადარჩნენ უპრობლემოდ თორემ თუნუქი.. ეგ არაფერი, აღდგება. ისეა თუ ერთი ნაწილი არ უვარგა, მოჭრი და ახალს დაადუღებ.

მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში, 2020 წლის 8 დეკემბერს.

მოხდა მოხდა. მადლობა უფალს გადავრჩი მეც გადარჩა ისიც.

შემდეგ უკვე კაცური სიტყვა. არ გვინდა პოლიცია გაგირემონტებ.

რა უნდა ქნა ამ დროს? ან მე რად მინდა პოლიცია, დაზღვეული მე არა ვარ რომ სადაზღვეოსთვის მჭირდებოდეს ჩანაწერი და არფერი. გადავდექი, ისიც გადადგა. მოვილაპარაკეთ. აკეთებს თვითონ, თავისი ხელოსნებით, ახლობლურ წრეში. მთხოვა არ გამწეწოო, 2 მანქანა მაქვს გასაკეთებელიო. კარგი ბატონო, მეც გაჭირვებული ვარ ფინანსურად და ნაღდად არ მაქვს ეგეთი აზრი რომ ვინმემ ზედმეტი გადაიხადოს ამ ისედაც ჩასვრილ პერიოდში.

დღე პირველი. ავარიიდან მეორე დღეს მირეკავს მეუბნება რომ თვითონ ვერ მოდის. სამსახურს ვერ ტოვებს. მაგრამ კაცს გამომაყოლებს და ისანში ადით ქვედა დაშლილებში, იქაა ხელოსანიო. ჩემი მეგობარია და მოგხედავთო. რა პრობლემაა? მივედი მასთან ჩავისვი მისი კაცი და წავედი ადგილზე. აღმოჩნდა რომ ეს მისი კაცი უბრალოდ მისი ხელქვეითია, რომელსაც სულ ქინძზე კიდია ჩემი მანქანაც, ის უფროსიც და ყველაფერიც. ავტოსამრეცხაო აქვს «დამნაშავეს» და იქ მუშაობს, უბრალოდ გამომაყოლა. მივედით ხელოსანთან, დახედა დაათვალიერა და..

— ვერ ვუშველი ასე, ჯერ რობოტი უნდა რომ გასწორდეს.

— არ არის აქ სადმე რობოტი მერე? — ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა ვკითხე, ასიანია იჭიმება სიტუაცია მე კიდე არ მინდა. მეჩქარება.

— ორხევში ვიცი ერთი კარგი ბიჭია, ახალი ჩამოტანილი აქვთ მაგრად მუშაობენ. მოიცა დავურეკო.

დაურეკა, კი რაზეა ლაპრაკიო, მომცა დანიშნულება აქ მიდიო. ცოტა არ იყოს არ მომწონს სიტუაცია, იმიტომ რომ ამ დალეწილი მანქანით, რომელიც მცირე ორმოზე გადასვლისას ბორბალით ეხება დეფორმირებულ შიდა შემონაკერს, სერიოზულ ხმებს გამოსცემს. მაგრამ სხვა რა გზაა? კარგი წავედი დანიშნულების ადგილისკენ. თან თანამშრომელი მომყვება მანქანით, რამე იყოს რომ იქ დავტოვო მანქანა რამით დავბრუნდე უკან. სერიოზულად მეხათრება ამ ადამიანის. რა ვალდებულია? წამომყვა.

მივედით ორხევში, საკმაოდ შორს ყოფილა თან ლაფიანი გზები. კიდევ მეტად შემრცხვა ჩემი თანამშრომლის. იქ ქართველი მეპატრონე და თურქი ხელოსანი დაგვხვდა. მეპატრონემ სულ ცაში აიყვანა ქებით ისეთია ასეთიაო, ამანაც აწია უკანა მხრიდან, შეიხედა დაბლა და დასვა დიაგნოზი. საბარგულის 2 ლონჟერონიდან 1 ისე დაზიანებულია ან გასწორდება კარგად ან არაო, მეორე უბრალოდ გასასწორებელიაო. აღდგება პრობლემა არაა, არც ფრთებია პრობლემა ეგეც გამოსწორებადიაო. კარები გამოსაცვლელიაო, არაფერი ეშველებაო. ბამპერიც არ გაკეთდებაო.

კარგი ფასზე გადავედი. რა ღირს? მე ამივიდა თავზე ბოლი ისეთი ცეცხლოვანი ფასი დადეს. 600$ მხოლოდ ლითონი. მანდედან 400$ მარტო რობოტს უნდა. 200 კიდე ხელობას რკინაზე. ამას კიდე დეტალებიც საყიდი აქვს. როგორია?

დავურეკე «დამნაშავეს» რა თქმა უნდა ეძვირა. არ გამწეწოო მთხოვა, მეც არ გავწეწე. სხვა მოვძებნოთ რა პრობლემაათქო. წამოვედით. იმ დღეს აღარსად აღარ წავედით. მაგის სამრეცხაოს ეზოში დავტოვეთ მანქანა რომ დილიდან მიგვეხედა.

მეორე დღე. მივედი დილიდან, 10 ზე იქ ვიყავი როგორც მოვილაპარაკეთ. ეს აზრს მაწვდის. სართიჭალაში კარგი ხელოსნები ვიცითო, რობოტიც აქვთო და იქ გავაკეთოთო, ჩემთვის სულ ერთია-თქო. მოვილაპარაკეთ რომ მეორე დღეს მანქანა მიდიოდა სართიჭალაში, უკვე პარასკევია მეორე დღე. მე თვითონ ჩავიყვანო. ვენდე. მეც გული დავიარხეინე, გავიკითხე და იქ კარგი ხელოსნები არიანო. ხო და იქნებ მიმიხედონთქო. პარასკევს დავურეკე და იქაა მანქანა უკვეო და ხვალიდან დაიწყებენო. კარგი…

მესამე დღე. დავურეკე, რას შვებითქო. იქაა მანქანა და ხვალიდან დაიწყებს უკვე, დღეს ვიღაც ყავს და იმას ასრულებსო. გამიხარდა არ დაგიმალავთ, ასე მალე მიდის საქმე. მითხარი ვისთან მიიყვანე რომ ჩემით მივიდე და ვნახოთქო. გავიგებ მოგწერო. დღე გასრულდა არ მოუწერია.

მეოთხე დღე. შაბათია დილა, ჩემი დის ოპელი დავტვირთე და სოფელში უნდა წავიდე. გზად სართიჭალა მაქვს. ისედაც და ასედაც მანდ უნდა გავიარო. დავურეკე ისევ. სადაა მანქანათქო. მინდა ვნახოთქო. გაგიგებ და მოგწერო. მე ამ დროს აქაური საქმეები მოვილიე, სადღაც 4 საათიც კი გამივიდა დარეკვიდან და… პასუხსაც არ დაველოდე წავედი. სართიჭალაა რა. რა იმდენი სახელოსნო იქნება ვერ ვიპოვო?

მთელი სართიჭალა მოვიარე, ისეთ ადგილებზე ვიყავი სადაც კერძოდ სახლში არემონტებენ მანქანებს. არსად მანქანა არაა. არსად!

ნერვები გადამეძაბა სერიოზულად. ვურეკავ, მანქანა სადაა? პასუხი საკმაოდ ორჭოფი და მიკიბ მოკიბული. რომ არ მოეწონა სიტუაცია და მოყავს. მოყავს? ანუ თბილისში მიყავთ მანქანა? საიდან? სართიჭალიდან? სართიჭალელმა ხელოსნებმა აქ არც გვინახია მსგავსი რამეო. ლამის გავჭედე. რაღაცას მატყუებს. «დამნაშავემ» ტელეფონში მითხრა რომ ის კაცი ახლა თელავშიაო. გამოდის ჩემი მანქანით? დამსხვრეული მანქანით ამხელა გზაზე? ან ჯარიმა აიკიდა სადმე ან …. კიდე მეტად დამიზიანდა მანქანა… როგორია?

ნუ კარგი, მოველაპარკე რომ კვირას საღამოს დამახვედრე მანქანა და ჩამოვალ თბილისში და მიმყავსთქო. მერე დილას გამოგივლი ერთად წავიდეთთქო.

ვნერვიულობ. საღამოს ცუდად გავხდი ნერვიულობისგან. მთელი საღამო ჰიპერტენზიას ვებრძოლე.

მეხუთე დღე. წავედი სართიჭალაში გავუარე ისევ ხელოსნებს და სურათებით დავადგინე კიდეც დაახლოებით და დაჯდებოდა მანქანის მათთან შეკეთება. შემდეგ დაიმედებულზე რომ მანქანა მხვდება ქალაქში, მივედი იმ სამრეცხაოში.

მანქანა არაა.

სადაა მანქანა? ვეკითხები. კაი რა გაყვირებს.. რას ქვია რა მაყვირებს? მანქანა არაა. მე რა ვიცი რა უქენი მანქანას? არაფერი უბრალოდ მანქანა თელავშია?!

ა?

რა თელავში? როდის გითხარით მე თქვენ თელავში წადითო, ამხელა გზაზე დამსხვრეული მანქანით. რამე დაემატოს იმასაც ამინაზღაურებ? შვილები დაიფიცა დაიგინა ხვალ დილას აქ იქნებაო და გამომიშვა.

ისევ მთელი საღამო ჰიპერტენზიას ვებრძოლე.

მეექვსე დღე. სამსახურში მოვედი, ორშაბათია, უკვე გადაწყვეტილი მაქვს რომ თუ მანქანა არ მოვა ულტიმატუმი უნდა წავყენო და დრო დავუთქვა, არ მოვა ამ დროში და მივდივარ პოლიციაში. თანამშრომლებს მოვუყევი, ეგ პოლიციის თემა არავის მოსწონს. თან ტელეფონი გამორთული აქვს. ვერ ვუკავშირდები. საჭიროა ისევ პირადად მივიდე. როგორია?

მარტო არ მინდა, ისე ვარ დასტრესილი ლამის გული გასკდეს. ვთხოვე თანამშრომლებს რომელიმე წამომყევით, რამე რომ მომივიდეს ვინმემ მიპატრონოს თორე ეგ როგორც ჩემს მანქანას პატრონობს მეც ეგრე მომექცევათქო. თვითონ დამირეკა სხვისი ტელეფონით. ამიხსნა მოდის უკვე არ ინერვიულოო. უკვე აღრენილი ვარ, ამიტომაც ვუთხარი რო მოვა შევამოწმებ და სადმე რამე დამხვდეს მოხსნილი ან მონახსნელი გაზღვევინებთქო.

ბიჭებს ვთხოვე წამომყევითთქო. ამათმა კიდე შენ იქ ულტიმატუმს რო ეტყვი არ გამოვა ჩვენი მოსვლაო და მოდი მარტო წავალთო… წავიდნენ. დაელაპრაკნენ. ამათ საერთოდ სხვა რამე უთხრა. ვითომ თელავში ხელოსნის სანახავად იყო. და მოდის უკვეო, როგორც მოვა დავუკავშირდებიო. ეს ხდება დილის 11 ის მერე. 2 ხდება და ვურეკავ, ტელეფონი თავისი გამორთული აქვს. ის მეორე ნომერი კიდე საიდანაც დამირეკა არ პასუხობს.

ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა გავაკეთო. ღირსია დავიკიდო ყველა და ყველაფერი და ამ უყურადღებობის გამო მივაჭრა პოლიციაში, ადგეს და უკვე გარდა სხვისი ქონების დაზიანებისა პასუხი გატაცებაზეც აგოს, არ არის ღირსი? როგორ ფიქრობთ?

3 ის ნახევარზე მირეკავს და კიდე არაა მანქანა აქ. ვინც წაიყვანა იმის ნომერს მოგცემო. საღამოს აქ იქნებაო. მომცა ის ნომერი, დავურეკე, ადამიანი იძახის რომ ხელი მქონდა გადსახვევი გავიჭერიო და ახლა გამოვიდვარო… ახლა. ანუ ეს ხდება სადღაც 3 ის ნახევარზე. წარმოიდგინეთ ახლა როგორია? დავუბარე ჩემს სამსახურში მოდითქო. ავუხსენი სადაც.

კიდევ დაახლოებით 2 საათიანი ლოდინი. ამ დროს ისევ ჰიპერტენზია მაქვს. პარალელურად ვცდილობ კონცენტრაცია გავაკეთო რომ რამენაირად ვიმუშავო.

2 საათზე მეტი გამივიდა ლოდინში, დავურეკე სადა ხართქო. ვარკეთილის ხიდებთანო. მეთქი სადაც გითხარი მოდითქო. ცოტა ხანში მირეკავს «დამნაშავე» და სამრეცხაოში მოიყვანა მანქანაო.

დებილია მგონი ეგ გამჩენძაღლი. მაგრამ მიხვდა ალბათ რომ კარგად შერვახურებდი ამისთვის და ამერიდა… არა და შევახურებდი რომელია.

საღამოა, დასრულდა სამსახურის დრო. ერთი სული მაქვს მანქანა ვიხილო. როგორია მე 4 დღეა დავდევ. მივედი სამრეცხაოში. წარმოიდგინეთ და ისიც დამხვდა, ჩემი სეხნია ყოფილა თან დათო რქმევია. მისულს შემომეხვიენ «დამნაშავის» მეგობრები და თანამშრომლები. ისეთი სიტუაცია დაიწერა რომ იმათ ეგონათ თითქოს მე ვაპროტესტები და ვამბობდი რომ არ მიკეთებს, ან რამე ფინანსური გამომრჩენა მქონდა.

მეც ავდექი და რაც ზემოთ წერია დაწვრილებით მოვყევი, თან ვკითხე ყველას, თქვენ როგორ მოიქცეოდით? გამიგეს და პრეტენზიები არ გამოუთქვიათ. პირიქით «დამნაშავეს» ისიც უთხრეს რომ ამის ადგილზე უარესად გავგიჟდებოდი ვიდრე ესააო. იმ სეხნია მძღოლმა კიდევ, პრაქტიკულად დაზგიდან მოვხსენი მანქანაო…

რაო?

ამ დათომ მომიყვა შემდეგი. მე არ წავსულვარ საერთოდ სართიჭალაში, ეგრევე თელავში დავაწექიო, იქ კარგი ხელოსნები არიან და არც ისე ძვირად მუშაობენო. თან წუწუნებდა რომ ახლა რომ გავმტყუნდე გამლანძღავენო. პრაქტიკულად მაბავდა იქნებ ისევ წავიდე თელავში რომ არ გავილანძღოო. როგორია? დალეწილი მანქანით ამხელა გზაზე იარე…
აღარ მინდა რომ გავატანო თან მანქანა. ეჭვებში ვარ. კიდევ უნდა შევამოწმო ისედაც. ამავე დროს საკმაო მანძლი უვლია და ავზი დაცლილი დამხვდა. თბილისი თელავი 2 გზა არსებობს, ერთი 95 კილომეტრიანია, მეორე კიდევ 150 კილომეტრიანი. გრძელ გზაზეც რომ წასულიყო იქ მაქსიმუმ 350 კილომეტრი გაევლო იქეთ აქეთ. მე დანიშნული მქონდა სპიდომეტრზე გავლილი მანძლი, 425 კილომეტრი ქონდა დაწერილი. რომ გაჭაჭულიყო ამდენი მაინც არ უნდა დაეწერა. გამოდის მომატყუეს. დაახლოებით ვვარაუდობ რომ 120 კილომეტრი მაინც სადღაც იკატავეს.

ასე თუ ისე ესეც გასაოცარია რომ ამ ადამიანმა ანუ «დამნაშავემ» არ იცოდა რატომ იყო მანქანა თელავში. ეს უკვე უამრავი ეჭვების წარმომქმნელია. ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე ხომ არ გავატანო მანქანათქო. მაგრამ გადავიფიქრე. ისევ აქ ჯობია გაკეთდეს სადმე. რამენაირად გადაიხადოს. ამიტომაც მოვილაპარაკეთ რომ მეორე დღეს 10 საათზე ჩემთვის ნაცნობ ხელოსანთან მიგვყავს.

მეშვიდე დღე. ნაცნობმა ხელოსანმა 10 ის მერე ვიქნებიო. დავუბარე მეც ამ ბიჭებს და დილას მივადექი ძრავის ზეთით ხელში. იმ მძღოლს რომ წაუყვანია მანქანა, გაუმეტებია რო იტყვიან და 120 ზე ნაკლებით არ უვლია, ასეთ რეჟიმებზე კიდევ ძრავიდან ზეთი ჟონავს. შუპით ძლივს წვდერბოდა ზეთი ისე ცოტა იყო.

მთელი ისტორია ამ ავარიის მოხდენის ის იყო რომ გადაბმულობის მართვის ჰიდრავლიკის სითხემ გაჟონა.
ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, თბილისიდან კიდევ 425 კილომეტრი ატარა იმ მძღოლმა ეს მანქანა. გრამი არ ქონდა დაკლებული. პირდაპირ სასწაულია.

დილიდან ამეკვიატა ეგ ფიქრები რა ხდებოდა. თბილისი თელავი კი გავიაზრე გუშინვე რომ შანსი არ იყო მაგდენი დაეწვა. ხო და დანამდვილებით მივხვდი რომ ის კაცი უბრალოდ კატაობდა ამ მანქანით, სავარაუდოდ ტაქსაობდა კიდეც. ჯერ არ ეტყობა მანქანას არაფერი. იმედია მერე არ გამოყოფს თავს რამე. მაინც ჩემი ადამიანური მიდგომით მომდის ხშირად ბევრი უსიამოვნება. ახლაც ღირსი იყო ეგ ხალხი პოლიციაში განმეცხადებინა გატაცება. მერე ეხტუნავათ.

მოკლედ დილას მივადექით ხელოსანს. მოვიდა მთქნარებით და რაც 4 მა სხვა ხელოსანმა თქვა, იგივე განაცხადა მაგანაც. ბექა ქვია. მერე თავის მეგობარ მეთუნუქესთან წაგვიყვანა. თან თქვა რომ ჯერ რომ გადასარევი ხელოსანიაო, მერე არ იტყუებაო, იტყვის დღეს იმ დღეს მანქანა მზადააო. იმ მეთუნუქემაც დაზეპირებულივით გაიმეორა ვერდიქტი. რომ დაბლა ბორბლის აბაზანა მოსაჭრელია, რობოტი უნდა, რაზვალია შესამოწმებელი, ფარი საყიდელია, კარები იქნებ გარემონტდეს. ბამპერი ძვირი არ ღირსო და ვიყიდოთო. კიდე ძელია დაღუნული და ფიქრობდნენ აღვადგინოთ თუ ახალი ვიყდიოთო. მოკლედ 1500 ლარი მოითხოვეს მანქანაზე გასწორება ლითონის დასრულება მალიარკაც. დეტალები ცალკე თემაა.

ცოტა ამოვისუნთქე. მთავარია რიგში ჩავდექით. დღეს 15 ია. 25 დან იმედი მაქვს მოკიდებს ხელს. ბექამ კი იძახის 2 კვირასო მაგრამ 10 დღეში დავაწყებინებ მე თვითონო. მოკლედ ეგეთი ამბებია. ახლა უნდა მოველპარაკო «დამნაშავეებს» და უნდა წავიდე ერთ დღეს დაშლილებში რომ მოვიძიო მარაგ ნაწილები, მიუხედავად იმისა რომ კარებზე თქვეს გამოდგებაო, მაინც მგონია რომ ჯობია მოვიძიო, იქნებ არც ძვირი ღირდეს და პირდაპირ შეღებავდნენ მოგვიანებით. უნდა გავიკითხო ფასებიც რა დაჯდება დეტალები და თან ბარემ ვაყიდინო, რამე იყოს ახალი წლების მერე იმუშავოს იმ მეთუნუქემ, მომარაგებული რომ იყოს.

მოკლედ ვარ მოლოდინის რეჟიმში. მაინც ვნერვიულობ. მერე რა იქნება? როდის მოახერხებს ხელოსანი მანქანაზე დადგომას და როდის ჩამაბაებენ ჩემს ფორიკას მთელს და გაწიკწიკებულს? ვნახოთ რა იქნება 10 ან 14 დღის მერე.

Оставьте комментарий